Digest Logo

ნუმეროლოგია: თუ ამ რიცხვებში დაიბადეთ, თქვენი ქცევა სამმაგად დაგიბრუნდებათ!

1782827231
ჰოროსკოპი, ნუმეროლოგია

ადამიანების უმეტესობისთვის კარმა საკმაოდ ნელა მუშაობს და წლები გადის, სანამ დაგროვილი ენერგია უკან დაბრუნდება, თუმცა ზოგიერთ რიცხვში დაბადებული ადამიანები თითქოს დაჩქარებულ რეჟიმში ცხოვრობენ. მათ ყოველი ნაბიჯი — კარგიც და ცუდიც რამდენიმე დღეში, ხანდახან კი საათებშიც კი უბრუნდებათ. ასეთ ადამიანებს შეცდომის დაშვების, გაბრაზების, შურისძიების ან ტყუილის უფლება არ აქვთ, რადგან მათთვის პასუხისგება მომავალ ცხოვრებაში კი არა, ხვალვე მოვა.

„კარმული კვანძი“

ნუმეროლოგიაში არსებობს ციფრები, რომლებსაც „კარმულ კვანძებს“ უწოდებენ. ეს ის თარიღებია, სადაც ქმედებისა და უკუქმედების ენერგია მაქსიმალური სიჩქარით მუშაობს.

ნებისმიერი თვის 8, 17 და 26 რიცხვში დაბადებულები

რვიანი კარმული კანონების მმართველია. მისი ქმედება და უკუქცევა კოსმოსური სიზუსტითაა გაწონასწორებული. თუ ამ დღეს ხართ დაბადებული, არაკეთილსინდისიერად აღებული ყოველ თეთრს სამმაგი დანაკარგი მოჰყვება. ბრაზით ნათქვამი ყოველი სიტყვა ახლობელი ადამიანისგან წამოსულ წყენად გადაიქცევა.

„რვიანებს“ სხვების ბედით თამაში არ ეპატიებათ. მათ არ აქვთ უფლება, საკუთარი ძალაუფლება სხვების საზიანოდ გამოიყენონ, რადგან ნებისმიერი მანიპულაცია უახლოეს მომავალშივე მათ წინააღმდეგ შემობრუნდება.

„რვიანების“ ძალა პატიოსნებაშია. თუ ისინი სამართლიანად იქცევიან, სამმაგად მეტსიკეთეს იღებენ, ხოლო თუ სამყაროს კანონებს არღვევენ — „პროცენტებით იხდიან“.

ნებისმიერი თვის 13 რიცხვში დაბადებულები

13 ცვლილებების ციფრია. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები სამყაროში მოძველებული სისტემების დასანგრევად მოვიდნენ, თუმცა თითოეულ დანგრეულ სისტემაზე პასუხს აგებენ.

თუ „ცამეტი“ რამეს სუფთა გულით, სხვების საკეთილდღეოდ ანგრევს, სამყაროსგან სამმაგ მხარდაჭერას იღებს, ხოლო თუ ამას შურით, შურისძიებით ან ბოროტებით აკეთებს, უარყოფითი ენერგია უბრუნდება, რომელიც მის ცხოვრებას დაანგრევს.

ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მისია ნგრევა კი არა, განახლებაა. მათ შორის უდიდესი განსხვავებაა — დამანგრეველი სხვისას აფუჭებს, განმანახლებელი კი იმას გვაცილებს, რაც ისედაც მოკვდა, რათა ახალი შექმნას.

ნებისმიერი თვის 14 რიცხვში დაბადებულები

თოთხმეტი თავისუფლებისა და ცვლილებების სიმბოლოა. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები მუდმივად ყველაფერს ცვლიან: სამსახურს, ქვეყანას, პარტნიორებს, თუმცა ყოველი ასეთი ცვლილებისთვის კარმულ ფასს იხდიან.

თუ ისინი ცხოვრებას გაცნობიერებულად, საკუთარი მოწოდების შესაბამისად ცვლიან, სამყარო ახალ შესაძლებლობებს სხვებზე სამჯერ სწრაფად სთავაზობს, მაგრამ თუ პრობლემებს გაურბიან და მხოლოდ გარე ფაქტორებს ცვლიან, რათა იგივე პრობლემები გასამმაგებული ძალით დაედევნებათ.

„თოთხმეტებს“ უნდა ახსოვდეთ, რომ გარეგანი ცვლილებები შინაგან პრობლემებს ვერ აგვარებენ. სანამ გარე სამყაროს შეცვლიდეთ, საკუთარი თავი უნდა შეცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყარო მანამ დაგაბრუნებთ ერთსა და იმავე წერტილში, სანამ ამ გაკვეთილს არ ისწავლით.

