„რა გელოდება შემოდგომაზე, იპოვე შენი დაბადების თარიღი და ინფორმაცია აღწერაში წაიკითხეთ“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოსა და პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი გვიზიარებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„1️⃣ დიდი ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები
ამ შემოდგომაზე თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი შემოთავაზება, სასიამოვნო სიახლე ან გადაწყვეტილება, რომელიც წარმატებისკენ წაგიყვანთ. არ შეუშინდეთ ცვლილებებს — იღბალი თქვენს მხარესაა.
2️⃣ სიყვარული და ურთიერთობების დალაგება
თქვენ გელოდებათ ემოციური და თბილი შემოდგომა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, ურთიერთობის გაღრმავება ან შერიგება. ვიღაც შესაძლოა გულწრფელად გამოგიტყდეთ საკუთარ გრძნობებში.
3️⃣ ფინანსური წინსვლა და სურვილის ასრულება
თქვენთვის შემოდგომა ფულად შესაძლებლობებს მოიტანს. მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა, ახალი საქმე ან სასიამოვნო საჩუქარი. ის სურვილი, რომელზედაც დიდი ხანია ფიქრობთ, შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში აგისრულდეთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ყაბარდო-ბალყარეთში 11 ალპინისტი დაიღუპა
⭕„კოცნით და შეხებით აი ვირუსი (HIV) არ გადადის...“ - ლევან შელეგია მითების შესახებ