ყველასათვის საყვარელი პოეტი, ტარიელ ხარხელაური 11 დეკემბერს 80 წლის გახდა.
მან საზოგადოებისგან უამრავი მილოცვა მიიღო, რის გამოც სოციალურ ქსელში პოეტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველებს მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, ტარიელ ხარხელაურმა მისი დაბადების თარიღი დააზუსტა:
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღევანდელი დღე მომილოცა.
დავიბადე 1945 წლის 11 დეკემბერს. როგორც ვაჟამ თქვა, სანამ ცოცხალი ვარ, გაასწორეთ ჩემი დაბადების თარიღი, მე დავიბადე 1862 წელს, 14 მაისს.
რომ აღარ გახდეს საეჭვო და სალაპარაკო, მინდა, ყველამ იცოდეს ჩემი დაბადების ზუსტი თარიღი - 11 დეკემბერი, 45 წლის.
უღრმესი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რითაც დღევანდელ დღემდე მატარეთ. მადლობა, რომ არასოდეს დამაყვედრეთ სიყვარული. ის სიყვარული, რომელმაც წუთისოფელი გამიხანგრძლივა, ყველა ტკივილი გამიქარწყლა. რომ არა თქვენ, მე დღეს არაფერი ვიქნებოდი“, - ამბობს ტარიელ ხარხელაური.
ასევე დაგაინტერესებთ: