Digest Logo

„აუწყვეს თავის ქალა, ორივე გონზეა, ცოტა ცრემლებს ღვრიან“ - ახალი ინფორმაცია ავარიის დროს დაშავებულ დებზე

1732643237
დაშავებული დები

დები 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში, სამი კვირის წინ დაშავდნენ.

ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა, რის გამოც საზოგადოება გაერთიანდა.

დაშავებული დები ჯერჯერობით ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა ორივე მათგანი გონს მოვიდა.

სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშვილი ავრცელებს:

„ერთ დადასტურებულ გამარჯვებაზე მოგიყვებით ყველას, ვისაც გვჯეროდა და არ გვჯეროდა, ვინც საკუთარ შვილებს მოაკელით თუნდაც ერთი ლარი და ვინც გულში ისე ილოცეთ, საკუთარი შვილებისთვის რომ ილოცებდით...

თვე ნახევრის წინ ამ ორ მზის სხივს და ღიმილა გოგოს ავტომობილი შეეჯახა და მდგომარეობა საშინლად მძიმე იყო...

ერთი ბავშვი მ. იაშვილის კლინიკაში იყო, მეორე - New Hospitals-ში... სხვადასხვა სახის დაზიანებით და სხვადასხვა სახის ბრძოლით...

ჰოდა სახელებად რომ ვიცოდეთ რა და თუ ვინმე იცნობთ, უთხარით რომ ყველაზე ჩემპიონები არიან!  
ვინც პირველები ოპერაციაზე შევიდნენ... ლევან ტარუაშვილი და ირაკლი თოიძე... რეანიმაციის უფროსები: დავით ციბაძე და მაკუნა თევზაძე... დაიწყეს, დაიწყეს და არ გაჩერდნენ!

სამწუხაროდ ყველას სახელი არ ვიცი... ექიმები, ექთნები, თანამშრომლები...

მერე ჩვენც გავიგეთ ეს ამბავი და სხვის ანგარიშებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ 60 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ ერთ დღეში! მაგრამ ყველაზე დიდი ჩემპიონი, ჩემი ახალი მეგობარი, სოფიო ხარშილაძე მგონია, პატარების დედა... რომელმაც თქვა რომ ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მას სურდა! როგორც შვილებზე შეყვარებულ დედას უნდოდა!
ჰოდა, სულ ორი წამით დავივიწყოთ ვინ საით მივდივართ და საით მიგვეჩქარება... ვის როგორ გვინდა და როგორ გამოგვდის... ვინ რა მოვიგეთ და ვინ რა წავაგეთ...

ყველამ, სულ ყველამ გავიმარჯვეთ! სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე... სინათლემ გაიმარჯვა სიბნელეზე...
სიყვარულმა სიძულვილზე და რაც მთავარია... სიცოცხლემ! სიცოცხლემ! სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე!
ქრისტეს გზა როა... ღმერთის გზა როა... ჩვენში როა და ჩვენი ძალაა... აი, მაგ ძალამ გაიმარჯვა!
ნიაკოს და თათულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თათუს აღარ დასჭირდა თავის შულტირება, ნიას დღეს აუწყვეს თავის ქალა ორივე გონზეა და ემოციებს კი იხარე...

ცოტა ცრემლებს ღვრიან, მაგრამ თვე ნახევარი მეც რომ მეძინოს და მწვადი არ შევჭამო, მეც ვიტირებ...

ეს ხუმრობით, მაგრამ ახლა ნამდვილად გვაქვს საქმე გასაცინად... გასაღიმად... გასახარად!
წინ რთული და გრძელი რეაბილიტაციის პროცესია, მაგრამ ისეთი მაგარი გოგოები არიან... ისეთი... ისეთი...
დედამიწას გადადგამენ და თავის თავს კი არა ჩვენც კი მოგვხედავენ...
დედამიწის ანგელოზებო... ასეთი ხუმრობები აღარ იყოს!
სამყარო უნდა გააფერადოთ! “, - წერს სანდრო ელოშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მატილდა გვარლიანი H&M-ის რეკლამაში გამოჩნდა - კადრები გადაღებიდან

🎥 „ენერგეტიკულად კვებავთ შეკვეთას და იცვლის ფერს... უმთავრესია, ეს იყოს მხოლოდ თქვენსა და შემსრულებელს შორის“ - გოგა მანია ჯადოზე, მაგიასა და ეგზორციზმზე

„ვიცი მომკლავს, მაგრამ როგორ შეიძლება ამ გოგოთი არ ვიამაყო“ - რას წერს სალომე შარვაძე