Digest Logo

🎥 „ბოლოს იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, დროა ახალი წელი დავიწყო!“ - თამო ვაშალომიძე ყველაზე ცნობილ ნაძვის ხესთან პოზირებს

1764912117
თამო ვაშალომიძე

ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს. როგორც მისი პოსტებიდან ვიგებთ, ეს მისთვის დიდი ხნის ოცნება იყო. როგორც ცნობილია, იგი საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის პრეზენტაციაზე იმყოფება. ამჯერად მან, თავისუფალი დრო გამონახა და საღამო ნიუ-იორკის ქუჩებში გაატარა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე მოინახულა:

„ახალი წელი მიყვარს ძალიან, ჩემ დაბადების დღეზე მეტად. 

ახალი წელი მგონია ჯადოსნური, ახალი იმედებით, ემოციებით დასაწყისი. 

ბოლო წელს იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, დროა ახალი წელი დავიწყო! ჰოდა ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ჩემი ბედნიერება თქვენც გადმოგდოთ“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.

ცოტა ხნის წინ მსახიობი მეუღლეს აკა სამხარაძეს დაშორდა.

როგორც ცნობილია, მას ყოფილი ქმრის სახლიდან გადასვლა მოუწია და ახლა შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

გარდა ამისა, თამომ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ აკამ მანქანაც დაიბრუნა, რის გამოც მსახიობს ახალი ავტომობილის შეძენა მოუწია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tamar Vashalomidze (@tamovashalomidze)

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 დეკემბერს საქართველოში

5 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

„მომენატრე ლაშუტ, უსაშველოდ, გამშრალი ცრემლით და დაკარგული მეგობრობის სევდით“ - ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა