ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგი 2026 წლის მზის პირველ დაბნელებაზე წერს, რომელიც 17 თებერვალს გველოდება:
„2026 წლის მზის პირველი დაბნელება!
როგორც ცნობილია ციფრების დახმარებით, მნათობებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებებით ისწავლეს ძველ ბაბილონში „განმეორებების“ (ბერძნ. saros 3600) მეშვეობით მთვარის დაბნელებების „წინასწარმეტყველება“.
წელს 17 თებერვალს, მზის დაბნელება გვაქვს მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის 29-ე გრადუსზე, საქართველოს დროით დაახლოებით 14:00 სთ-სთვის დაიწყება, პიკს აღწევს დაახლოებით 16:00 სთ-ზე და სრულდება 18:30 სთ-ზე.
ხილვადობა შეეხება შემდეგ ზონებს: სამხრეთ აფრიკა, მოზამბიკი, მადაგასკარი, საფრანგეთი სამხრეთ ნაწილი და სხვა.
(შეგახსენებთ რომ, მნიშვნელოვანია უშუალოდ დაბნელების დროს რა ზონებია ჩართული პროცესში, სწორედ იმ რეგიონებში არის ხოლმე მოსალოდნელი ცვლილებები პირველ რიგში.)
სწორედ 17 თებერვალს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელსაც მთვარის დაბნელება ხურავს, 3 მარტს. რომელიც ქმნის ფონს მომდევნო, მინიმუმ 6 თვიანი პერიოდისთვის.
მსგავსი მზის დაბნელება გავიარეთ 2008 წლის 7 თებერვალს. გადახედეთ მითითებული წლის დასაწყისს, რა ხდებოდა მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში? სწორედ მსგავს თემებში განვითარდება ცვლილებები ახლაც.
არსებობს მზის დაბნელების სამი ტიპი:
1- სრული
2- ნაწილობრივი (მათ შორის ბეჭდისებრი)
3- ჰიბრიდული.
„ცეცხლოვანი ბეჭდის“ სახე დაბნელებას აქვს მაშინ, როდესაც მთვარე გადის დედამიწასა და მზეს შორის, როდესაც ის იმყოფება აპოგეაში (პლანეტიდან მაქსიმალური დაშორება). შედეგად მთვარე ჩანს მზეზე უფრო პატარა და ქმნის თავის გარშემო ბეჭდის ეფექტს.
მზის დაბნელება, როგორ წესი ემთხვევა ხოლმე ახალმთვარეობას, ამჯერად ეს ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანშია, ანუ სიმბოლურად მიმდინარე ფონის შეფასებას ვახდენთ ამ სიმბოლოს ხასიათით, მისი მმართველით სატურნით (ძველ. ასტროლოგია) ურანი (თანამედროვე ასტრ.) , მმართველის პოზიციითა და სხვა პლანეტებთან ურთიერთქმედებით.
ზოგადად დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მომგები, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე, ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო ქირურგიული ან ინვაზიური მანიპულაციებისგან და მშვიდ, ჩვენთვის ჰარმონიულ გარემოში გავატაროთ მეტი დრო.
მზის დაბნელების გავლენა, მთვარის დაბნელებისგან განსხვავებით ნახევარი წლიდან რამდენიმე წლამდე გასტანს.
მერწყული ეს არის ნიშანი, რომელსაც შეაქვს ქაოსი და პროგრესი ნებისმიერ მყარ, მოძველებულ, სისტემაში, ცვლის სისტემის სტრუქტურას ძირეულად, გარდაქმნის და განაახლებს ყველაზე რადიკალური, არასტანდარტული გზებით.
გადარჩება მხოლოდ ის სისტემა, რომელსაც აქვს გარდაქმნის მზაობა.
მერწყულის ბოლო გრადუსი ეს არის სცენარების მკვეთრი ცვლილების, გადატვირთვის გრადუსი, რომელსაც სიახლე შეაქვს საკომუნიკაციო, საინფორმაციო სფეროში, მოულოდნელობების სახით, კონკრეტული ადამიანებისთვის შეიძლება იყოს მიზეზი ფრუსტრაციისა და დიდი იმედგაცრუებისა, ეს განსაკუთრებით ეხება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცნობად სახეებს.
ნებისმიერ შემთხვევაში სულ მცირე ცვლილებაც კი პროგრესის მაუწყებელია.
განსაკუთრებით ამ ტრანსფორმაციული დაბნელების თემატიკა შეეხება ადამიანებს, რომლებიც დაბადებული არიან (ან პირად რუკაში აქვთ გავლენა) ფიქსირებული ჯვრის ნიშნების - 25-დან 30 გრადუსამდე (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) და მუტაბელური (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები) ჯვრის წარმომადგენლებს, დასაწყისიდან - 5 გრადუსამდე.
დამატებით კი, თუ დაბადებული ხართ: 1954, 1972, 1990, 2008 წლებში, მაშინ აუცილებლად გირჩევდით პროგნოზის გაკეთებას, რადგან მიმდინარე პერიოდი საფუძველს უყრის თქვენს 18 წლიან ციკლს!
შენ მზად ხარ ცვლილებებისთვის?
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ემოციები და წარსული გამოცდილება. დაბნელება წამოსწევს ყველაფერს, რასაც ვმალავდით – შესაძლოა, ძველი წყენები, დაუმთავრებელი ამბები, დაუსრულებელი კონფლიქტები ამოტივტივდეს. ეს იმისთვის ხდება, რომ საბოლოოდ გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან გასაშვები თემები, თუმცა ამავე დროს საშუალება გვაქვს კორექცია მოვახდინოთ ძველ საკითხებში.
ენერგიის სწორად მართვა. ამ დროს სხეული განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება, ამიტომ სწორი კვება, ძილი და დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია.
ინტუიცია და ემოციური გამოვლინება მძაფრდება. ხშირად დაბნელების პერიოდში ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან მინიშნებებს, კარგია დღიურის წარმოება, ლოცვა, მედიტაცია, რომ უკეთ გავიგოთ, რა გზას გიჩვენებს, და რა მინიშნებებს გაძლევს სამყარო.
პრაქტიკა დაბნელების პერიოდში.
სასურველია ამ დღეს არ ჩავიცვათ შავი ფერის სამოსი
ჩაატარე „გაცილების რიტუალი“ : დაწერე ფურცელზე ყველაფერი, რისი გაშვებაც გინდა შენი ცხოვრებიდან (მიუღებელი სიტუაციები, ტოქსიკური ადამიანები, შიშები და ბლოკები). შემდეგ ეს ფურცელი დაწვი ან დააქუცმაცე და ჰაერის სტიქიას ან წყალს გაატანე, ამ დროს წარმოიდგინე, როგორ ქრება ეს ყველაფერი შენი ცხოვრებიდან.
ახალი მიზნების გაწერა : დაწერე რას ისურვებდი ახალ ეტაპზე, რა გინდა, რომ გაჩნდეს შენს ცხოვრებაში. დააფიქსირე ეს სურვილები გეგმებად და კარგი იქნება თუ კონკრეტულ ვადებს მიუთითებ“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: