რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შეეცადეთ, ძველ წყენა დაივიწყოთ და აპატიოთ. სავარაუდოდ, მარტოხელა ვერძები ყურადღების ცენტრში მოხვდებიან. საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში უფროსი ნათესავები დაგეხმარებიან, თუმცა ვარსკვლავები მაინც საკუთარი ძალების იმედად ყოფნას გირჩევენ.
მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები თქვენს სასარგებლოდ დასრულდება, თუმცა შესაძლოა, დიდი თანხის სესხება დაგჭირდეთ. ახალ საქმეებს თამამად შეეჭიდეთ — ვარსკვლავების კეთილგანწყობა წარმატებაში დაგეხმარებათ. ხშირად ინტუიცია იმ საკითხების გადაჭრის გზას დაგანახვებთ, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობდით. თქვენი ნაბიჯები თავიდან გარშემო მყოფებს გააოცებს, თუმცა მოგვიანებით თქვენს სიმართლეს ყველა აღიარებს.
კურო
ბოლო დროს საყვარელი ადამიანი თავისი მოქმედებებით ძალიან გაღიზიანებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ უნაკლო არც თქვენ ხართ. გარშემომყოფების მიმართ გულუხვობა გამოიჩინეთ და მთელი თვის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზებს მიიღებთ. მოსალოდნელია ხელფასის მომატება, თუმცა იმისთვისაც მოემზადეთ, რომ ვალდებულებებიც საგრძნობლად მოგემატებათ.
ბიზნესმენებს წინააღმდეგობის გადალახვაში რაციონალური მიდგომა და მოთმინება დაეხმარება.
სატურნის აქტიურობის გამო მოსალოდნელია არტერიული წნევის ცვალებადობა, ამიტომ დიდ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას მოერიდეთ.
ტყუპები
ბუნდოვან გაურკვევლობას მწარე სიმართლე სჯობს, ამიტომ პარტნიორთან გულწრფელად ისაუბრეთ, თუნდაც საუბარი უსიამოვნო იყოს. დღის მეორე ნახევარი საკუთარ თავს დაუთმეთ - სილამაზის სალონში წადით ან უბრალოდ პარკში გაისეირნეთ.
ბუნებამ დიდი შემოქმედებითი პოტენციალით და ფანტაზიით დაგაჯილდოვათ — ხელს ნუ მოჰკიდებთ ისეთ საქმეს, რომელიც ამ ნიჭის შეზღუდვას მოითხოვს. ფულთან დაკავშირებულ წვრილმანებში ყურადღებით იყავით.
მალე თქვენი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მანამდე კი ვარსკვლავები გირჩევენ, ენერგია უსარგებლო საქმეში არ დახარჯოთ.
კირჩხიბი
ვენერას მომატებული აქტიურობა უჩვეულო საქციელისკენ გიბიძგებთ — შესაძლოა, ძველი სიყვარული გაიხსენოთ და მისი დაბრუნება სცადოთ. მეგობრებთან ურთიერთობა დადებითი ენერგიით აგავსებთ. ყური დაუგდეთ იმ ადამიანების რჩევებს, ვისაც უპირობოდ ენდობით.
ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას თავშეკავება გამოიჩინეთ - ნაჩქარევ დაპირებებს ნუ გასცემთ და უკვე აღებულ ვალდებულებებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. კოლეგების პასიურობამ შესაძლოა ძალიან გაგაღიზიანოთ, თუმცა დაპირისპირებას უნდა მოერიდოთ.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - თუ რამე გაწუხებთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ.
ლომი
ზოგჯერ ამა თუ იმ საკითხზე შეხედულებების შეცვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ემოციურობა, რომელსაც გულგრილობის ნიღბის ქვეშ მალავთ, გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით. გახსოვდეთ, რომ უფროსი ნათესავების რჩევები ყოველთვის სასარგებლო არ არის, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებშიც ნაკლებად ერკვევიან.
სანამ მორიგი იდეის განხორციელებას დაიწყებთ, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ და თუ საჭიროა, გამოცდილ ადამიანსაც გაესაუბროთ.
არომათერაპია ფულის მიზიდვაში დაგეხმარებათ. დაკავდით ვარჯიშით, ოღონდ არ გადაიღალოთ. ეს დღე ხელსაყრელია რელაქსაციის, მასაჟისა და საუნისთვის.
ქალწული
მგზავრობის ან მოგზაურობის დროს შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. გამორიცხული არ არის, რომ ეს ნაცნობობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ნათესავების რჩევებს ნუ მოუსმენთ — ამ დღეს სხვისი კარნახით მოქმედება მხოლოდ ზიანს მოგიტანთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საპასუხისმგებლო პროექტები არ დაიწყოთ და მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერისას სიფრთხილე გამოიჩინოთ. ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ბევრ ინფორმაციას ფლობს - შესაძლოა, მისგან რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც მომავალში ძალიან გამოგადგებათ.
ჯანმრთელობის მხრივ არც ისე სახარბიელო დღეა - სატურნის და მარსის დაპირისპირება ენერგიას გამოგაცლით, რამაც შესაძლოა მოთენთილობა და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
სასწორი
ამ დღეს მოსალოდნელია ამაღელვებელი ნაცნობობა ან ძველი გრძნობების გახსენება. იყავით თავდაჯერებული და საკუთარი თავის წარმოჩენა ნუ მოგერიდებათ. თუ გეჩვენებათ, რომ გრძნობები განელდა, ნერვიულობის ნაცვლად, ყურადღება საყვარელ საქმიანობაზე გადაიტანეთ.
ამ დღეს გადაუდებელი საქმეების მოგვარება მოგიწევთ, თუმცა თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, ყველაფერს მოასწრებთ. მალე გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ თუ ვალის აღება არ გსურთ, დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა მოძებნოთ.
კარგი დროა სტომატოლოგთან ვიზიტისა და პროფილაქტიკური შემოწმებისთვის.
მორიელი
საუკეთესო დროა ახალი ნაცნობობისა და მსუბუქი ფლირტისთვის, თუმცა სერიოზული ურთიერთობის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა. ვარსკვლავები დაოჯახებულ მორიელებს ურჩევენ, რომ მეუღლესთან ერთად მეტი დრო გაატარონ. სადმე წასვლა სულაც არაა საჭირო — სახლში სიმყუდროვეც საკმარისია.
კარიერაში ახალი პერსპექტივები გაჩნდება. ეცადეთ, ბედისწერის ნიშნები დაინახოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ხელმძღვანელებმა და ბიზნესის მფლობელებმა თანამშრომლებს შორის ურთიერთობებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ — კონფლიქტებმა შესაძლოა ზედმეტი ხარჯები და დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ემოციებს ნუ აჰყვებით - ეს მხოლოდ გავნებთ.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „გალობის აღდგენა ეკლესიაში უკავშირდება ჩვენს პატრიარქს...“ - სვიმონ ჯანგულაშვილი