მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ვრცელ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარ შინაგან სამყაროზე, ბედნიერებასა და ახლობლებისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ის „ბედნიერი დაიბადა“ და მისი ცხოვრება სავსეა სინათლით, სიხარულით, ბალანსითა და წარმატებით. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ერთადერთი, რაშიც თავს უძლურად გრძნობს, მისი გარემოცვის ადამიანებია – ისინი, ვისაც ძალიან უყვარს, მაგრამ ვერ ეხმარება:
„აბა რა გითხრათ, მეგობრებო!
მე დავიბადე ბედნიერი, ჩემში ცხოვრობს და არსებობს უდიდესი ძალა სინათლის, კარგად ყოფნის და ბედნიერების!
ყოველთვის და ყველა სიტუაციაში ჩემი შინაგანი მდგომარეობა უპირატესობას პოულობს სიამოვნებაში, სიხარულში, თვითდაჯერებაში, კარგად ყოფნაში, წარმატებაში, ბალანსში და ზოგადად ყველანაერ ბედნიერებაში!
ერთადერთი რასაც ვერ ვეხები, მინდა, მაგრამ ვხვდები, რომ უძლური ვარ, მათ წინაშე, ეს არის ხალხი ვინც ჩემს გარშემოა! ადამიანები, რომლებიც უზომოდ მიყვარს და თან ვერაფრით ვერ ვეხმარები, რადგან ვიცი, რომ რაც არ უნდა გადამდები იყოს ჩემი ბედნიერი ცხოვრება, მე ვერავის ვერ შევცვლი, რადგან ყველა ადამიანში არსებობს საკუთარი მისი ბედი და გასაღები ბედნიერებისაკენ, რომელიც მისივე ხელშია!
არ მიყვარს არავის შეწუხება, ზედმეტად ჩემი პერსონის თავზე მოხვევა! ვარ ჩემთვის და საკუთარ შინაგან მესთან მაქვს მარადიული დიალოგი! მიხარია, ვაკვირდები, ვზეიმობ ცხოვრებას და ყოველი წამის მადლიერი ვარ!
სიყვარული???
ყველაზე უდიდესი გრძნობა რაც განმიცდია ოდესმე, ეს არის სიყვარული და ვინც არ უნდა მიყვარდეს, ეგეც კარგად ვიცი, რომ იმ ერთადერთის არის ყველა გრძნობა და ყველაფერი! შემქმნელის! უზენაესი არქიტექტორის! ამიტომაც თუ ოდნავ განცდა შემოდის ჩემს გულში, ეგრევე ვიწყებ ხელოვნების შექმნას და ავტომატურად უძღვნი ყველაფერს ჩემს ყველაზე დიდ სიყვარულს - ღმერთს! რა და ვინ არის ღმერთი? ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნების შეგრძნება, რომელიც არსებობს ჩვენს გულებში!
მთელი ჩვენი ცხოვრება არის სიამოვნება, სიხარული, სიყვარული და მხიარული წინ სწრაფვა შემქმნელისაკენ! ასე, რომ მეგობრებო ჩემო უსაყვარლესებო, მიხარია, რომ მყავხართ, მერე რა, რომ შორს, სამაგიეროდ გულთან ახლოს!
ასე, რომ გზა მაინც რთულია და დიდი, რთულია მარტო იმიტომ,რომ ვერაფრით ვერ ვეხმარები ახლობლებს, მინდა გაუნაწილა ჩემი ბედნიერება, ვაჩუქო, მაგრამ არაფრით არ გამომდის, თითქოს უკუტალღასავით გაცემული დადებითი ენერგია ისევ მე მიბრუნდება, ამიტომ, რა თქმა უნდა განვიცდი, გული მტკივა, როდესაც მინდა საყვარელ ადამიანს დავეხმარო, მაგრამ ვხვდები, რომ მე მის ბედნიერებაში უძლური ვარ! გადის დრო და გააქვს ყველაფერი...
ბევრი მიფიქრია, რატომ ასეთი შინაგანი ბედნიერების მქონე ადამიანს, რატომ მხვდებიან განსაცდელში მყოფი სხვა ახლობლები... ალბათ ყველაფერი კარმული კოდების ბრალია... ეგეც გაივლის!
მე კი ერთადერთი რეალური ბედნიერება შემიძლია გადმოგცეთ ჩემს სოლო კონცერტებში, ინტერვიუებში, სიმღერისა და დაკვრის დროს! იქ სადაც ჩემი ვიბრაცია სუნთქავს თავისუფლად და ამ სუნთქვის თანამონაწილეებად ხდით თქვენ! ჩემს მსმენელს!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: