ინა ბარამიძე, რომელიც სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც პროფესიაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, შეემთხვა ამბავი, რომლის დავიწყებაც კარგა ხანს ვერ მოახერხა:
„რომ დავიწყე მუშაობა, მაგ პერიოდში იყო მართლა იშვიათობა ქალი ტაქსის მძღოლები. ახლა უკვე ბევრნი ვართ. მაშინ იყო რეაქციები - არ გელოდი, ქალი ხარ და ა.შ. არ ჰქონდათ მოლოდინი რომ ქალი დახვდებოდათ.
ერთი შემთხვევა მახსენდება განსაკუთრებული. არ იყო ქართველი. ტელეფონი ურეკავდა, თურქულ ენაზე საუბრობდა. შვილი ურეკავდა. უთხრა როგორ უყვარდა მოუბოდიშა. ამ დროს გავიგონე ხმა როგორ გაისროლა, აღმოჩნდა ისე რომ შვილმა თავი მოიკლა. პატიებას სთხოვდა დედას. ძალიან შოკური სიტუაცია მქონდა. მე თავადაც არ ველოდებოდი ასეთ რაღაცას. ამას არ ველოდებოდი ნამდვილად. ძალიან ცუდად გახდა შემდეგ ეს ქალი და გადაიყვანა სასწრაფომ.
ზოგჯერ ძალიან რთული და სტრესულია ჩვენი პროფესია. თავადაც ძალიან დიდი დრო დამჭირდა დამევიწყებინა. როცა შევატყობ მგზავრს ცუდ ხასიათზეა, თავად შევდივარ კონტაქტში და ვაიძულებ კარგ ხასიათზე იყოს“, - აღნიშნა ინა ბარამიძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სამი ცხოვრებისეული წესი, რომელსაც ხშირად ძალიან გვიან ვხვდებით - თაკო მელიქიშვილის რჩევები
⭕ გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა