Digest Logo

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა

1787506625
საქართველოს ნაკრებმა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი რვა ქულით მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე 10-წუთიან მონაკვეთში ჩამორჩენა აღმოფხვრა, 26:16 მოიგო და პირველი ტაიმი „ჯვაროსნების“ სასარგებლოდ დასრულდა – 43:41.

დარჩენილი ორი მეოთხედში შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა დასკვნით მეოთხედში უფრო ზუსტად ქართველმა კალათბურთელებმა ითამაშეს და საბოლოოდ შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 101:90

ისრაელთან მატჩი „ჯვაროსნებისთვის“მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებამდე გენერალური რეპეტიციაა იყო.

მომდევნო მატჩები „ჯვაროსნებს“ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აქვთ – 28 აგვისტოს თბილისში, მონტენეგროს ნაკრებს ეთამაშებიან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას შეხვდებიან – ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ალექსანდრე მერკვილაძე (2 ქულა), მარკიზ რიდი (5 ქულა), რატი ანდრონიკაშვილი (12 ქულა), სანდრო მამუკელაშვილი (20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი), დუდა სანაძე (11 ქულა), გიორგი ტურძილაძე (4 ქულა, 3 მოხსნა), გიორგი კორსანტია (2 მოხსნა), ალექსანდრე ფევაძე (3 ქულა), თორნიკე შენგელია (17 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი), გოგა ბითაძე (22 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი), გიორგი ოჩხიკიძე (5 ქულა).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ურთიერთობის ოქროს წესი – ეს არის სიმდაბლე და მორჩილება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „მეტად ხელსაყრელი პერიოდია...“ - მზე ქალწულის ნიშანში: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

⭕ „აქვს უნიკალური უნარი, იზრუნოს სხვებზე...“ - მზის კარმული შეერთება დაღმავალ კვანძთან და ქალწულში ინგრესია: რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

წყარო: 1tv.ge