Digest Logo

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოემოციური სიმშვიდე ორსულებისთვის? - რჩევები მომავალი დედებისთვის

1793262746
ეკა თედოზაშვილი

ორსულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოემოციური სიმშვიდე. რატომ? 

ჩასახვის წამიდან, როდესაც ემბრიონი არის სულ რამდენიმე საათის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის უკვე გრძნობს დედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. 

ყველამ, მეუღლემ, დედამთილმა, მეგობრებმა, მეზობლებმა, უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება ორსულებისთვის ნერვიულობა, მათი დაცინვა, სიმსუქნის გამოხატვა, რამდენ საკვებს შეჭამენ, რამდენი დაიძინე, რა გააკეთე, ანუ ეს კითხვები მათ [ორსულების] ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ერთი ერთში გადადის ნაყოფის მდგომარეობაზე. როცა ახსენებენ „ბავშვობის ტრავმები“, „ორსულობის ტრავმები“ - ყველა ეს მნიშვნელოვანი ასპექტი შემდგომ ჩამოყალიბების პროცესში, გარდატეხის ასაკში, ზრდასრულობის ასაკში ყველა ადამიანში, ცხოვრების რაღაც ეტაპზე იჩენს თავს. 

მოვუფრთხილდეთ ორსულებს, მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას და გავითვალისწინოთ, ჩვენი მომავალი თაობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაიზრდება ჯანმრთელი, როცა ჩვენ, ორსული ქალები გვეყოლება ფსიქოემოციურ სიმშვიდეში, სიყვარულსა და ბედნიერებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს არ არის რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივათ...“ - გსურთ, უფრო თავდაჯერებული გახდეთ? გაითვალისწინეთ ეს მნიშვნელოვანი რჩევები

🎥 „პაპა ნადირობის დროს ზვავმა გამოისროლა არხოტში, 3 დღე ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, დამარხული“ - ხევსურული ტრილოგია: პირქუში ცეცხლისალიანი

🎥 თუ დიეტას იცავ, მაგრამ წონა არ იძვრის, მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა! - რას ამბობს ცნობილი ენდოკრინოლოგი

✕