Digest Logo

„გამარჯვების შემდეგ დასვენების დროა“ - ილია თოფურია მეუღლესთან ერთად მოგზაურობს

1752229398
 ილია თოფურია

ისტორიაში პირველად, UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა. ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მესამე ადგილიდან რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

ილია თოფურია და მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები რამდენიმე თვის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს.

ჯორჯინასთვის ეს პირველი შვილია, ილიას კი პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი.

ამჯერად ილია თოფურია სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, წყვილი ზაფხულის ცხელ დღეებს კუნძულ ბალიზე სასიამოვნოდ ატარებს.

„გამარჯვების შემდეგ დასვენების დროა“, - წერს ილია თოფურია. 

სოციალურ ქსელში მოგზაურობიდან კადრებს აქვეყნებს ჯორჯინაც: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კაი ბალღია, როგორც მამაჩემი იტყოდა“ - ნინი შერმადინი შვილის ფოტოს აქვეყნებს

⭕„მოტივაცია ააყენებს ადამიანს ფეხზე, ხოლო დისციპლინა შორს წაგიყვანს“ - ზაზა ფაჩულია წარმატების ფორმულაზე

🎥 ვინ არ უნდა მიიღოს დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არის კარგი დასვენება? - 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან