ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
ჩინური კალენდრის მიხედვით, მწვანე ხის გველის წელი 2025 წლის 29 იანვარს დაიწყება. აღნიშნულ თემაზე გიორგი ლობჯანიძემ სოციალურ ქსელში ისაუბრა:
„დიდი ხანია ცის კაბადონზე არაფერი დაგვიწერია, ვფიქრობ საინტერესო პერიოდს გავდივართ ახლა და გაგიზიარებთ ამ მოვლენების შესახებ გარკვეულ ინფორმაციებს:
ბევრმა მკითხა, რას გვეტყვი აღმოსავლეთში ჩინური ახალი წლის შესახებო და რა უნდა ითქვას:
საერთოდ, ფენ-შუი და ჩინური ზოდიაქური სისტემა ნამდვილად მუშაობს. მაქვს ეს მე პრაქტიკულად დატესტილი, შესაბამისად, სადაც ცოდნა დევს იმის უარყოფა არ შეიძლება. ფენ-შუი, ისე როგორც ასტროსამყარო, ეს უხილავი ფიზიკაა, რომელიც გარკვეულ გავლენებს ასახავს, როგორც ჩვენს შიგნით, ისე გარე მატერიალურ სამყაროში.
ხშირად მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ადამიანი არის ნაკრები. ნაკრები, როგორც სულიერი, ისე ორგანული ნეიროქსოვილებისა და აგრეთვე, გარე შაბლონური ენერგომუხტების, რაც ჯამში ერთიანად იყრის თავს და სწორედ, აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება რომ ორ ერთნაირ პიროვნებას უბრალოდ ვერ იპოვით, ყველა განსხვავებულია.
რაც შეეხება ჩინეთში არსებულ საახალწლო ამბებს: ჩინური კოსმოსური სამყარო უფრო პლანეტა იუპიტერის ენერგიებზე დგას. იუპიტერს კი აქვს თავისი 12 წლიანი ციკლები, ანუ ყოველ 12 წელიწადში ერთხელ ბრუნდება იმ ნიშანში, საიდანაც იწყებს ათვლას. ამჟამად, დრაკონი ასრულებს თავის ერთ წლიან სავალ ბილიკს და ასპარეზზე შემოდის გველი.
განსხვავებით დასავლური სტიქიებიდან, აღმოსავლეთში არის არა 4, არამედ, 5 ელემენტი. მეხუთე ესაა - ხის ენერგია. ახლაც ხის გველი დაიწყებს მოძრაობას და მისი ციკლი გაგრძელდება 2026 წლის 16 თებერვლამდე.
ჩინური ახალი წელი მთვარის ფაზებზე დგას, იწყება ახალმთვარეობის დადგომისას. საქართველოს ცის კაბადონზე კი ახალმთვარეობა გვექნება 29 იანვარს 16:35 საათზე მერწყულის ნიშანში.
რამდენიმემ დამისვა კითხვა: მართალია თუ არა, რომ ახალ წელს მჭრელ, ბასრ საგნებს არ ჩუქნიანო? დიახ, ბასრი საგნები, ყვავილების გარკვეული კატეგორია, ხან და ხან, ფეხსაცმელი და სხვა, ერიდებიან ზოგიერთი ნივთის გაცემას.
ახლა, რაც შეეხება ხის მწვანე გველს - ზოგადად, ხის მწვანე გველის წელი იყო ბოლოს 1965 წელს. აზიის ქვეყნებში მას მოიხსენიებენ, როგორც სიბრძნის და გამჭრიახობის სიმბოლოს. ეს საკმაოდ ლამაზი, სიმპათიური და დახვეწილი ხალხია, შესაშური მანევრებით და ტაქტიანობით განმსჭვალული. მაგალითად: იაპონიაში, როცა ქალს კომპლიმენტს ეუბნებიან, ასე ეტყვიან: ,,თქვენ ნამდვილად გველს ჰგავხართ ან გველივით მომხიბვლელად იქცევით“.
მეტად ინტუიციური და მგრძნობიარეა, გამოსდის კიდეც მიზნამდე მისვლა, საკმაოდ ძლიერი სტრატეგია და ნებისყოფა აქვს. სიყვარულში ძალიან ეჭვიანი და მოუთმენელია. ვინ უნდა უნდოდეს გველს თუ არა ხარი? ან მამალი? თუმცა, მაინც გველის და ხარის ურთიერთობა ეს ეგზალტაციაა ამ სამყაროში. ხარი, ხომ თვით ინტელექტის, სტაბილურობის და დაცულობის განსახიერებაა ...
არ არის გველი ისეთი აგრესიულიც, როგორც გვიხატავენ, პირიქით, მან იცის როდის უნდა იომოს და ასეცაა: „ბრძოლას დაწყებამდე იგებენ“.
ახლა, რაც შეეხება ე.წ. მაგიურ შელოცვებს და ამ კითხვებს: ფენ-შუი და მეტაფიზიკური სამყარო გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ჩანართები. მე, პირადად, დიდად არ მომწონს სხვადასხვა ნიშნის ფიტულებზე გაფეტიშებული და გაფანატებული შელოცვები, კერპად არც არაფერი არ უნდა აქციოთ, ფანატიზმი კლავს, მათ შორის ამ სფეროშიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 10 მცნება ირღვევა ... სადაც შავით თეთრზე წერია რას ნიშნავს კერპმთაყვანისმცემლობა.
დასავლურ წყობაში კი ახალმთვარეობის პიკზე გვექნება შესანიშნავი ტრიგონი ექსპანსიის და გამარჯვების მმართველ იუპიტერთან - ეს კარგი დროა სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად. თუ, ძალიან საჩქაროა და ვერ შეცვლით სიტუაციას, დროის არჩევა ასე თუ ისე მოგიწევთ თქვენივე „ჩარტიდან“.
მეტი ილოცეთ ამ დღეს, იმხიარულეთ, გქონდეთ კონტაქტი შემოქმედთან, ბუნებასთან, კარგია ხე-მცენარეებთან, ბალახთან კავშირი!
მშვიდობიანი და ბედნიერი დღეები გქონდეთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ ჩემო საოცნებო გოგო“ - ანა სულაბერიძეს დაბადების დღე აქვს