Digest Logo

„კეთილია ის, რომელსაც არ შეუძლია სიცოცხლე ქრისტეს გარეშე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1786455665
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„კეთილია ის, რომელსაც არ შეუძლია სიცოცხლე ქრისტეს გარეშე,
ხოლო უკეთურია ის ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგადაც შეუძლია იყოს ბედნიერი,
და იყოს ცოცხალი,
და მშვენივრად გრძნობს თავს ქრისტეს გარეშე.
იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი, არის ის წერტილი, რომლის მიმართაც განირჩევა კაცობრიობა,
თითოეული ადამიანი მისდამი დამოკიდებულებით.
მრავლის აღდგინებად მოევლინა უფალი დედამიწაზე, როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ და
მასზე სწორებით ხდება გადარჩენა კაცობრიობის,
ვინ ხედავს,
ვინ იღებს,
ვინ განიცდის,
ვინ ცნობს,
ყველა თავის არჩევანს აკეთებს მის მიმართ.
ჩვენი ცხოვრების მიზანი ის კი არ არის, რომ კარგები გავხდეთ, კეთილნი გავხდეთ, გამორჩეულნი ვიყოთ იმით, რომ უფრო კეთილნი ვართ, ჩვენი სააქმები უფრო ბრწყინავენ,
არამედ სხვა მიზეზით
- რათა ჩვენში იყოს განდიდებული იესო ქრისტეს სახელი
- რომ ჩვენში განდიდებული იყოს იესო ქრისტე
- რომ ჩვენ გავმდიდრდეთ მასში.
იესო ქრისტე არის მოტივაცია ჩვენი სულიერი ცხოვრებისა,
რომ ის იდიდებიდეს ჩვენი ცხოვრების წესით,
იდიდებოდეს ქრისტე,
განკაცებული ღმერთი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საბედისწერო ფაქტების წინაშე დგებიან ადამიანები“ - 12 აგვისტოს მზის დაბნელება: ისტორიული ფაქტები და რჩევები გიორგი ლობჯანიძისგან

⭕ბრედ პიტმა 7-წლიანი სიფხიზლის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კვლავ დაიწყო

⭕რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე? - „ეს მოვლენა უნიკალური ასტრონომიული მოვლენების მთელ კვირეულს გახსნის“