Digest Logo

პლანეტა ვენერა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადადის: როგორ იმოქმედებს ტრანზიტი ზოდიაქოს ნიშნებზე - ნინა ხომერიკის ასტროპროგნოზი

1783601332
ნინა ხომერიკი

9 ივლისს, პლანეტა ვენერა გადადის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც დარჩება 6 აგვისტოს ჩათვლით. ის არის სიყვარულის, სილამაზის, ფუფუნების, ურთიერთობების, კეთილდღეობის, ფინანსებისა და ყველა მიწიერი სიამოვნების მომცემი პლანეტა და თითქმის მთელი თვის განმავლობაში, ვენერა იდგება პრაქტიკულ, რაციონალურ, მიწიერ და სკრუპულოზური თვისებების მქონე ნიშანში ქალწულში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პლანეტას მოაქვს სიყვარული, ბედნიერება და ფინანსები, მისი გავლენა, ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის მაინც ინდივიდუალურია.

ასტროლოგიურად რაციონალურ და სკურპულოზურ ქალწულში ვენერა სუსტია და განიხილება როგორც ყურადღების გადატანა პრაქტიკულობაზე, წესრიგსა და დეტალებზე ურთიერთობებში, ფინანსებსა და ესთეტიკურ ნაწილში.

ამ ტრანზიტს ხშირად უკავშირებენ:

ურთიერთობები – საჭიროებს მეტ ყურადღებას, ყოველდღიურ ზრუნვასა და ქმედებებით სიყვარულის გამოხატვას. ადამიანები შეიძლება უფრო შერჩევითები გახდნენ პარტნიორის ან ახალი ნაცნობების მიმართ;

• საქმე და სამუშაო – ეს ტრანზიტი, ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევა სამუშაო პროცესების მოწესრიგებისთვის, უნარების დახვეწისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად;

ფინანსები – იზრდება მიდრეკილება გონივრული ხარჯვის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებებისკენ;

• სილამაზე და ჯანმრთელობა – აქტუალური ხდება ბუნებრივი სილამაზე, კანის მოვლა, კვება და ჯანსაღი ჩვევები.

გამოწვევები – ზოგჯერ შეიძლება მეტად გაძლიერდეს პერფექციონიზმი, საკუთარი თავის ან სხვების კრიტიკა და ზედმეტი ანალიზი, რაც ურთიერთობებსა და გადაწყვეტილებების მიღებას გაართულებს.

პირველი სფერო, რომელსაც ვენერა მართავს - არის სიყვარული, ურთიერთობები, რომანტიზმი და ამ შემთხვევაში ქალწულის პრაგმატიზმი, რაციონალური აზროვნება, სკურპულოზობა და პასუხისმგებლობის გრძნობა გადაწონის ამ ემოციებს და ამ ტრანზიტის განმავლობაში, თუ თქვენი პარტნიორი არ გეტყვით ლამაზ სიტყვებს და არ გაგიკეთებთ ლამაზ ჟესტებს, მაგრამ პირობითად შეიძენს თქვენთვის ქუდს, რომ დაგიცვათ მზისაგან, ან იზრუნებს თქვენი კომფორტის შექმნაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სერიოზული გრძნობები აქვს თქვენს მიმართ.

ქალწულში ვენერას ტრანზიტი არ გულისხმობს ლამაზ ჟესტებს, ასეთ დროს ჩვენ ვავლენთ ჩვენს გულწრფელ ინტერესსა და სიყვარულს ყოველდღიური მარტივი ზრუნვით. ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ სიყვარული, კრიტიკის საშუალებითაც და ზოგადად ამ ტრანზიტის პერიოდში, კრიტიკა მნიშვნელოვანი მარკერია პარტნიორული ურთიერთობებისთვის.

ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან იყვნენ ზედმეტად პრეტენზიულები და მომთხოვნები იმ ადამიანების მიმართ ვინც გვიყვარს. იდეალური პერიოდია მათთვის, ვინც იცის რას ეძებს, ან რა უნდა, რომ ჰქონდეს პირად ურთიერთობაში.

ამ პერიოდში დაწყებულ ახალ ურთიერთობებს, ექნებათ მთელი რიგი მახასიათებლები, მაგალითად:

• რაც შეეხება პირადს, ეს პერიოდი იდეალურია მათთვის, ვინც ზუსტად იცის რა სურს, მათთვის, ვინც გააცნობიერა, რომ სიყვარული არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთად ვიცხოვროთ და რომ ყოველდღიური თანაცხოვრება, ერთგვარი სამსახურია.

