ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს გვიზიარებს, სადაც წერს, რომ ვენერა ლომის ენერგიაში გადავიდა და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს.
და აი, ვენერა ლომის ენერგიაში გადავიდა…
მომდევნო დღეებში სამყარო თითქოს გიბიძგებს, რომ საკუთარი თავი აღარ „დააპატარავო.” თუ ბოლო პერიოდში ჩრდილში იდექი, ახლა შინაგანი ცეცხლი ნელ-ნელა გაიღვიძებს. გაჩნდება სურვილი, შეცვალო სტილი, გამოხატო გრძნობები, დაიწყო ის, რასაც აქამდე მხოლოდ ფიქრობდი.
ვენერა ლომში გვახსენებს: სიყვარული არ უნდა იმალებოდეს.. ნიჭი არ უნდა ჩუმდებოდეს და ადამიანი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ საკუთარი სინათლის ეშინოდეს!
ამ პერიოდში ბევრს ელოდება: მოულოდნელი სიყვარული, რომანტიკული ნაცნობობა, შემოქმედებითი შთაგონება, იმიჯის განახლება, საკუთარი ღირებულების გაცნობიერება და ა.შ..
მაგრამ ფრთხილადაც უნდა იყოთ… ლომის ჩრდილოვანი მხარეა: ზედმეტი სიამაყე, სხვისი ყურადღების მუდმივი მოთხოვნა, კრიტიკის მტკივნეულად მიღება, ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებები..
ამიტომ გახსოვდეს: ნამდვილი ბრწყინვალება მაშინ იწყება, როდესაც საკუთარ ფასს სხვისი აღიარების გარეშე გრძნობ. რაც შეეხება ამ მოცემულობას, ვენერა 8 ივლისამდე იქნება ლომში და დაგვეხმარება, რომ უფრო თამამად შევიყვაროთ, შევქმნათ, ვიოცნებოთ და საკუთარი თავი სამყაროს ვაჩვენოთ..
შენ ბრილიანტი ხარ! და ბრილიანტს სხვისი სინათლე არ სჭირდება რომ აციმციმდეს, ის თავად ბრწყინავს..“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ცნობილია, ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა