რას მოუტანს აგვისტო ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ამის შესახებ თაკო მელიქიშვილი საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რჩევებს უზიარებს:
ვერძი
აგვისტო თქვენთვის გამარჯვებებისა და ახალი შესაძლებლობების თვე იქნება.
დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული საქმეები წინ წავა, კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი სასურველ შედეგს მოგიტანთ. ენდეთ საკუთარ ძალებს ახლა ნამდვილად თქვენი დროა.
კურო
სტაბილურობა და ფინანსური ზრდა თქვენი მთავარი თემაა.
შესაძლოა, მიიღოთ დამატებითი შემოსავალი, წარმატებული შეთავაზება ან გააკეთოთ ისეთი ნაბიჯი, რომელიც მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაშიც მეტი სიმშვიდე და ჰარმონია გელით.
ტყუპები
სიყვარული და ბედნიერი ემოციები აგვისტოს მთავარ საჩუქრად იქცევა.
ახალი ნაცნობობა, რომანტიკული თავგადასავალი ან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა თქვენს ცხოვრებას განსაკუთრებულ ფერებს შემატებს.
კირჩხიბი
თქვენი მოთმინება დაჯილდოვდება. ურთიერთობებში მეტი სითბო და მხარდაჭერა იგრძნობთ, ხოლო სამსახურში ან პირად საქმეებში სასიამოვნო სიახლეები მოულოდნელად გამოჩნდება.
ლომი
ეს თქვენი თვეა! ყურადღების ცენტრში იქნებით, წარმატება კი კარიერაში, ფინანსებში და პირად ცხოვრებაში თან დაგყვებათ. ნებისმიერი ახალი იდეა დიდი წარმატების შანსს ატარებს.
ქალწული
აგვისტო სასიამოვნო შენაძენს, დიდი ხნის ნანატრი ოცნების ასრულებას ან მნიშვნელოვან მიღწევას მოგიტანთ.
მიხვდებით, რომ თქვენი შრომა და მოთმინება ნამდვილად ღირდა.
სასწორი
ბედი ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
საინტერესო ნაცნობობა, წარმატებული თანამშრომლობა და სასიამოვნო სიახლეები დაგეხმარებათ, თავდაჯერებულად გადადგათ შემდეგი ნაბიჯი.
მორიელი
მოულოდნელი, სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
დიდი შანსია, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ან მიიღოთ შეთავაზება, რომელიც თქვენს მომავალს შეცვლის.
მშვილდოსანი
სურვილების ასრულების პერიოდი იწყება. იღბალი თქვენს მხარეს იქნება, გეგმები კი იმაზე სწრაფად განხორციელდება, ვიდრე ელოდებით. მთავარია, არ შეგეშინდეთ მოქმედების.
თხის რქა
ფინანსური წარმატება, სტაბილურობა და ახალი პერსპექტივები გელით.
თქვენი შრომა დაფასდება, რაც მეტ თავდაჯერებულობას და სიმშვიდეს მოგიტანთ.
მერწყული
აგვისტო ბედნიერ ცვლილებებს გიმზადებთ.
მოგზაურობა, საცხოვრებლის შეცვლა, ახალი პროექტი ან მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენს ცხოვრებას სრულიად ახალ მიმართულებას მისცემს.
თევზები
წარმოუდგენელი იღბლის პერიოდი იწყება. ხელსაყრელი შესაძლებლობები ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდება, ხოლო თქვენი ინტუიცია სწორ არჩევანში დაგეხმარებათ. ნუ გაუშვებთ იმ შანსებს, რომელსაც ცხოვრება გაძლევთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „5 წელი, დღე და ღამე ვთამაშობდი კაზინოში და მოვიწამლე ამ სენით“ - რას ჰყვება თეა დარჩია