ახლა იდეალური პერიოდია იმისთვის, რომ შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც კომფორტულად იგრძნობთ თავს, მაგრამ ვენერა ქალწულში, ტრანზიტის დროს დაწყებულ ურთიერთობებს არ ახასიათებს პეპლები მუცელში და თუ რომანტიკასა და ვნებას ეძებთ, მაშინ ახლა დაწყებული ურთიერთობები, მოგვიანებით შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ადამიანი არ გამოიწვევს გაღიზიანებას ყოველდღიურობაში, იქნებით მშვიდად და იმედიანად. გაცნობა შესაძლოა მოხდეს სამსახურებრივი ან საყოფაცხოვრებო მოვალეობების შესრულების დროს.

• რაც შეეხება საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებს, იდეალური პერიოდია შეხვდეთ და დაუახლოვდეთ თქვენთვის სასარგებლო ადამიანებს, ახალი თანამშრომლობის დასაწყებად. ქალწულის ნიშანი მართავს ჯანმრთელობის და საკუთარ თავზე ზრუნვის სექტორს, ხოლო ვენერა არის თვითკმაყოფილებისა და სილამაზის სიმბოლო, ამიტომ, ამ ტრანზიტის დროს, იდეალური იქნება დაკავდეთ საკუთარი თავის გალამაზებით, ჩაიტაროთ სხვადასხვა სახის პროცედურები, პროფილაქტიკური მკურნალობა, გაიკეთოთ კვლევები ან გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.

ეს არის სასარგებლო და პრაქტიკული მინიმალიზმის პერიოდი, მაგალითად ასეთ პერიოდში შესაძლოა არ შეარჩიოთ ლამაზი და მომხიბვლელი გარემოს გამო სასტუმრო, არამედ აირჩიოთ, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, მაგალითად: იქ არსებული სპორტული აქტივობების, დიეტური კვების, საჭირო პროცედურების და ა.შ. გარემოებების გამო. ვენერა, ასევე არის ჩვენი გემოვნების, უპირატესობების, არჩევანის და სიმპათიის სიმბოლო, აგრეთვე გვაჩვენებს რა მოგვწონს ადამიანებში, როგორი არომატის სუნამო ან როგორი საკვები გვიყვარს და ასეთი ტრანზიტის დროს, ჩვენ ვხვდებით მეტად რაციონალურები, მაგალითად: ტანისამოსში არ ვიყენებთ ზედმეტ აქსესუარებს, ვიკეთებთ მინიმალური რაოდენობის სამკაულს, კოსმეტიკას, უპირატესობას ვანიჭებთ პრაქტიკულ და სასიამოვნო ქსოვილისგან შექმნილ ტანისამოსს, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს ცნობილი ბრენდის.

თუ ამ პერიოდში გეგმავთ სარემონტო სამუშაოების გაკეთებას, უპირატესობას მიანიჭებთ გრძელვადიან და პრაქტიკულ მასალებს, გააკეთებთ ისეთ შენაძენებს, რაც აუცილებელია წესრიგის ორგანიზებისა და შენარჩუნებისთვის, მაგალითად: ორგანაიზერი, სერვისი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.

ქალწულის ზოდიაქო არის პერფექციონიზმის სიმბოლო, ამიტომ ასეთ დროს არ არის საჭირო იფიქროთ უმნიშვნელო ხარვეზებზე, ნუ მისცემთ საშუალებას პატარ-პატარა ნიუანსებს გაფანტოს თქვენი ყურადღება და ეცადეთ გაცნობიერებულად იყოთ ტოლერანტული ყველას და ყველაფრის მიმართ.

კარგი პერიოდია შინაური ცხოველის მოსაყვანად, მათზე საზრუნავად და სურვილის გაჩენის შემთხვევაში ტატუირების გასაკეთებლად. ვერძი: ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-6-ე სახლში და ეს პერიოდი ძირითადად ყოველდღიურ ცხოვრებას, სამუშაოს, ჯანმრთელობასა და რუტინას უსვამს ხაზს.

ვერძისთვის ეს ტრანზიტი ხშირად ნიშნავს: 

❤️ სიყვარული – გრძნობები უფრო საქმით გამოიხატება, ვიდრე სიტყვებით. ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ხდება ერთმანეთის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმეებში. თუ მარტოხელა ხარ, ახალი ნაცნობობა შესაძლოა სამსახურთან, სწავლასთან ან ყოველდღიურ გარემოსთან იყოს დაკავშირებული;

💼 სამუშაო – კარგი დროა სამუშაო პროცესების მოწესრიგებისთვის, ახალი უნარების შესაძენად და დეტალებზე კონცენტრირებისთვის; 

💰 ფინანსები – სასარგებლოა ბიუჯეტის გადახედვა, ზედმეტი ხარჯების შემცირება და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება;

🌿 ჯანმრთელობა – ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევა კვების, ვარჯიშისა და ყოველდღიური ჩვევების გაუმჯობესებისთვის;

• ⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ:

შესაძლოა გახდეთ მეტად კრიტიკული საკუთარი თავის ან სხვების მიმართ, გაჩნდება ყველაფრის იდეალურად გაკეთების სურვილი. ხშირ შემთხვევაში უკეთესი შედეგი მოაქვს ადაპტირებას, ვიდრე სრულყოფილების დევნას.

