Digest Logo

🎥 „ოჯახში მატება, ქორწინება და ვარსკვლავური პერიოდი“ - პლანეტა იუპიტერი 1 წლით კირჩხიბში გადავიდა - რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს 12-ვე ნიშანი აღნიშნული ტრანზიტიდან?

1749817237
 მიხეილ ცაგარელი

იუპიტერი 2025 წლის 12 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე კირჩხიბში გადავიდა, რაც ასტროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ტრანზიტია.

იუპიტერი, რომელიც ცნობილია როგორც გაფართოების, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების პლანეტა, კირჩხიბში თავის ყველაზე ძლიერ მდგომარეობაშია - რასაც ასტროლოგიურად ეწოდება „ეგზალტაცია“ - ამ პერიოდში იუპიტერი უფრო ძლიერად მოქმედებს, რაც ზრდის მის დადებით გავლენებს.

კირჩხიბი არის წყლის ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან, ემოციურ უსაფრთხოებასთან და მზრუნველობასთან. ამიტომ, იუპიტერის გავლენა ამ ნიშანში ხელს უწყობს შინაგან ზრდას, ემოციურ განკურნებას და ურთიერთობების გაძლიერებას. 

საინტერესოა, რა გავლენა ექნება ამ პროცესს ზოდიაქოს ნიშნებზე? - ამ საკითხზე გადაცემაში „შუა დღე“ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს.

„იუპიტერი ეს არის გამარჯვების პლანეტა - გახარების, გამარჯვების და წარმატების პლანეტაა. წინა 1 წლის განმავლობაში ეს პლანეტა იმყოფებოდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო 12 მარტს გადავიდა კირჩხიბის ზოდიაქოში, სადაც 1 წლით დარჩება. ანუ კირჩხიბის ზოდიაქო მთავარი ფავორიტი ხდება შემდეგი 1 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ყველაზე დიდი წარმატება მოდის სამშობლოში და ოჯახში.

ამ ერთი წლის განმავლობაში იქნება ოჯახში მატება, ასევე არის ოჯახის შექმნის ტენდენციაა, ეს ეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, ასევე თუ გინდათ ბინის ყიდვა, ან გაყიდვა კარგი პერიოდი ამისთვის, ასევე მემკვიდრეობითი საკითხების მოსაგვარებლადაც. ასეთი პერიოდი 12 წელიწადში ერთხელ ხდება“, - ამბობს ასტროლოგი. 

რა გავლენა ექნება ამ პროცესს ზოდიაქოს ნიშნებზე 👇

ვერძი

თქვენ უნდა იყოთ სამშობლოში, აქ არის თქვენი წარმატების დიდი შანსი. კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად, თუ ოჯახი გყავთ და სიტუაციის გასაუმჯობესებლად. მატებისთვის და გამრავლებისთვის კარგი პერიოდია.

კურო 

სამყარო გირჩევთ იმოძრაოთ და გქონდეთ მეტი კომუნიკაცია და სწავლას დაუთმოთ დრო. გაქვთ საშუალება გააუმჯობესოთ ურთიერთობა ყველასთან. იყავით აქტიურები, იმოგზაურეთ და გამოიყენეთ ეს პერიოდი, მეტი მოძრაობა.

ტყუპები 

ფინანსური წარმატების წელია, შეიძლება ძველი საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, იქნება პრემიები და ბონუსები.

კირჩხიბი 

მთავარი ფავორიტი ხართ თქვენ, 20 ივნისს მზე გადმოდის თქვენში და დაიწყება თქვენი დრო. გაქვთ არნახული შანსები და აუცილებლად გამოიყენეთ, იაქტიურეთ და შეაწუხეთ ხალხი, ყველაფერი თქვენ მხარესაა. პერიოდი კარგია ქორწინებისთვის და ოჯახის შექმნისთვის.

ლომი 

თქვენ გიწევთ ენას კბილი დააჭიროთ, ყველაფერი ეცადეთ ხმაურის გარეშე გააკეთოთ. მოდის ფინანსური შესაძლებლობა, ახალი სიყვარულის და მოგზაურობის შანსები.

ქალწული 

ახლა თქვენ უნდა მოახდინოთ რეფორმები, გახსენით თქვენი სული და შემოუშვით სიახლეები, შეცვალეთ სტილი. თქვენგან საჭიროა მეტი სპონტანურობა.

სასწორი 

თქვენ გაქვთ დრო კარიერული განვითარების, საუკეთესო პერიოდია ამისთვის და ეცადეთ კარგი ურთიერთობა გქონდეთ კოლეგებთან და უფროსებთან. შეგიძლიათ გაიაროთ ცოდნის ამაღლების კურსები, შეიძლება მერე მიიღოთ ახალი თანამდებობა. შეიძლება მოხდეთ პოლიტიკის სფეროში, საბანაკოში ან მშენებლობის თემაში. იყავით მომთმენები და იცოდეთ რა არის თქვენი მიზანი.

მორიელი 

თქვენთვის მოგზაურობის პერიოდია, საუკეთესო დროა ამისთვის, აქ გაქვთ წარმატების შანსები მაღალი. ასევე კარგი იქნება უცხოელებთან კონტაქტი, კარგია ასევე უცხო ენის ათვისებისთვის. მოგეთხოვებათ ოპტიმიზმი, ამაზე დაყრდნობით იმარჯევებთ.

მშვილდოსანი

დააჭირეთ ენას კბილი, გააკეთეთ რაც საჭიროა და შემდეგ თქვით და არა წინდაწინ, როგორც თქვენ გიყვართ, დააჭირეთ ენას კბილი რომ კარგი პერიოდი იყოს. ერთიანი ბიზნეს პროექტისთვისაც კარგი პერიოდია. კარგი პერიოდია სპოსტისთვის, მედიცინისთვის. 

თხის რქა 

კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, შეიძლება იპოვეთ თქვენი ცხოვრების პარტნიორი. თუ ოჯახი გაქვთ ეს ყველაფერი ავა მაღალ დონეზე.

მერწყული

დალაგება დასუფთავების პერიოდი გაქვთ, დაალაგეთ პირადი ურთიერთობები, ცხოვრება და ყველაფერი გაცილებით კარგად იქნება. თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ მიხედოთ ამ ყველაფერს და გაუმჯობესდება ჯანმრთელობა. 

თევზები 

თქვენ შეგიძლიათ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, ხართ ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი, შეიძლება მცირე სირთულეები გქონდეთ 2 სექტემბრიდან წლის ბოლომდე და შემდეგ ესეც გაივლის და წამოვა დადებითი პერიოდი. სახელმწიფო სტრუქტურები, გამგეობები, არქიტექტურა, სამინისტროები გაქვთ წარმატების შანსები ამ სფეროში.

დაეყრდენით ინტუიციას და გახსოვდეთ სიყვარული, რომელსაც საქმეში ჩადებთ ორმაგად დაგიბრუნდებათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შორს ხელები ჩემი ოჯახიდან“ - ნატო გელაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს!

🎥 „ოფიციალურად გაქართველდა“ - მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა ქართული ღვინო ყანწით დააგემოვნა

⭕„მუცლით შავ მძიმე ლოდს დავატარებ... ივნისის ასეთ წვიმიან ღამეებში ძალიან მძიმდება და ტარება ძალიან მიჭირს“ - ემოციური მოგონება 13 ივნისს დაღუპულ გოგონებზე