Digest Logo

🎥 „მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობები და შეთანხმებები...“ - ზოდიაქოს ორ ნიშანს 15 ოქტომბრამდე სიახლეები ელის: თაკო მელიქიშვილი

1791287648
თაკო მელიქიშვილი

15 ოქტომბრამდე ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი მიიღებს იმას, რაც წლის დასაწყისში გინდოდათ - აღნიშნულ საკითხზე პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„სასწორები განსაკუთრებით შეიძლება სიყვარულს, სიცხადეს ან ადამიანისგან მნიშვნელოვან ნაბიჯს ელოდებოდეთ, მაგრამ ამის ნაცვლად ჯერ საუბარი შედგეს, რომელიც ძველ მოლოდინებს დაგინგრევთ. პარადოქსი ისაა, რომ ამის შემდეგ ბევრად უფრო ნათლად დაინახავთ, ვინ არის ნამდვილად მზად, თქვენთან ერთად გააგრძელოს გზა.

მორიელების სურვილი შეიძლება სამსახურის, ფულის ან პირადი ძალისხმევის გზით ასრულდეს. დაწინაურების ნაცვლად კონფლიქტი მოვიდეს, მარტივი შეთავაზების ნაცვლად კი - ჩვეულებრივზე რთული დავალება. მაგრამ სწორედ აქ გაჩნდება შანსი, გამოხვიდეთ იმ მდგომარეობიდან, სადაც დიდი ხანია სათანადოდ არ გაფასებენ, და აღარ დათანხმდეთ იმაზე ნაკლებს, რასაც იმსახურებთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ შედეგი თავიდან შეიძლება „არასწორად“ მოგეჩვენოთ. კონკრეტული ადამიანის გამოჩენა გინდოდათ ახალი ადამიანი მოდის. ძველ ადგილას დარჩენა გსურდათ, ოღონდ უკეთესი პირობებით - სანაცვლოდ შეიძლება სულ წასვლის შეთავაზება მიიღოთ. 15 ოქტომბრამდე ნუ იჩქარებთ უარის თქმას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თქვენი წარმოდგენისგან განსხვავდება“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და მე­გო­ნა, ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდა...“ - ეკა მამალაძე გარდაცვლილ მეუღლეზე და ქვრივობის სირთულეებზე

⭕„ნა­ნის ჩრდილ­ქვეშ ყოფ­ნა რთუ­ლია...“ - ეკა მამალაძე პოპულარობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე

⭕ „განახლდება მივიწყებული ან დიდი ხნის უთქმელი საკითხები...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

✕