ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ოქროს წესი – ეს არის სიმდაბლე და მორჩილება.
არ შეიძლება, რომ თითი ებრძოდეს ყურს,
თვალი ებრძოდეს ცხვირს,
ისე ცხოვრობენ ეს უჯრედები და ეს ორგანოები, რომ ერთმანეთს აცოცხლებენ,
ერთმანეთს ეხმარებიან...
ჩვენ თუ ერთი ორგანიზმი ვართ,
უნდა გვქონდეს ოქროს წესი სასუფევლის მოქალაქეობის, ღმერთის ოჯახის წევრობისა – ეს არის სიმდაბლე, სიმშვიდე, მორჩილება, გულმოწყალება, მიმტევებლობა, ერთმანეთის უძლურების ტვირთვა,
ძალიან მნიშვნელოვანია ეს;
და ყველაფერი კონცენტრირებულია სათნოებაში, რომელსაც ჰქვია სიმდაბლე.
მთლიანად ეკლესია ხომ ტაძარია ღმრთისა,
მაგრამ თითოეული ჩვენგანიც ტაძარია ღმრთისა,
და ჩვენ ერთად ვქმნით ღმრთის სამკვიდრებელს;
უბრალო ჭანჭიკი კი არ ხარ, რომ ან ასე იქნები, ან ისე - არა, ღვთის ტაძარი ხარ!
თითოეული ჩვენგანი პასუხს აგებს არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ ერთმანეთის წინაშეც,
ეს არის ქრისტიანული მისტიკა,
სხვა ქრისტიანობა, ძმებო და დებო – არ არსებობს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მეტად ხელსაყრელი პერიოდია...“ - მზე ქალწულის ნიშანში: ქეთი ოდიშელის პროგნოზი