ნებისმიერი თვის 16 რიცხვში დაბადებულები

თექვსმეტი ძველი, ეგოისტური წინააღმდეგობების მსხვრევის ციფრია. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ამპარტავნების მძიმე გაკვეთილებს გადიან. ყოველ ჯერზე, როცა ისინი თავს ქედმაღლობის ან ქილიკს უფლებას აძლევენ, სამყარო მათ ისეთ დამამცირებელ ვითარებაში ჩააყენებს, სადაც ზემოდან სხვები დახედავენ.

„თექვსმეტების“ მთავარი გაკვეთილი თავმდაბლობაა — არა დამცირება, არამედ საკუთარი შეცდომების აღიარების უნარი. რაც უფრო უბრალო და უშუალო ხდება ეს ადამიანი ურთიერთობაში, მით უფრო სწრაფად იცვლება კარმული ნაკადი მის სასარგებლოდ.

ნებისმიერი თვის 19 რიცხვში დაბადებულები

ცხრამეტი მზის ეგოსა და უდიდესი კარმული ვალის რიცხვია. ამ რიცხვში ადამიანები საოცარი ქარიზმით იბადებიან, თუმცა მათი ძალა იარაღივითაა — მას შეუძლია როგორც მოკლას, ისე დაიცვას.

თუ ისინი თავიანთ ქარიზმას სხვების შთაგონებისთვის, წინამძღოლობისა და დახმარებისთვის იყენებენ, სამყაროსგან სამმაგ ძალას იღებენ, მაგრამ თუ მას მანიპულაციის, ტყუილის ან სხვების დასაჩაგრად მიმართავენ, სამყარო ყველაფერს წაართმევს, რაც კი შეუქმნიათ.

„ცხრამეტებს“ უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ნიჭი პირადი გამორჩენისთვის განკუთვნილი არაა. ისინი სხვების გასანათებლად მოვიდნენ და როგორც კი ისინი ამ ძალას სიკეთისკენ მიმართავენ, სამყარო მაშინვე მათ სასარგებლოდ იწყებს მუშაობას.

წესები ზემოთ ჩამოთვლილ რიცხვებში დაბადებული ადამიანებისთვის:

✔️ სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ ვაკეთებ ამას? თუ პასუხში ბრაზი, შურისძიება, შური ან მანიპულაცია ურევია შეჩერდით! თუნდაც გეგონოთ, რომ ამას ვერავინ გაიგებს. სამყარომ იცის და იმაზე სწრაფად გიპასუხებთ, ვიდრე გგონიათ.

✔️ უანგაროდ დაეხმარეთ — როდესაც უანგაროდ ეხმარებით, სამყარო ყველაფერს სამმაგად გიბრუნებთ. მთავარია, გულის სიღრმეშიც კი არ გაიფიქროთ „ახლა დავეხმარები, რომ მერე უკან დამიბრუნდეს“. ეს უკვე ანგარებაა, რაც ენერგიის თავისუფალ დინებას კეტავს.

✔️ შეცდომები აღიარეთ — თუ მიხვდით, რომ არასწორად მოიქეცით, გამოუტყდით საკუთარ თავს და სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად გამოასწორეთ. თქვენნაირი ადამიანებისთვის დროის გაჭიანურება სახიფათოა. რაც უფრო მალე გააცნობიერებთ შეცდომას, კარმული დარტყმა მით უფრო რბილი იქნება.

✔️ ნუ აიღებთ სხვისას — ეს მხოლოდ მატერიალურ ნივთებს არ ეხება. სხვისი პარტნიორი, სხვისი იდეები, სხვისი დიდება თუ სხვისი შრომა — ეს ყველაფერი სამმაგი „პროცენტით“ ჩამოგერთმევათ. არა იმიტომ, რომ ვინმე განგებ გსჯით, არამედ იმიტომ, რომ ეს სამყაროს კანონია.

✔️ აპატიეთ — რთულია აპატიო მას, ვინც გული გატკინა, მაგრამ ეს მისი კი არა, პირველ რიგში, საკუთარი თავის გამო უნდა გააკეთოთ. წყენა არის საწამლავი, რომელსაც შიგნით ატარებთ. ჩვეულებრივმა ადამიანმა შეიძლება ის წლობით ატაროს, თქვენ კი — ვერა. ის სულ რამდენიმე კვირაში დაგაზიანებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „ანომალიური სიცხის შესახებ გავრცელებული ხმები ტყუილია“ - კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას მიმართავს

⭕ „მშვენიერო და ულამაზესო“ - რა კადრებს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

⭕ „შეეცადეთ, მოერიდოთ თამამ დაპირებებს“ - იუპიტერის ერთ წლიანი ტრანზიტი ლომში: აკაკი გოგოლაძეს ასტროპროგნოზი

წყარო: funtime.ge