„ფეისბუკ“ გვერდზე One magician სახელით დარეგისტრირებული გვერდი მეორე ჩაკრის შესახებ ინფორმაციას აზიარებს.
გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ მეორე ჩაკრა იგივე „სვადჰისტანა“ არის ემოციების, სიამოვნების, შემოქმედების და ურთიერთობების ენერგეტიკული ბორბალი.
ეზოტერიკოსი გვთავაზობს ნიშნებს იმისთვის, რომ მივხვდეთ გვაქვს თუ არა მეორე ჩაკრა დაზიანებული:
„პრობლემური მეორე ჩაკრის განმარტება:
სვადჰისტანა
მეორე ჩაკრა სვადჰისტანა არის ემოციების, სიამოვნების, შემოქმედების და ურთიერთობების ენერგეტიკული ბორბალი.
მეორე ჩაკრის დისბალანსის ნიშნები, დაბლოკილი მეორე ჩაკრა ან სუსტად მომუშავე ენერგეტიკული ბორბალი.
მისი გამომხატველი ნიშნებია: ემოციების ჩახშობა, სიცივე.
სიამოვნების შეგრძნების დაკარგვა, დანაშაულის გრძნობა სიამოვნების გამო.
შიში სიახლეების, ადამიანებთან სიახლოვის ან ინტიმის მიმართ.
ფსიქოლოგიურად გამოხატული ნიშნებია
დაბალი თვითშეფასება ან არ ქონა, შემოქმედებითი უნარიანობის არ გამოვლენა, დამოკიდებულება სხვების აზრზე, თუ რას იტყვის სხვა და მოეწონება თუ არა სხვას.
დაძაბული და მძიმე ემოციური ურთიერთობები.
ფიზიკურად გამოხატული ანუ ჯანმრთელობის პრობლემები, ქვედა მუცლის ტკივილი, საკვერცხეების, საშვილოსნოს, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰორმონალური დისბალანსი, ქრონიკული დაღლილობა მუდმივი უენერგიობა.
მეორე ჩაკრის გადაჭარბებული ენერგიის ნიშნებია (ანუ ჰიპერაქტიური მეორე ჩაკრა):
ემოციურად გამოხატული ნიშნებია ემოციური არასტაბილურობა, ზედმეტად მიჯაჭვულობა ადამიანებზე (ცოტათი მიჯაჭვულობას ადამიანები ყველაფერზე განიცდიან რაც მათ საჭიროებაშია), ეჭვიანობა, დრამატიზმი (დრამაქვინები და დრამაკინგები), მუდმივი წყურვილი და დამოკიდებულება სიამოვნებებზე, კვება, სექსი, ალკოჰოლი, და სხვა მავნე დამოკიდებულებებიც გამოიხატება.
მეორე ჩაკრის გადაჭარბებული ენერგიის სიმპტომების ამოცნობა მარტივია, ეს ადამიანები არიან იმპულსურები, დაუფიქრებლად მოსაუბრენი, უტაქტონი და უზრდელები რომლებიც ვერც კი აცნობიერებენ სად რა თქვეს და რას ამბობენ, მათთვის ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა და იქით დაგადანაშაულებენ თუ მათ ნათქვამს ან საქციელს გაპროტესტებთ.
დაბალანსებული და ჰარმონიული მეორე ჩაკრა გამოიხატება:
ემოციები თავისუფლად და ჯანსაღად მიედინება ყველა არსებული ფაქტორის მიმართულებით;
ადამიანი სიამოვნებას გრძნობს დანაშაულის გარეშე (არ ფიქრობს რომ სექსი ცოდვა);
შემოქმედებითი უნარი ბუნებრივად გამოიხატება (რაც წვრილმანებშიც კი ჩანს);
ურთიერთობები თბილია არ ხდება ზღვრის გადალახვა და ძლიერი დამოკიდებულება. ყოველი გათენებული დღე სიხარულის მომტანია და სიცოცხლით სავსე.
ფიზიკურ სხეულთან კავშირი ძლიერია, ხოლო ქალი გრძნობს საკუთარ ქალურ ენერგიას.
დაბალანსებული მეორე ჩაკრის დროს ადამიანები იღებენ ცხოვრებას ისეთს როგორც არის და არ კარგავენ ბედნიერების და სიამოვნების შეგრძნებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: