Digest Logo

🎥 „ყველაზე დიდი სიახლე არის საქართველოში...“ - შორს და ახლოს ხედვის ახალი ეპოქა, შოთა თადუმაძე სრულყოფილ მხედველობაზე

1784877593
შოთა თადუმაძე

🟡რა მეთოდები არსებობს იმისათვის, რომ შევძლოთ როგორც შორს, ასევე, ახლო მანძილზე დანახვა?

🟡რა არის „ციფრული მხედველობის სინდრომი“?

🟡 როგორ მოქმედებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება თვალის ქსოვილებზე?

🟡რა როლს ასრულებს კვება და მიკროელემენტები თვალის ჯანმრთელობაში?

🟡როგორ გავაკეთოთ არჩევანი სათვალესა და კონტაქტურ ლინზებს შორის?

🟡რას მივაქციოთ ყურადღება კოსმეტიკის შერჩევისა და ხმარების დროს?

🟡როგორ დავიცვათ თვალი ეკრანის მავნე ზემოქმედებისგან?

🟡აქვს თუ არა ასაკს მნიშვნელობა მხედველობის სრული კორექციის დროს? - აღნიშნულ საკითხებზე „კოტcast“-ში ოფთალმოქირურგმა შოთა თადუმაძემ ისაუბრა:

„რა საკვირველია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკა,  თუმცა არა ერთადერთი. 

არსებობს გარკვეული დაავადებები, რომლის დროსაც გენეტიკურ წინასწარ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგალითად მიოპიის დროს, გლავკომის დროს ანუ, არსებობს წინასწარ განწყობა, რა დროსაც ჩვენ, თუკი ჩვენ წინაპარს აქვს დიაგნოზი, ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც არ გამოგვეპაროს თვალთახედვიდან, თუმცა გენეტიკა ეს არ არის ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რა გარემოში ვართ, ასაკს, საკვებს, ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს, რამდენად არის ჩვენი ცხოვრება დაკავშირებული ეკრანთან და აი,  ასეთ ფაქტორებს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალში მხედველობის სხვადასხვა დარღვევებთან და სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

ძალიან დიდი სპექტრი არის აი, იმ საშუალებებისა, რომელიც გამოიყენება მხედველობის სიმახვილის კორექციის კუთხით, თუმცა დღეს ეს კიდევ უფრო გაზრდილია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული საშუალება არის მაქსიმალურად მიმართული უსაფრთხოებისკენ.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მხედველობის კორექციაზე, იქ ძირითადად საუბარი გვაქვს ჯანმრთელი ადამიანის, არა დაავადებული ადამიანის მკურნალობისკენ, არამედ მისი კომფორტის შექმნისკენ, ხომ? როგორც ესთეტიკურ მედიცინაში. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელ ადამიანებზე, შესაბამისად როდესაც ჯანმრთელ ადამიანს უტარდება რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა, იქ ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა და ფაქტორი არის უსაფრთხოება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ნუ ვერც მოვკიდებთ ხელს, ვერც გავრისკავთ იქ ჩარევას. ძირითადად კორექციის მიმართულება იყოფა ორ ტიპად, თავისი პრინციპის გათვალისწინებით.

ერთი მიმართულება ეს არის ლაზერული კორექციის მიმართულება, რომელიც არის ხშირი დიდი ხანია გვესმის თან ლაზერული შემთხვევაში, ოქროს სტანდარტი, თუმცა არის მეორე მიმართულება, რომელიც უკვე ასე ვთქვათ, მიზნად ისახავს არა თვალის გარეთა ნაწილის ქოვანის ფორმის შეცვლას, არამედ ლინზის თვალის შიგნით არსებული ბროლის გამოცვლას და მის ნაცვლად სხვადასხვა ტიპის ბროლის იმპლანტაციას. 

დღევანდელ დღეს დახვეწილია როგორც იმპლანტები ბროლის და იძლევა სხვადასხვა ფუნქციურ შესაძლებლობებს, ასევე დახვეწილია ლაზერული კორექციის მიმართულება, რომელიც ადრე თუ იყო დავუშვათ მხოლოდ მიოპიისთვის ან ასტიგმატიზმის საკორექციოდ, დღეს უკვე შესაძლებელია ჰიპერმეტროპიის კორექცია.

უკვე შესაძლებელი არის, რაც ალბათ ყველაზე დიდი სიახლე არის სხვათა შორის საქართველოში, იმიტომ რომ ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ კლინიკაში კეთდება ეს პროცედურა, ასაკობრივი შორსმხედველობის ანუ პლუსის საკითხავი სათვალის მოხსნა ლაზერული კორექციის მიმართულებით“, - ამბობს შოთა თადუმაძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩაიცვით საყვარელი სამოსი, გაიკეთეთ ვარცხნილობა, მაკიაჟი...“ - თაკო მელიქიშვილი 24 ივლისის ასტროენერგიებზე

„სამყარო მხატვრული სახეა და სიცოცხლე მისი დანახვის, შეცნობისა და გამოხატვის დრო და ადგილია“ - გია მურღულია

„შეიძლება ნეგატიური ეფექტი იქონიოს სპერმის ხარისხზე...“ - ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს!