ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, ფილტვები და მსხვილი ნაწლავი წარმოადგენენ მეწყვილე ორგანოებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ლითონის ელემენტს.
მათ შორის არსებობს ღრმა ფუნქციური და ფიზიოლოგიური კავშირი, რომელსაც თანამედროვე მედიცინა იშვიათად განიხილავს.
როგორ უკავშირდებიან ეს ორგანოები ერთმანეთს?
ფილტვები პასუხისმგებელია გარემოდან ახალი ენერგიის (ჟანგბადის/„ცი“-ს) მიღებაზე. მსხვილი ნაწლავი პასუხისმგებელია იმის გაშვებასა და გამოყოფაზე, რაც ორგანიზმს აღარ სჭირდება. თუ მსხვილი ნაწლავი ვერ ათავისუფლებს ტოქსინებსა და ნარჩენებს (მაგალითად, შეკრულობის დროს), ეს „ტოქსიკური ტვირთი” ზევით მიდის და აწვება ფილტვებსა და სასუნთქ სისტემას.
ორივე ორგანო დაფარულია ლორწოვანი გარსით და წარმოადგენს სხეულის პირველ დამცავ ბარიერს გარესამყაროსგან.
ნაწლავში არსებული ანთებითი პროცესები ან მიკრობიომის დისბალანსი (დისბიოზი) პირდაპირ აისახება ფილტვების ლორწოვანის მდგომარეობაზე - იმატებს ლორწოს ჭარბი გამოყოფა, ხველა და სასუნთქი გზების მგრძნობელობა.
ჩინურ მედიცინაში ლითონის ელემენტს უკავშირდება სევდა, დარდი და წარსულზე მიჯაჭვულობა.
გადაუმუშავებელი ემოციური ტკივილი ფილტვების ენერგეტიკას ასუსტებს, ხოლო წარსულის „გაშვების“ უუნარობა ხშირად ფიზიკურად გამოიხატება მსხვილი ნაწლავის პრობლემებით (ქრონიკული შეკრულობა).
როგორ გავიგოთ რომ კავშირი დარღვეულია?
• კანის პრობლემები (აკნე, ეგზემა) — კანი ფილტვების „სარკეა“ აღმოსავლურ მედიცინაში. განსაკუთრებით ცხვირის ზონა და ტუჩების გასწვრივ.
• ქრონიკული გაჭედილობა რინიტი, სინუსიტი, ჭარბი ლორწო სასუნთქ გზებში.
• შეკრულობა ან მეტეორიზმი, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება ან გულმკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება.
ორგანიზმი ერთიანი სისტემაა. როდესაც ვმკურნალობთ სასუნთქ სისტემას, არ უნდა დავივიწყოთ ნაწლავების ჯანმრთელობა.
ასევე დაგაინტერესებთ: