24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
♈️ ვერძი: მთვარის ჰაეროვანი ტრანზიტი მეგობრების, თანამოაზრეებისა და დიდი მიზნების სფეროს ააქტიურებს. შესანიშნავი დღეა გუნდური მუშაობისთვის, ახალი იდეების განსახილველად და ყოველდღიურ ცხოვრებაში სიახლეების დასანერგად.
♉️ კურო: ყურადღების ცენტრში პროფესიული ამბიციები, სტატუსი და მიზნები მოექცევა. ორშაბათი მოქნილობასა და არასტანდარტული ნაბიჯებისთვის მზადყოფნას მოითხოვს. თამამად გააჟღერე ორიგინალური გადაწყვეტილებები ხელმძღვანელობა მათ აუცილებლად დააფასებს.
♊️ ტყუპები: მონათესავე ჰაერის სტიქია შთაგონების ძლიერ ნაკადს გაძლევს. შესანიშნავი დღეა სწავლისთვის, უცხოურ პროექტებზე მუშაობისთვის, მოგზაურობის დასაგეგმად და მსოფლმხედველობის გასაფართოებლად.
♋️ კირჩხიბი: ყურადღების ცენტრში საერთო რესურსები, ფინანსები და შინაგანი გარდაქმნები მოექცევა. ეს დღე დაგეხმარება ძველი შიშებისგან გათავისუფლებასა და მატერიალური ვალდებულებების სრულიად ახალი კუთხით დანახვაში.
♌️ ლომი: მთვარის ენერგიის პიკი პარტნიორობის სფეროზე მოდის. მერწყულში მთვარის ტრანზიტი სხვისი თავისუფლებისა და აზრის პატივისცემას მოითხოვს. პარტნიორებს მეტი სივრცე დაუტოვე და ურთიერთგაგებას მარტივად მიაღწევთ.
♍️ ქალწული: დროა, სამუშაო პროცესები მოაწესრიგო და ჯანმრთელობაზე იზრუნო. ორშაბათი ხელსაყრელია სასარგებლო ჩვევების დასამკვიდრებლად, ტექნიკის გასაახლებლად და ყოველდღიური გრაფიკის უკეთ დასაგეგმად.
♎️ სასწორი: ჰაეროვანი მთვარე შემოქმედების, სიხარულისა და შთაგონების სფეროს გაააქტიურებს! შესანიშნავი დღეა საკუთარი იდეების წარსადგენად, ფლირტისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისა და საყვარელი საქმიანობისთვის.
♏️ მორიელი: ყურადღება სახლის, ოჯახის და ცხოვრების მყარი საფუძვლისკენ გადაინაცვლებს. ხელსაყრელი დღეა სივრცის მოსაწყობად, ინტერიერის გასაახლებლად და ახლობლებთან გულწრფელი საუბრისთვის.
♐️ მშვილდოსანი: სწრაფი, ნათელი და გახსნილი ინფორმაციული ნაკადი გელოდება. შეხვედრები, მგზავრობა და ახალი ნაცნობობა უამრავ საინტერესო აზრს მოგიტანს. დაიჭირე მინიშნებები და სხვებსაც გაუზიარე შენი ოპტიმიზმი.
♑️ თხის რქა: წინა პლანზე პირადი ფინანსებისა და რესურსების საკითხები გამოდის. მთვარის მე-13 დღე დაგეხმარება, თანამედროვე მიდგომების, ტექნოლოგიებისა და არასტანდარტული იდეების დახმარებით შემოსავლის ახალი წყაროები აღმოაჩინო.
♒️ მერწყული: მთვარე შენს ნიშანში გადადის! შენი ორიგინალურობა, მაგნეტიზმი და ინტუიცია მაქსიმალურად ძლიერდება. შესანიშნავი დროა პირადი ინიციატივებისთვის, იმიჯის შესაცვლელად და საკუთარი პროექტებისადმი ყურადღების მისაპყრობად.
♓️ თევზები: დღე მშვიდი რიტმისკენ მოგიწოდებს. სასარგებლოა განმარტოება, ემოციური განტვირთვა, მედიტაცია ან სიმშვიდეში შემოქმედებითი საქმიანობა. ცოტა ხნით დაისვენე ზედმეტი ხმაურისა და აურზაურისგან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „უბრალოდ დრო არ მყოფნის!: საიდან იწყება ეს სინდრომი?“ - რას წერს ქეთი ოდიშელი
⭕ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა
⭕„ურთიერთობის ოქროს წესი – ეს არის სიმდაბლე და მორჩილება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე