Digest Logo

„მოსალოდნელია ავარიები, უბედური შემთხვევები, გაჟონვა, აფეთქებები...“ - ივლისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები ნინა ხომერიკისგან

1782741513
ნინა ხომერიკი

ივნისის ბოლო და ივლისის პირველი ნახევარი ასტროლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პერიოდად მიიჩნევა. ამ დროს ერთმანეთს ემთხვევა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანზიტი, მარსისა და ურანის შეერთება, მერკურის რეტროგრადი, სავსემთვარეობა თხის რქაში და იუპიტერის გადასვლა ლომის ნიშანში.

ამ მოვლენებს ასტროლოგები უკავშირებენ მოულოდნელ ცვლილებებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადახედვას, ემოციურ ფონსა და ახალი შესაძლებლობების გააქტიურებას, რის გამოც მომდევნო კვირები განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს.

ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე დეტალურად სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი საუბრობს:

„ივნისის ბოლო და ივლისი ტრანზიტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და აქტიური პერიოდია, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის თანხვედრა ხდება, პირველი მნიშვნელოვანი ტრანზიტი დაიწყება 29 ივნისიდან მარსისა და ურანის შეერთება, სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, ა.წ. თებერვალში მე უკვე დავწერე სტატუსი მაშინ, როდესაც ჩვენ გავდიოდით პირველი დაბნელების კორიდორს, რასაც დაემთხვა 3 -იდან - 27 თებერვლის ჩათვლით მარსისა და ურანის ზუსტი კვადრატი, ახლა კი უნდა გავიაროთ მათი ზუსტი შეერთება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც ზუსტ ათვლას აიღებს 4 ივლისიდან.

ურანი, ეს არის მოულოდნელი ცვლილებების, თავისუფლების, რევოლუციური აზროვნების მომტანი პლანეტა, მარსი გულისხმობს მოქმედებას, სურვილს, ბრძოლას, იმპულსს, ხოლო ტყუპები აზროვნებას, კომუნიკაციას, ინფორმაციასა და ტექნოლოგიებს.

მათი შეერთება მიუთითებს: გეგმების სწრაფ ცვლილებებს, ახალი იდეების მოულოდნელ გაჩენას, ტექნოლოგიურ, საინფორმაციო ან კომუნიკაციურ სფეროში აქტივობას და ადამიანებში წარმოქმნის სურვილს გათავისუფლდნენ ძველი შეზღუდვებიდან.

ეს ტრანზიტი აქტიურია 14 ივლისის ჩათვლით და ამ პერიოდმა, შესაძლებელია მოიტანოს: პირდაპირი ცხარე საუბრები, მწვავე დებატები, კონფლიქტები, სიტყვებით „ბრძოლა“ და ინფორმაციის სწრაფი გავრცელება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ასპექტი, რომელიც წარმოქმნის გიჟურ და არაადეკვატურ იდეებს, დიდ კონფლიქტებს, იმპულსურობას, მოუთმენლობას, იმედგაცრუებას, ამ პერიოდში მოიმატებს ტრავმები, ავარიები.

განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს მათზე, ვისაც პირად რუკაში აქტიური აქვს ტყუპების, მშვილდოსნის, თევზებისა და ქალწულის საწყისი გრადუსები, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან ამ შეერთებებს მოაქვს ენერგიების, გარკვეული სცენებისა და სიტუაციების სწრაფი გამოვლინება.

როგორც უკვე აღვნიშნე, მარსისა და ურანის ზუსტი შეერთების თარიღია 4 ივლისი, აუცილებლად დაიცავით მოძრაობის წესები, ყურადღება მიაქციეთ ელექტრონულ გაყვანილობებს, არ დაგრჩეთ ჩართული ბუნებრივი აირი, რადგან მოსალოდნელია ავარიები, უბედური შემთხვევები, გაჟონვა, აფეთქებები და ა.შ. ამ პერიოდში მაქსიმალურად ერიდეთ გეგმურ ოპერაციებს!

