Digest Logo

„მოგიწევთ დრო დაუთმოთ ყოველდღიურ საქმეებსა და ოჯახის წევრების პრობლემებს“ - 15-21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1757957820
მიხეილ ცაგარელი

15–21 სექტემბრის კვირა განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს: 21 სექტემბერს ქალწულის ნიშანში მზის დაბნელებაა მოსალოდნელი, რომელიც მრავალ ზოდიაქოს ნიშანს ახალი შესაძლებლობებითა და გამოწვევებით მოევლინება

გთავაზობთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზს 👇

ვერძი ♈

მოზღვავებული ემოციები და არაორდინარული იდეები არავის მოახვიოთ თავს. კარგია ახალი საქმეების დაწყება. დადებითად განვითარდება ნათესავებთან ერთად წამოწყებული საქმე. მოგზაურობისას დადებითი ემოციებით აღივსებით.

კურო ♉

მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ. არ გაამწვავოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ახალი სასიყვარულო რომანი კი, დიდხანს ვერ გასტანს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, სიფრთხილე გამოიჩინეთ ქუჩაში მოძრაობისას და მოგზაურობისას.

ტყუპები ♊

თავი შეიკავეთ დიდი შენაძენებისგან და ეცადეთ შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა. დრო გამონახეთ იმისთვის, რომ გაერკვეთ სამომავლო მიზნებში. მოლაპარაკებები და შეხვედრები ცოტა გართულდება.

კირჩხიბი ♋

სამსახურის შემოთავაზებაზე არ თქვათ უარი. ფინანსური სტაბილურობის შესაცვლელად, აუცილებელია ცხოვრებისეული ცვლილებები. კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ ჯანმრთელობას და მოერიდებით შორეულ მოგზაურობას.

ლომი ♋

კარგი დროა ფინანსური ოპერაციებისა და ხელშეკრულებების დასადებად, მოგზაურობისათვის, ცოდნის გასაღრმავებლად. არსებობს ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობაც, რომელიც თქვენს ცხოვრებას რომანტიკულობას შემატებს.

ქალწული ♍

შესაძლოა, სასიყვარულო პარტნიორზე დამოკიდებული გახდეთ არა მარტო სულიერად, არამედ ფინანსურადაც. რთულ სიტუაციებში მოერიდეთ ემოციურობას და დახმარება სთხოვეთ გამოცდილ ადამიანებს. ყურადღება გამოიჩინეთ საბუთებთან.

სასწორი ♎

ახალი კავშირები ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღებას. ოჯახის წევრებისაგან მიღებული რჩევები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გაიზრდება მომხიბვლელობა, რაც საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის.

მორიელი ♏

სჯობს, გადაწყვეტილებები და პირველი ნაბიჯები ახლისკენ მოგვიანებით გადადგათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან არ იყოთ აგრესიული.

მშვილდოსანი ♐

გაგიადვილდებათ სწრაფად და მიზანმიმართულად მოქმედება და სასურველი შედეგების მიღება. იმპულსურ გადაწყვეტილებებს, სჯობს ერიდოთ. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ და საბუთები, სანამ ხელს მოაწერთ, კარგად გადაამოწმეთ.

თხის რქა ♑

მოგიწევთ დრო დაუთმოთ ყოველდღიურ საქმეებსა და ოჯახის წევრების პრობლემებს. პირად და საოჯახო საქმეებში, ახლობლების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. დამოუკიდებლად იმოქმედეთ. შვებას მოგიტანთ ბუნებაში გასეირნება და საყვარელ ადამიანთან მშვიდი ურთიერთობა.

მერწყული ♒

არაფერი შეცვალოთ, რადგან ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. სამსახურებრივ საქმეებში გაუგებრობებს, ადვილად მოაგვარებთ. სასიყვარულო სფეროში გაითვალისწინეთ ყველა დეტალი. მიღებული ინფორმაცია კი, აუცილებლად გადაამოწმეთ.

თევზები ♓

გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრა, რის გამოც გეგმები შეიცვლება. სამაგიეროდ, გაგიადვილდებათ ახლის შესწავლა, ინფორმაციის მიღება, ახალი კავშირების დამყარება და ურთიერთობა. კარგი დროა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ თავხედები ბავშვები“ - როგორ იხსენებენ პირველ კლასს და სკოლის პერიოდს ბესო ჩუბინიძე და ბორის ბედია?

🎥 „დახვეწილი და გემოვნებიანი დედასავით“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად პოზირებს

🎥 კლასელების შეხვედრა 50 წლის შემდეგ - დაბრუნება სკოლაში, იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო

წყარო: tbiliselebi.ge