Digest Logo

სამი ცხოვრებისეული წესი, რომელსაც ხშირად ძალიან გვიან ვხვდებით - თაკო მელიქიშვილის რჩევები

1772041636
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: სამი ცხოვრებისეული წესი, რომელსაც ხშირად ძალიან გვიან ვხვდებით - წერს:

„სამი ცხოვრებისეული წესი, რომელსაც ხშირად ძალიან გვიან ვხვდებით:

პირველი:

არ დახარჯო დრო მათზე, ვისთვისაც უბრალოდ მოსახერხებელი ხარ და არა ძვირფასი.
ცხოვრება წლებიით კი არ ილევა ,ილევა ადამიანებით, რომლებიც იღებენ და არ აბრუნებენ.
უაზრო საუბრებით, მოქმედების გარეშე მიცემული დაპირებებით, ყოფნით მონაწილეობის გარეშე.
იქ, სადაც გაფასებენ, საკუთარ მნიშვნელობას არ ამტკიცებ.

მეორე:

ისწავლე დროულად გაშვება და არა მაშინ, როცა უკვე გატეხილი ხარ.
ხშირად ადამიანებს კი არა, იმედს ვეჭიდებით მათ სახეს, წარსულს, იმ წარმოდგენას, როგორებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.
მაგრამ ცხოვრება წარსულში არ ცხოვრობს.
ყველაფერი, რაც მხოლოდ მოთმენაზე დგას, ერთ დღესაც წყდება.
დროულად წასვლა სისუსტე კი არა საკუთარი თავისა და სიმართლის პატივისცემაა.

მესამე:

გააკეთე არჩევანი შინაგანი სიმშვიდის სასარგებლოდ და არა სხვისი მოლოდინების.
როცა მუდმივად ერგები, საკუთარ თავს ჩუმად ღალატობ.
ადამიანები ეჩვევიან, რომ მოსახერხებელი ხარ,
მაგრამ არ გეკითხებიან ბედნიერი ხარ თუ არა.

შინაგანი სიმშვიდე მაშინ არ მოდის, როცა სხვები კარგად არიან,
არამედ მაშინ, როცა საკუთარ თავთან თანხმობაში ცხოვრობ.

დაიმახსოვრე: ნამდვილი ძალა არც ხმამაღალ სიტყვებშია და არც მტკიცებაში.
ის არის უნარში იყო საკუთარი თავი, წახვიდე სკანდალის გარეშე, დუმდე ბოროტების გარეშე
და იცხოვრო ისე, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის არ შეგრცხვეს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მანიფესტაციები, სურვილების ჩამოწერა და სულიერი პრაქტიკები ამ პერიოდში განსაკუთრებით ეფექტური იქნება“ - მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი 20 მარტის ჩათვლით

⭕ გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

⭕როგორ შევინახოთ მწვანილი? - რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტისგან