
მომღერალი გია სურამელაშვილი წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და პოპულარობასაც ინარჩუნებს. ამიტომაა, რომ მისი ამბებიც საინტერესოა ხოლმე. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ახალამობრწყინებულ ვარსკვლავზე უამრავი ქალი იყო შეყვარებული.
ამჯერად, გია გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„ამას წინათ გავიგე, რომ გარდავცლილვარ, გამიკვირდა თქვენი არ იყოს.
ზაფხულს და სიცხეს ვერ ვიტან, მაგრამ ვუძლებ, რა ვქნა.
შემოდგომით ძალიან მინდა ამერიკაში წავიდე, აგვისტოში ისრაელი და საფრანგეთი მიწევს.
„ტიკ-ტოკს“ ძალიან ვუყვარვარ, დღესაც დამირტყეს ლომი, ბოკვერი. 1 საათით შევედი და გავაკეთე 400$, 200$ „ტიკ-ტოკმა“ წაიღო..
35 წელია სცენაზე ვარ, არ ვარ ბოროტი, არ ვიჭრები ზედმეტად პოლიტიკაში, ბევრი რამ ვიცი, მენდობა ხალხი, პირი რომ გავაღო მეოთხე მსოფლიო ომი დაიწყება.
აწყვეტილი თხა ვარ, პირადულს ვერ ვალაგებ… ტყლაშ! - ასე მიცემია საყვარელი ადამიანი“, - ამბობს გია სურამელაშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=1298792518425335&rdid=BN7aoWhYyyeYN40r
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელ რიცხვებში იბადებიან კონფლიქტური და ემოციური ადამიანები - თაკო მელიქიშვილის განმარტება