Digest Logo

მზე ლომის ნიშანში გადავიდა და ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს წლის ყველაზე ბედნიერ პერიოდს ჰპირდება

1784880317
ასტროლგოია

მზე ლომის ნიშანში გადავიდა. ეს წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური პერიოდია. იგი თავის ყველაზე ძლიერ პოზიციაში თვეზე მეტხანს დარჩება. დადებით გავლენას კი ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე მეტად იგრძნობენ.

რას ნიშნავს მზის გადასვლა ლომის ნიშანში:

ასტროლოგების თქმით, მზე ჩვენს შინაგან "მე"-ს, ცნობიერებას, მსოფლმხედველობას, სიცოცხლისუნარიანობას, ენერგიას, ჯანმრთელობას, ინდივიდუალობას, ტემპერამენტს, თვითრეალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარს გამოხატავს.

ლომის ნიშანში გადასვლის შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში მოქმედებების ხასიათი შესაძლოა, შეიცვალოს. ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ, პირადი ჰოროსკოპის რომელ სექტორში აღმოჩნდება მზე. ეს სფერო უახლოეს მომავალში შესაძლოა, წინა პლანზე გადავიდეს. 

ლომის ნიშანში მზე 2026 წლის 23 აგვისტომდე დარჩება.

ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე დიდ მხარდაჭერას?

მზის ყველაზე ხელსაყრელ გავლენას ლომის ნიშანში ზოდიაქოს შემდეგი ნიშნების წარმომადგენლები იგრძნობენ:

⏺  ვერძი

⏺  ლომი

⏺  მშვილდოსანი

⏺  ტყუპები

⏺  სასწორი

სწორედ მათთვის შეიძლება, გახდეს ეს პერიოდი ახალი შესაძლებლობების, აქტიურობისა და მნიშვნელოვანი გეგმების წარმატებით განხორციელების ეტაპი.

ამავდროულად, მზის გავლენის მიმართ ასტროლოგები მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევენ:

⏺  მერწყულებს

⏺  კუროებს

⏺  მორიელებს.

ცხოვრების რომელი სფეროები შეიძლება წამოვიდეს წინა პლანზე?

22 ივლისიდან 23 აგვისტომდე პერიოდში შესაძლოა, ახალ ეტაპზე გადავიდეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება:

⏺  ჯანმრთელობას

⏺  შვილებს

⏺  რომანტიკულ ურთიერთობებს

⏺  შემოქმედებას

⏺  აუდიტორიის წინაშე გამოსვლებს

⏺  კონცერტებს, შოუებსა და სპექტაკლებს

⏺  აზარტულ და გასართობ თამაშებს

⏺  პრესტიჟულ თანამდებობებს.

გარდა ამისა, ეს არის შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და საკუთარი ტალანტების გამოვლენის დრო.

ვისთვის იქნება ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული?

ასტროლოგების თქმით, მზე ლომის ნიშანში ხელსაყრელ პირობებს ქმნის იმ პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობაც საჯაროობასთან, შემოქმედებასა და ლიდერობასთან არის დაკავშირებული.

პირველ რიგში ეს ეხება:

⏺  პედაგოგებს

⏺  სპორტსმენებს

⏺  ხელოვნების მოღვაწეებს

⏺  ხელმძღვანელებს

⏺  სხვადასხვა სფეროს ლიდერებს.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს პერიოდი თვითრეალიზაციისთვის, საკუთარი ნიჭის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საერთო მიმართულება, ადამიანის შინაგანი სამყაროსა და თვითშემეცნებას ემსახურება“ - რას ნიშნავს ეზოტერიკა

🎥 „ყველაზე დიდი სიახლე არის საქართველოში...“ - შორს და ახლოს ხედვის ახალი ეპოქა, შოთა თადუმაძე სრულყოფილ მხედველობაზე

„ჩაიცვით საყვარელი სამოსი, გაიკეთეთ ვარცხნილობა, მაკიაჟი...“ - თაკო მელიქიშვილი 24 ივლისის ასტროენერგიებზე

წყარო: www.beaumonde.ge