• მეორე მნიშვნელოვანი ტრანზიტი უკავშირდება მერკურის რეტროგრაგს, რომელიც დაიწყება 30 ივნისიდან და აქტიური იქნება 23 ივლისის ჩათვლით. ეს პერიოდი უკავშირდება გადახედვის, დაბრუნებისა და გადამოწმების პერიოდს. მერკური მართავს აზროვნებას, კომუნიკაციას, ინფორმაციას, დოკუმენტებს, გადაადგილებასა და ტექნიკას, ამიტომ ეს თემები მეტ ყურადღებას საჭიროებს.

კომუნიკაციების ნაწილში: შეიძლება გაჩნდეს გაუგებრობები, არასწორად გაგებული სიტყვები, შესაძლებელია დაუბრუნდეთ ძველ საუბრებს და ადამიანებს, შეცვალოთ და გადახედოთ ძველ კონტრაქტებს, სასურველია ყურადღებით წაიკითხოთ ხელშეკრულებები, წერილები, პირობები, შეიძლება დაგჭირდეთ ძველი საქმის დასრულება ან გამოსწორება. ასტროლოგიურად მერკურის რეტროგრადი უკავშირდება ტექნიკურ შეფერხებებს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მსხვილი შენაძენების გაკეთება.

კარგი პერიოდია: ძველი გეგმების დასაკორექტირებლად, დაუმთავრებელი საქმეების დასასრულებლად, დაუბრუნდეთ სწავლას და გაერკვეთ საკუთარ აზრებში. გამოიჩინეთ სიფრთხილე: იმპულსური გადაწყვეტილებების, დაუფიქრებელი ხელმოწერების და მნიშვნელოვანი შეთანხმებების დაჩქარების ნაწილში, ასეთ პერიოდში არ არის რეკომენდებული გეგმური ოპერაციული ჩარევების დაგეგმვა. 

• მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება სავსემთვარეობას თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. ეს პერიოდი უკავშირდება შედეგების დანახვას, პასუხისმგებლობას, მიზნებს, კარიერას და ცხოვრების სტრუქტურის გადახედვას. სავსემთვარეობა ზოგადად ითვლება პერიოდად, როცა რაღაცები სრულდება, იკვეთება ან ემოციურად ძლიერდება.

კარიერულ და მიზნების ნაწილში თხის რქის ენერგია აძლიერებს: პროფესიულ საკითხებს, სტატუსს და ავტორიტეტს, გრძელვადიან გეგმებს, გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომავალს ეხება. გამოკვეთავს: სად მიდიხართ კარიერულად. რა უნდა შეიცვალოს, რომ თქვენი განვითარება იყოს უფრო სტაბილური, რა სახის პასუხისმგებლობებისგან და ზედმეტი ტვირთისგან უნდა გათავისუფლდეთ, სწორად როგორ უნდა მართოთ საკუთარი დრო და ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია გადახედოთ: ხარჯებს, ფინანსურ გეგმებს და შეიქმნათ გრძელვადიანი უსაფრთხო გარემო.

• მეოთხე, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტი უკავშირდება 30 ივნისს, ამ დღეს, მზის სისტემის ყველაზე გულუხვი პლანეტა იუპიტერი იცვლის ნიშანს და 2027 წლის 26 ივლისამდე გადადის ცეცხლოვან და ამბიციურ ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ამ პლანეტის ტრანზიტი გვაჩვენებს თითოეული ნიშნის წარმატების სფეროს და მიმართულებას.

