11 ოქტომბრიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნული მოვლენა კონფლიქტებზე, ურთიერთობების დაძაბვასა და გაგების შემცირებაზე მიანიშნებს.
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
გარდა ამისა, ასტროლოგმა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზეც გაამახვილა ყურადღება და ახსენა, ვის რა ტენდენციებს უმზადებს ცის კაბადონი:
ვერძი - პერიოდი კარგია სასიყვარულო, პარტნიორული, რომანტიკული ურთიერთობისთვის. ძველი ურთიერთობა შეიძლება უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, ასევე შესაძლოა პარტნიორთან ერთად შემოქმედებით საქმიანობაში მიიღოთ მონაწილეობა. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსებიც გაქვთ. ენერგოტონუსიც მაღალი გაქვთ. თვე გაძლევთ შესაძლებლობას განახორციელოთ თქვენი იდეები. სავსემთვარეობის დროს გამოავლინეთ განსაკუთრებული ტაქტი და თავდაჭერა.
კურო - ენერგოტონუსი მცირდება, იგრძნობთ, რომ ადვილად იღლებით, ამიტომ მეტად გამოიძინეთ, დაასვენეთ საკუთარი თავი და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ძველმა, დავიწყებულმა ქრონიკულმა დაავადებებმა შესაძლოა ისევ იჩინონ თავი. თუ ძალიან აუცილებელი საჭიროება არ გექნებათ, ოქტომბერში თავი დაანებეთ ექიმებში სიარულს. თუ მაინც დიაგნოზი დაისვა, აუცილებლად გადაამოწმეთ. შეინარჩუნეთ ჰარმონიული ურთიერთობა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. ხდებით ცოტა ჯიუტები, ხისტები და პირდაპირები.
ტყუპები - ერთადერთი და განუმეორებელი ხართ არნახული შარმით, მიზიდულობით, კონტაქტურობით, ბომონდში ურთიერთობით. კარგია რომანტიკული კავშირები, არსებული ურთიერთობების ამაღლება. დიდი ფულის ხარჯთან გაქვთ მიდრეკილება, ამიტომ ამ მხრივ იყავით ყურადღებით. ტონუსი მაღალი გაქვთ, ამიტომ იშრომეთ.
კირჩხიბი - ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება. ნოემბერში თქვენს თავს ვერ იცნობთ, იმდენად ენერგიულები იქნებით, მაგრამ ახლა ცოტა ყურადღება გჭირდებათ. მეტად გამოიძინეთ, დაასვენეთ თავი. 20 რიცხვის შემდეგ თქვენი პოტენციალი გაიზრდება. ჯანმრთელობის მიმართაც იყავით ყურადღებით. აქ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილიზაცია საოჯახო, სანათესავო ურთიერთობებში. ოჯახის წევრების თანადგომა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია თქვენი შინაგანი სამყაროს სტაბილურობისთვის. საყოფაცხოვრებო ნივთებს შეექმნება პრობლემა, რაც ფინანსურ ხარჯებს გამოიწვევს.
ლომი - შარმი არნახულად მაღალია, ხართ ენერგიულები, ინიციატიავიანი, მიმზიდველი. გაქვთ შეხვედრების, ცოდნისთვის, სწავლისთვის, მეგობრული კონტაქტების მგზავრობა-მოგზაურობისთვის ძალიან კარგი და მრავალფეროვანი შესაძლებლობები. წარმატების ფაქტორები უდავოდ გაქვთ, მაგრამ წყალქვეშა დინებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ზოგიერთს თქვენთან მიმართებაში მოუნდება სარკასტული იუმორის გამოვლენა, რასაც თქვენ კრიტიკულად მიიღებთ.
ქალწული - ენერგოტონუსი მცირდება, მაგრამ დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს ძველი საქმეებიდან. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, დადგებით ბონუსების და პრემიების მიღების წინაშე. 11-იდან 20-მდე იურისტებთან გაიარეთ კონსულტაცია, სანამ კაპიტალ დაბანდებაზე წახვალთ.
სასწორი - ახლა თქვენი დროა, სასიყვარულო ურთიერთობები, იღბალი, ბიზნესში, მგზავრობა-მოგზაურობა, პარტნიორული თანამშრომლობა, ყველაფერი კარგად გამოგდით. წყალქვეშა დინებას ყურადღება მიაქციეთ, თქვენმა უპასუხისმგებლო და არასერიოზულმა მიდგომამ ყოველდღიურ, რუტინული საქმის მიმართ არ შეგიქმნათ პრობლემები, რაც უკმაყოფილებას გამოიწვევს კოლეგებში.
მორიელი - რთული პერიოდი გაქვთ, რადგან დაბადების წინა პერიოდი გაქვთ. ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები თქვენს საწინააღმდეგოდ დაიწყებენ მოქმედებას. ენერგოტონუსიც დაბალი გაქვთ, მარტივად გაცივდებით და ემოციური ფონის გამო მარტივად გაღიზიანდებით. 15 რიცხვიდან იგრძნობთ, რომ თქვენი პოტენციალი მოიმატებს, ენერგეტიკა შეიცვლება და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. იქამდე კი ზედმეტს ნუ ისაუბრებთ და აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან.
მშვილდოსანი - საუკეთესო პერიოდია სიახლეებისთვის, გარეგნული იმიჯი, ახალი ტანსაცმელი, იდეა, პროექტები, ახალი მეგობრული წრე, რაც მეტი სიახლე იქნება თქვენს ცხოვრებაში მით უკეთესი. რაც შეიძლება მეტი კონტაქტი გქონდეთ ინტერნეტთან. საშუალება გეძლევათ დაიმსახუროთ პატივისცემა თქვენი ორიგინალური იდეებით.
თხის რქა - ენერგოტონუსი ეცემა, იღლებით მარტივად, ხასიათში გემატებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციები, სხვისი დამორჩილების სურვილი, სიჯიუტე, სიხისტე. მთლიანობაში ზოგადად პერიოდი ცუდი არ არის, თუ ამ თვისებებს არ გამოავლენთ.
მერწყული - ბევრი რამ გამოგდით, ენერგოტონუსი გაქვთ მაღალი, ნაკლებად იღლებით, გექნებათ მრავალფეროვანი კონტაქტები, ოპტიმისტური განწყობა. შეგიძლიათ განახორციელოთ საინტერესო იდეები, გაიცნოთ მნიშვნელოვანი ადამიანები, ერთობლივი პარტნიორული ურთიერთობებიც ჩამოაყალიბოთ. წარმატების ალბათობა გაქვთ ყველა მიმართულებით. სიახლეებთან ერთად ყოველდღიური საქმეების კეთებაც მოგიწევთ.
თევზები - ენერგოტონუსი მცირდება, მარტივად იღლებით, განმარტოებისკენ მიდრეკილება მოგემატებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტებს ვერ განახორციელებთ. დაიცავით საიდუმლო, ენას კბილი დააჭირეთ, არ იხმაუროთ. ინტუიცია გაქვთ მზარდი. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ შემოქმედებითი კუთხით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „გამარჯობა, მე ილია მქვია“ - ქეთი ხატიაშვილი ახალდაბადებული შვილის კადრებს პირველად აქვეყნებს