5 დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +19და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმში. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +10 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +5, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕5 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით