Digest Logo

„ნუ გადაიტვირთებით, გაუფრთხილდით თავს...“ - მაგნიტური ქარიშხლები: ქეთევან ჯანდიერის პროგნოზი

1785920493
ქეთევან ჯანდიერი

მაგნიტურმა ქარიშხლებმა შესაძლოა დედამიწის მაგნიტურ ველზე დროებითი ცვლილებები გამოიწვიოს, რაც, სპეციალისტების განმარტებით, ზოგიერთ ტექნოლოგიურ სისტემასა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე ახდენს გავლენას. ამავე დროს, საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ამ პერიოდში მეტეომგრძნობიარე ადამიანებმა შესაძლოა გარკვეული დისკომფორტიც იგრძნონ.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს პარაფსიქოლოგი და ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი გვიზიარებს:

„3 აგვისტოდან, ისევ მაგნიტური ქარიშხლები მოგვიახლოვდა! ამბობენ, რომ ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

ამ მოვლენას უკვე „მეტეომგრძნობიარე ადამიანებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთს“ უწოდებენ. ამიტომ ამ დღეებში ნუ გადაიტვირთებით, გაუფრთხილდით თავს, განსაკუთრებით, თავსა და ნერვულ სისტემას, და არ დაგავიწყდეთ საკმარისი წყლის დალევა.

მზე ლომის ნიშანშია და თავის ენერგიას მთელი ძალით ავლენს… თუმცა, ყველაფერს თავისი აზრი და დანიშნულება აქვს. მზე ლომის ნიშანში, ეს არის დრო, როცა ძლიერდება თავდაჯერებულობის, შემოქმედების და საკუთარი თავის გამოხატვის ენერგია. ეს კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ახალი იდეების გასაზიარებლად და იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები თამამად წარმოაჩინოთ. მთავარია, გადაწყვეტილებები გულიდან მოდიოდეს და არა მხოლოდ ეგოდან.

ასტროლოგიურ ტრადიციაში დღეს ასევე მთვარის 23-ე დღეა, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ დღედ მიიჩნევენ. რეკომენდებულია თავი აარიდოთ კონფლიქტებს, ემოციურ რეაქციებსა და სპონტანურ გადაწყვეტილებებს. უმჯობესია დაასრულოთ დაწყებული საქმეები, დაზოგოთ ენერგია, მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, წყლის დალევას და შინაგან სიმშვიდეზე ზრუნვას. დღევანდელი დღე უფრო დაკვირვებასა და სიფრთხილეს ითხოვს, ვიდრე აქტიურ მოქმედებას“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გახსოვდეთ, რომ სინდისი ის ხმაა, რომელიც მაშინაც კი არ ჩუმდება, როდესაც მთელი სამყარო ტაშს გიკრავთ!“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕ ჰოროსკოპი 2026 წლის 12-28 აგვისტოს დაბნელებების დერეფანი - რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები თავიდან ავირიდოთ

⭕ „გული გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის“ - 5 აგვისტოს ენერგიები