Digest Logo

მოხარშული ვაშლი, ნიორი და სტაფილო - 7 პროდუქტი საკვების ჯანსაღი მონელებისთვის

1771256885
საკვებისაკვები

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც 7 პროდუქტი დაასახელა, რომელიც საკვების ჯანსაღ მონელებაში დაგეხმარებათ:

„🌿 7 პროდუქტი მონელებისა და ენერგიისთვის:

ჯანსაღი მონელება თქვენი განწყობისა და ენერგიის საფუძველია.

🥣 ნატურალური იოგურტი – ცოცხალი პრობიოტიკები ნაწლავის მიკრობიომისთვის.

🍌 დამწიფებული ბანანი – პექტინი, რომელიც კვებავს „კარგ“ ბაქტერიებს.

🥕 მოხარშული სტაფილო – რბილი ბოჭკოები ნაწლავების დასამშვიდებლად.

🫐 მოცვი – ანტიოქსიდანტები, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს.

🌾 შვრიის ფაფა – ბეტა-გლუკანი მიკრობიომის კვებისა და რეგულარობისთვის.

🧄 მოხარშული ნიორი – ბუნებრივი პრებიოტიკი იმუნიტეტისთვის.

🍎 მოხარშული ვაშლი – პექტინის საუკეთესო წყარო შებერილობის წინააღმდეგ.

💡 პატარა რჩევა: დაიწყეთ დილა თბილი ლიმონიანი წყლით ეს ნივთიერებათა ცვლის საუკეთესო „გამღვიძებელია“.

⚠️ გაითვალისწინეთ: მოცემული რჩევები სარეკომენდაციო ხასიათისაა. რაიმე სამედიცინო ჩივილის შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს შეერთება დაახლოებით 36–38 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ამ გრადუსზე მათი შეხვედრა ისტორიაში არ ფიქსირდება“ - რას წერს თამარ ხოსროშვილი

„აანთეთ სანთელი, ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ ფურცელზე ის, რაც გსურთ განახორციელოთ ამ წელს...“ - რა გველოდება 17 თებერვალს? 

ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები - როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის