7-13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი:👇
ვერძი ♈
დრო ხელსაყრელია, პარტნიორებთან მოსალაპარაკებლად. თავს ენერგიულად იგრძნობთ. ეს პერიოდი დიდწილად განსაზღვრავს თქვენს ფინანსურ წარმატებას, ამიტომ ეცადეთ, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებისას. დინჯად იმოქმედეთ.
კურო ♉
არაერთ პრობლემას მოაგვარებთ, თუმცა აუცილებელი იქნება ხშირად დასვენება და ძალების აღდგენა. ეცადეთ, ფუჭად არ დახარჯოთ დრო და ენერგია. ეს დრო არაა ხელსაყრელი ახალი კონტაქტებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობა კი, გამოგისწორებთ განწყობას.
ტყუპები ♊
ენერგიულობითა და მხიარულებით, ბევრ თაყვანისმცემელს შეიძენთ. ნათესავებთან მჭიდრო კავშირი, ურთიერთობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობის წყალობით, თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ.
კირჩხიბი ♋
მიუხედავად ენერგიის მოზღვავებისა, გრანდიოზული გეგმების განხორციელებისაგან სჯობს თავი შეიკავოთ. მეტი დრო დაუთმეთ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ჰარმონია დაისადგურებს, სასიყვარულო ურთიერთობებში.
ლომი ♌
თავს ენერგიულად იგრძნობთ. მეტი ოპტიმიზმი გმართებთ, რათა გამოიყენოთ ყველა სასიკეთო შესაძლებლობა. საქმეების რეალიზებისას სჯობს, გამოცდილი მეთოდებით იხელმძღვანელოთ. ნუ განაწყენდებით ახლობლებზე და გარემოებებზე.
ქალწული ♍
ენერგიული და საქმიანი კვირაა, სამუშაო ბევრი გექნებათ. ნაკლებად იკონტაქტეთ უცხო ხალხთან და მოერიდებით საზოგადოებრივ ადგილებს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს.
სასწორი ♎
მშვიდი და სასიამოვნო პერიოდია, რომელსაც უმეტესად სახლში, ახლობლებისა და ოჯახის წევრების გვერდით გაატარებთ. არ გაფლანგოთ ფული ტყუილუბრალოდ. მეტად ტაქტიანი იყავით, საყვარელ ადამიანთან.
მორიელი ♏
ერიდეთ ფარულ საქმიანობას, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში. სამუშაოს რაოდენობა მოიმატებს. პერიოდულად დაისვენეთ. შესაძლოა, გაგიჩნდეთ მარტოობის სურვილი, რაც საყვარელი ადამიანის უკმაყოფილებას გამოიწვევს.
მშვილდოსანი ♐
მოიმატებს ენერგიულობა. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადვილად დაასრულებთ, ადრე დაწყებულ საქმეებს. შეიცვლება ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც. მეტად მომთმენი იყავით, სასიყვარულო ურთიერთობაში.
თხის რქა ♑
თქვენი ყურადღების ცენტრში, ფინანსური საკითხები აღმოჩნდება. მაღალია ცდუნებების ალბათობაც. პირად ცხოვრებაში, დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ივარჯიშეთ და სწორად შეარჩიეთ კვების რაციონი.
მერწყული ♒
დინჯად და გააზრებულად იმოქმედეთ. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, სამომავლო პერსპექტივებს დაგანახვებთ. არსებული კონფლიქტები, სწრაფად დასრულდება. ეცადეთ, დრო დაუთმოთ პირად ურთიერთობებს.
თევზები ♓
ინტუიციურად, ადვილად დაამყარებთ კავშირს ნებისმიერ ადამიანთან. კომპრომისზე წასვლის უნარი კი, დაგეხმარებათ სოციალურ სფეროში არსებულ რთულ სიტუაციაში. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას .
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა საფრანგეთში გრძელდება - მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕„ფინანსური ჯეკპოტის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 8 სექტემბრის ენერგიებზე