🌑 მზის ნულოვანი დღეები: ხიდი წარსულსა და მომავალს შორის.
16-იდან 20 მარტამდე ჩვენ განსაკუთრებულ, „დროის მიღმა“ არსებულ პერიოდს გავდივართ.
ეს არის მზის ნულოვანი დღეები - პაუზა სამყაროს ამოსუნთქვასა და ახალ ჩასუნთქვას შორის. მნიშვნელოვანი თარიღები:
• 16-20 მარტი: „დელფინის დღეები“ - ზოროასტრული ტრადიციით, ეს არის განწმენდისა და ქვეცნობიერთან კავშირის დრო.
• 19 მარტი: ახალმთვარეობა — ენერგიის განახლების წერტილი.
• 20 მარტი: გაზაფხულის ბუნიობა — ასტრონომიული გაზაფხულის დასაწყისი.
• 21 მარტი: მზის ახალი წლის დადგომა.
რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თევზების ნიშანი ასრულებს ზოდიაქოს წრეს, რაც გვაიძულებს თვალი გავუსწოროთ წარსულს. ამ დღეებში მოსული სევდა ან დაღლილობა ბუნებრივია, ჩვენ ვემშვიდობებით ძველ ციკლს.
უძველესი და თანამედროვე ტრადიციები:
• განწმენდა: ძველად ამ დროს იცავდნენ დუმილის აღთქმას და მკაცრ მარხვას. დღეს ეს შეგიძლიათ შეცვალოთ ციფრული დეტოქსითა და სახლის გენერალური დასუფთავებით.
• მიტევება: ნულოვან წერტილში დასაბრუნებლად აუცილებელია მადლიერება და წყენისგან გათავისუფლება. აპატიეთ სხვებს და საკუთარ თავს.
• მომზადება: როგორც სპარსულ ნოვრუზში, შექმენით სივრცე ახალი ენერგიისთვის — გადაყარეთ ზედმეტი ნივთები და ჩამოწერეთ მომავალი წლის გეგმები. დელფინის დღეებში (16-20 მარტი) დაბადებულებს კი განსაკუთრებული მისია გაქვთ - თქვენი ინტუიცია და შინაგანი სინათლე ხშირად სხვებისთვის გზამკვლევი ხდება.
გილოცავთ დაბადების დღეს! გახსოვდეთ: მხოლოდ ნულოვანი წერტილიდან იბადება ახალი რეალობა. შეხვდით ახალ მზის წელს სუფთა გულით“, - წერს მამუკა გორდეზიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕B12 და თმის გათხელების დამალული მიზეზი - არუნ ხათრის რეკომენდაციები