იუპიტერი ეს არის მასშტაბი, გაფართოება, შესაძლებლობა გამოავლინოთ საკუთარი თავი და მიაღწიოთ გამარჯვებას იმ სფეროში, რომელშიც ეს გამარჯვების მომტანი პლანეტა ტრანზიტულად იმოძრავებს. თავად ნიშანი ლომი გულისხმობს, ყველაფერ საინტერესოს და რაც სცენაზეა, ის ოქროა და მაქსიმალური შესაძლებლობის მომცემია, ის არის ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ყველაფერი, რაც ლამაზია და იპყრობს ყურადღებას. ამ ტრანზიტის პერიოდში, ძალიან განვითარდება საიუველირო ინდუსტრია, მასთან დაკავშირებული ბიზნესი და მოსალოდნელია ოქროზე ფასის მატებაც, ასევე გაძლიერდება სცენის კულტი, მეტ აქტუალურობას შეიძენს პირადი ბლოგები, თუმცა უარყოფითი ასპექტი პლანეტა პლუტონთან, ასევე მოიტანს ბევრი ცნობადი სახის წასვლას სცენიდან, საინფორმაციო ან ინტერნეტსივრციდან, ბევრი მედია სახე დაკარგავს აქტუალურობას და მათ ჩაანაცვლებენ ახალი სახეები.

მუნდანურ ასტროლოგიაში, სახელმწიფოთა ჰოროსკოპებში, მე-5-ე სახლი გულისხმობს ბავშვების სექტორს, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა მომავალი თაობის აღზრდას, მათ განვითარებას, ცოდნის მიღებას და ზოგადად შეიცვლება განათლების სისტემა, მეტი აქცენტები გაკეთდება მათ შემოქმედებითი უნარების, ინდივიდუალიზმის და თვითრეალიზაციის მიმართულებით განვითარებაზე.

ლომის სექტორი მართავს ხელოვნებას, კინოინდუსტრიას, სადაც ასევე მთელი წლის განმავლობაში მოსალოდნელია პოზიტიური წინსვლები. გარდა ამისა, ლომი აგრეთვე ასოცირდება მმართველებთან, გავლენიან პიროვნებებთან, პოლიტიკოსებთან, მათ ამბიციებთან და მთელი წლის განმავლობაში ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია მოვლენათა ფართო სპექტრის განვითარება, მაგალითად: მოსალოდნელია ხმაურიანი და მასშტაბური სკანდალების გამოაშკარავება, განსაკუთრებით ა.წ. 20 ივლისის (+/-) რამდენიმე დღე და ნოემბრის ბოლო რიცხვების პერიოდში, ასეთ დროს ბევრი ცნობილი სახე დატოვებს დაკავებულ თანამდებობას და მიღებულ იქნება ისეთი პოლოტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც საფუძვლად დაედება ზოგიერთი სახელმწიფო მმართველის პირადი „ეგო“.

ასეთ პერიოდში, ასპერეზზე გამოჩნდებიან ახალი, ქარიზმატული ლიდერები, ვისი სიტყვებიც, იდეებიც და განცხადებებიც გააერთიანებს საზოგადოებას, ასევე დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი მსხვილ ეკონომიურ და პოლიტიკურ ალიანსებშიც.

იუპიტერი ლომში ასოცირდება ფუფუნებასთან, თუმცა, ვინაიდან ის იდგება უარყოფით ასპექტში პლანეტა პლუტონთან, ეს სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაზე მეტყველებს, აგრეთვე მიუთითებს იმაზე, რომ მდიდრული ცხოვრების წესის დემონსტრირებამ, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და საერთო ჯამში ჩაითვლება ცუდ ტონად. იუპიტერის ტრანზიტი ლომში ყველაზე დატოვებს საკუთარ ანარეკლს, მოიტანს ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და ბედნიერ შანსებს.

გასულ წლებში, იუპიტერი ლომის ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა 2014 წლის ივლისიდან - 2015 წლის აგვისტომდე, უფრო ადრე კი 2002 წლის აგვისტოდან - 2003 აგვისტომდე, ანუ ყოველ 12 წელიწადში ერთხელ, შეგიძლიათ გაიხსენოთ ცხოვრების რომელ სფეროში, რა სახის ბონუსები და შანსები მოგიტანათ ამ ტრანზიტმა წარსულში. იუპიტერი ლომში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და შთამაგონებელი ტრანზიტია, ეს სულის სიდიადის და კეთილშობილების გამოვლენის დროა. ლომის ზოდიაქოს ნიშანი გვახსენებს, რომ ადამიანი ამ სამყაროს მოევლინა არა გადარჩენისთვის, არამედ განვითარებისთვის, სიყვარულისთვის, სილამაზის შექმნისთვის, სიამოვნებისთვის, ამიტომ, ამ ტრანზიტის პერიოდში ადამიანები ხშირად უსმენენ საკუთარი გულის ხმას, სჩადიან ღირსეულ, კეთილშობილურ საქციელებს, მფარველობენ სუსტ ინდივიდებს, ეხმარებიან მათ ვისაც ეს სჭირდება, ავლენენ დიდსულოვნებას, ვითარდებიან შემოქმედებითად და ქმნიან რაღაცებს, თუმცა ნებისმიერ პლანეტას აქვს ბნელი მხარე, რაც იუპიტერის შემთხვევაში არაა რთული სულის სიდიადისა და საკუთარი თავის სიდიადის ერთმანეთში აღრევა, იქ სადაც კეთილშობილებაა გამოვლენილი, შეიძლება გამოვლინდეს ამპარტავნებაც და სადაც საკუთარი თავის რწმენაა, შეიძლება გამოვლინდეს თავდაჯერებულობაც.

იუპიტერი ზრდის ყველაფრის მასშტაბს, ამიტომ მას შეუძლია გაზარდოს არა მხოლოდ ადამიანის კეთილშობილური და დადებითი თვისებები, არამედ მისი „ეგო“, სიამაყე და ასეთი ტრანზიტის დროს ადამიანებს ზომაზე მეტად სჭირდებათ აპლოდისმენტები, აღტაცება და მათი არსებობის მნიშვნელობის აღიარება. შესაძლოა გაჩნდეს ცდუნება, იცხოვრო არა მნიშვნელობისთვის, არამედ ყურადღებისთვის და გარეგანი რეაქციისთვის. კიდევ ერთი ბნელი მხარე, რომელიც იუპიტერის ტრანზიტს ლომში ახასიათებს, არის საკუთარი განსაკუთრებულობის რწმენა, როდესაც ადამიანს სჯერა, რომ მისი წესები უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვების, ზუსტად ამ თვისებების გამო, ამ ტრანზიტს შეუძლია მოუტანოს სამყაროს, როგორც გამოჩენილი ლიდერები, ასევე ძალუძს შექმნას პიროვნული კულტიც.

ლომის მმართველი პლანეტაა მზე, ამიტომ ნამდვილი ლომი ნათელს ჰფენს როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს, ხოლო მისი ცრუ მხარე თხოულობს, რომ სხვა ადამიანებმა შემოუტანონ სინათლე, ამიტომ ამ ტრანზიტის მთავარი გამოცდა მდგომარეობს იმაში, რომ ისწავლო განასხვავო შენი ნამდვილი შინაგანი ღირებულებები, ლიდერობისა და ყურადღების მიქცევის საჭიროებისაგან, რადგან ღირსება მშვიდია, თავდაჯერებულია, ხოლო „ეგო“ მოითხოვს მტკიცებულებებს.

ამ ტრანზიტის მთავარი გზავნილი მდგომარეობს, საკუთარი შესაძლებლობების ზრდაში, არჩევანის არსებობაში, სასიკეთოდ დალაგებულ გარემოებებში და გვაჩვენებს ცხოვრების, რომელ სფეროში ელოდება წარმატება წლის განმავლობაში გულუხვი იუპიტერისგან თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს“, - წერს ნინა ხომერიკი. 

ასევე დაგაინტერესეთ:

⭕„საუკეთესო ქმარი მსოფლიოში“ - კოტე სულამანიძის სიურპრიზი მეუღლეს და ახალშობილ შვილს

⭕„აიღეთ სამაჯური, რამდენიმე წუთით მშვიდად დაჯექით, ღრმად ისუნთქეთ და ჩამოაყალიბეთ მკაფიო სურვილი“ - ასტროლოგის რჩევები 30 ივნისის ე.წ. მარწყვის სავსემთვარეობაზე

🎥 „სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება“ - თუ მგზავრობის დროს ბავშვი ცუდად ხდება, ეს უნდა იცოდეთ!