Digest Logo

„ნუ იტყვი უარს დახმარებაზე, მოძებნე მოკავშირეები...“ - 26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1772053410
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 26 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

„ჰოროსკოპი — 26 თებერვალი  
  მთვარის დღე: 9 / 10
  ფაზა: მზარდი მთვარე კირჩხიბში

ვერძი

წარმატებული დღეა შეძლებ რთული და ჩახლართული საკითხების გადაწყვეტასაც კი. კარგი დროა ახალი პასუხისმგებლობიანი პროექტების დასაწყებად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და შეხვედრების დასანიშნად. ეცადე დღეს მაქსიმალურად ბევრი გააკეთო, რადგან ენერგია და განწყობა მაღალ დონეზეა.

კურო

დატვირთული და დაძაბული დღეა. ნუ იტყვი უარს დახმარებაზე მოძებნე მოკავშირეები რთული საქმეების შესასრულებლად. შენი ხიბლი ადამიანებს იზიდავს, ამიტომ შესაძლებელია განსაკუთრებულ და საინტერესო ადამიანთან გაცნობაც. დაზოგე დრო და ენერგია.

ტყუპები

მეტი დრო დაუთმე საოჯახო და საყოფაცხოვრებო საკითხებს, რომლებიც შენს ჩართულობას მოითხოვს. ასევე მოუსმინე საკუთარ ორგანიზმს შესაძლებელია ძალების დაქვეითება ან თვითგრძნობის გაუარესება. სასარგებლოა იმუნიტეტის გაძლიერება და ვიტამინების მიღება.

კირჩხიბი

დღეს ენერგია ცოტა გაქვს, ამიტომ სწორად გადაანაწილე ძალები. ეცადე დღის განმავლობაში აქტიურობა შეინარჩუნო. ხშირი შესვენებები და ყურადღების გადართვა სასიამოვნო საქმიანობაზე ან საუბარზე განწყობას აგიმაღლებს და დაგეხმარება ყველაფრის დასრულებაში.

ლომი

უარყოფითი განწყობა ან უსიამოვნო მოგონებები ენერგიას დაგაკარგვინებს და მუშაობიდან გადაგაგდებს. ეცადე მუქი ფიქრები განდევნო და საინტერესო საქმით დაკავდე. კარგი დღეა პროფესიული პოზიციის გასამყარებლად და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვისთვის.

ქალწული

დღეს წესების დარღვევა ან ექსპერიმენტები არ ღირს. ინიციატივებმა შესაძლოა უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანოს. ეცადე დაპირებები არ გასცე მათი შესრულება გაგიჭირდება. შესაძლებელია რთული საქმის წარმატებით დასრულება და მოსალოდნელი შედეგის მიღება.

სასწორი

ცვლილებებმა შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოს. ნუ გააკეთებ ნაჩქარევ დასკვნებს სცადე სიტუაციას სხვა კუთხით შეხედო. მოძებნე დადებითი მხარეები და ახალი შესაძლებლობები წარმატებისთვის. კარგი დროა ძველი, დამღლელი საკითხის დახურვისთვის.

მორიელი

რაც უფრო მეტი კომუნიკაცია, მით უფრო წარმატებული იქნება დღე. კოლეგებთან და მეგობრებთან საუბრები სასარგებლო და საინტერესო იქნება. მიიღებ საჭირო ინფორმაციას და განწყობასაც აიმაღლებ. რთულ საქმეებში მოხერხებულობა გამოიყენე და ალტერნატიული გზები მოძებნე.

მშვილდოსანი

შეზღუდე კონტაქტები მეტი მოუსმინე და ნაკლები ილაპარაკე. ძლიერი ემოციები ახლობლებთან ურთიერთობას შეიძლება ავნოს. გადადე მოკლე მგზავრობები შესაძლებელია უსიამოვნებები ან მცირე ინციდენტები. ახლობელ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება დაუთმე დრო.

თხის რქა

ხელმძღვანელობასთან საუბარში სიტყვები გააკონტროლე კრიტიკა ან სიმკაცრე კარიერაზე ცუდად აისახება. უკეთესია მარტო იმუშაო და წვრილმანებზე არ გაიფანტო. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარე შესაძლებელია სასიხარულო ამბავი.

მერწყული

არ გამოგრჩეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყურადღებით მოუსმინე საუბარს. შესაძლოა რომელიმე სიახლემ გაგაწბილოს, მაგრამ მომავალში პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარება. შესაძლოა თავდაჯერება შემცირდეს გაიხსენე საკუთარი წარმატებები და განწყობა აიმაღლე.

თევზები

დღეს შენი ვარაუდები მნიშვნელოვან საკითხზე დადასტურდება. ყურადღებით იყავი სიახლეებზე სასარგებლო ინფორმაციას მიიღებ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრისა და თანამშრომლობისთვის. სანამ დახმარებას მიიღებ, შედეგებზე დაფიქრდი.

დღის გზავნილი:
დაე, ეს დღე ბედნიერი და წარმატებული იყოს თქვენთვის“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძაღლი დარჩათ ერთხელ მანქანაში, ვერაფრით გავიხსენე ვისი იყო...“ - ია დათუკაშვილი

🎥 „დიდი დრო დამჭირდა დამევიწყებინა...“ - რა ისტორიას იხსენებს ინა ბარამიძე, რომელიც წლებია მძღოლად მუშაობს

⭕ სამი ცხოვრებისეული წესი, რომელსაც ხშირად ძალიან გვიან ვხვდებით - თაკო მელიქიშვილის რჩევები