Digest Logo

🎥 „მისწერა ჩემ ბებოს - „გაიყვანეთ თქვენი შვილიშვილი ცეკვიდანო“ - რას ჰყვება ნინი ყულეჯიშვილი მეგობარზე

1776195634
ნინი ყულეჯიშვილი

მომღერალი ნინი ყულეჯიშვილი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც მეგობრებზე ისაუბრა.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: ადამიანი რომელმაც ფარულად დაგაზარალათ, თქვენი საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდა? - მან ასე უპასუხა: 

„დიახ ჩემი მეგობარი აღმოჩნდა. ეს მოხდა ღრმა ბავშვობაში და მაგიტომ მეცინება. ქობულეთში ვცეკვავდი ანსამბლ „მხედრულში“, სადაც გავიზარდე. ყველაზე ტკბილად და კარგად მახსოვს ეს პერიოდი, შემოვიარე ევროპა და ვიყავი ძალიან წარმატებული. ქართულ ცეკვა „დაისს“ მხოლოდ ერთი გოგო და ბიჭი ცეკვავს.

მყავდა ერთი გოგო მეგობარი, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, პირველი გულის ტკივილი იყო. ჩემმა მეგობარმა შექმნა „ფეისბუკი“ და მისწერა ჩემ ბებოს - „გაიყვანეთ თქვენი შვილიშვილი ცეკვიდანო“. თავადაც ძალიან წარმატებული მოცეკვავე იყო და ალბათ უნდოდა თავად ეცეკვა ქართული. შემდგომ ეს „ფეისბუკი“ გავტეხეთ, ამოაგდო ნომერი და მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი იყო“, - ჰყვება ნინი ყულეჯიშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორი რძალი ვარ?...“ - როგორ გაატარა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვანცა დარასელიამ

⭕ „მოერიდეთ: იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას...“ - ასტროლოგის რჩევები 17 აპრილის ახალმთვარეობისთვის

⭕ „სამყარო კარს გიღებთ, შედით მასში!...“ - რა გავლენას იქონიებს 17 აპრილის ახალი მთვარე: ასტროლოგის რჩევები