Digest Logo

ცნობილია, ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

1781547787
ილია თოფურია

UFC-ის ქართველი მებრძოლის,  ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოცემა La Gazzetta Georgia ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„კარგი ამბავი ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგად არის - ის ისვენებს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.

UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.

თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება დღის ბოლო, მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.

ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა შეიცვალა UFC-ში ილია თოფურიას მარცხით?

⭕„თითქმის დაკარგული ჰქონდა მხედველობა, ექიმი მოითხოვდა ბრძოლის შეჩერებას, მაგრამ მან ბოლომდე იბრძოლა, ჩვენ შენი გვჯერა, ჩემპიონო!“ - ბაბი კირკიტაძე

🎥 „21 ივნისის მზებუდობა არის განსაკუთრებული, რასაც კი ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ“ - ასტროლოგი ნინა სუსლოვას რჩევები!