
ნინუშკა ლისენკო ტაროლოგია, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად რჩევებსა და კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით რიტუალებს უზიარებს.
იგი ასევე ეხება ბევრი ადამიანისთვის სენსიტიურ და აქტუალურ თემას, სწორედ ამიტომ მისი აუდიტორიაც დღითი დღე მზარდია.
ამჯერად ლისენკო მორიგ რეკომენდაციას ავრცელებს, სადაც ქორწინებისთვის ხელსაყრელ თვეებზე საუბრობს.
„რომელ თვეშიც დაოჯახდებით, ჯვარს დაიწერთ, ან ხელს მოაწერთ ეგეთი ქორწინება და ოჯახური ცხოვრება გექნებათ. მოდი, განვიხილოთ თვეები იმისთვის, რომ წინასწარ დავიზღვიოთ თავი“, - ამბობს ნინუშკა ლისენკო.
იანვარი - ნაადრევად დაკარგავთ, გარდაგეცვლებათ თქვენი მეუღლე.
თებერვალი - ყოველთვის შეძლებთ კომპრომისი იპოვოთ ნებისმიერ კონფლიქტის დროს.
მარტი - სახლიდან შორს იცხოვრებთ, ან წახვალთ საზღვარგარეთ, სახლს შეიცვლით და სულ გექნებათ ადგილის შეცვლის მომენტები.
აპრილი - ყოველთვის მოგიწევთ სდიოთ თქვენს ბედნიერებას, ვერასდროს განიცდით იმ კმაყოფილებას, რაც გინდათ.
მაისი - ეს თვეა ღალატის.
ივნისი - მთელი თქვენი ცხოვრება იქნება როგორც თაფლობის თვე, ძალიან ბევრი ვნება გექნებათ.
ივლისი - ცხოვრება გექნებათ ტოქსიკური, ხან ძალიან ტკბილი, ხან ძალიან მჟავე.
აგვისტო - თქვენ და თქვენი მეუღლე ძალიან კარგად იმეგობრებთ, მშვენივრად გაუგებთ ერთმანეთს.
სექტემბერი - საკმაოდ მშვიდი, სტაბილური ურთიერთობა გექნებათ.
ოქტომბერი - ყოველთვის იქნება სირთულე თქვენს ურთიერთობებში.
ნოემბერი - ამ თვეში დაქორწინება კარგია, ფინანსურად თქვენი წყვილი იქნება კარგად.
დეკემბერი - კარგია ეს თვე იმით, რომ თქვენი სიყვარული ყოველთვის გაძლიერდება.
@ninushkalisenko4 ♬ оригинальный звук - ninushkalisenko4
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნანუკა სტამბოლიშვილის პირველი კომენტარი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვების შემდეგ