• 9–10 ივლისი – კარგი პერიოდია ახალი წესების, სამუშაო გეგმის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩვევების დასაწყებად;

• 13 ივლისი (+/- 1დღე) – მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს სამსახურში ან კოლეგებთან ურთიერთობაში, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს;

• 24 ივლისი (+/- 1დღე) – ხელსაყრელი პერიოდია სამუშაო საკითხების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებებისთვის და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად;

• 29 ივლისი (+/- 1 დღე) – შესაძლოა გაიზარდოს დატვირთვა ან დაღლილობა, ეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის. თუ ვერძი ASC გაქვს (და არა მხოლოდ მზის ნიშანი), ეს ტრანზიტი ხშირად კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება სამუშაოს, ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებს.

კურო:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-5-ე სახლში და ის ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო ტრანზიტია, რადგან ვენერა კუროს მმართველი პლანეტაა, ამიტომ მისი გადაადგილება ხშირად განსაკუთრებით შესამჩნევად აღიქმება. კუროსთვის ეს ტრანზიტი ხშირად ნიშნავს:

• ❤️ სიყვარული და რომანტიკა – გაიზრდება რომანტიკული განწყობა და შესაძლებლობები, ურთიერთობებში იგრძნობთ მეტ სტაბილურობას და გულწრფელ ზრუნვას. თუ თავისუფალი ხარ, მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რაც შეიძლება ჰობის, შემოქმედებითი საქმიანობის ან დასვენების დროს შედგეს.

• 🎨 შემოქმედება – ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი პროექტებისთვის, საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და ესთეტიკურ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.

• 😊 სიამოვნება და თვითგამოხატვა – მეტი სურვილი გაგიჩნდებათ აკეთოთ ის, რაც სიხარულს განიჭებთ, თუმცა უფრო პრაქტიკული და გააზრებული მიდგომით.

•👶 ბავშვები და ოჯახი – ზოგიერთისთვის ეს პერიოდი შეიძლება სასიამოვნო მოვლენებთან, ბავშვებთან ან ოჯახურ ბედნიერებასთან იყოს დაკავშირებული.

• 💰 ფინანსები – გაჩნდება შესაძლებლობა მიიღოთ მეტი სარგებელი, შემოქმედებითი საქმიანობიდან ან ჰობიდან, თუმცა მაინც აუცილებელია დაგეგმოთ და გაწეროთ თქვენი ხარჯები.

⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ:

ზედმეტმა პერფექციონიზმა ან დიდმა მოლოდინებმა შეიძლება ხელი შეუშალოს სიამოვნების სრულად მიღებას.

• 9–10 ივლისი – კარგი პერიოდია ახალი რომანტიკული ან შემოქმედებითი იდეების დასაწყებად;

• 13 ივლისი (+/- 1 დღე) – სიყვარულსა და ფინანსებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.

• 24 ივლისი (+/- 1 დღე) – ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია შეხვედრებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობებისთვის.

• 29 ივლისი (+/- 1 დღე) – შესაძლებელია მოიმატოს ემოციებმა და სპონტანურმა ხარჯებმა ან ეჭვიანობამ არ განსაზღვროს თქვენი მომავალი გადაწყვეტილებები.

თუ კუროს ASC გაქვს (და არა მხოლოდ მზის ნიშანი), ეს ტრანზიტი ხშირად კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება სიყვარულს, რომანტიკას, შემოქმედებითობასა და თვითგამოხატვას.

ტყუპები:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-4-ე სახლში და ამ პერიოდში, მთავარი აქცენტი გადადის სახლზე, ოჯახზე და ემოციურ სტაბილურობაზე. ტყუპებისთვის ეს ტრანზიტი ხშირად ნიშნავს:

• 🏡 სახლი და ოჯახი – კარგი პერიოდია სახლის მოწესრიგებისთვის, ინტერიერის განახლებისთვის, ოჯახთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და კომფორტის შესაქმნელად.

• ❤️ ურთიერთობები – გაიზრდება თქვენი სურვილები და მოთხოვნილება დაალაგოთ, მშვიდი, უსაფრთხო და სანდო ურთიერთობები. განსაკუთრებით სასარგებლო და კარგია თუ გექნებათ პარტნიორთან გულწრფელი საუბარი.

• 💰 ფინანსები – შეძლებთ მიმართოთ თანხები სახლის, რემონტის ან ოჯახური საჭიროებებისკენ, გელოდებათ სასარგებლო ხარჯები.

• 🌿 ემოციური კეთილდღეობა – გაგიჩნდებათ მოთხოვნილება მეტი დრო გაატარო სახლში, ახლობლებთან ან ისეთ გარემოში, სადაც თავს დაცულად იგრძნობთ.

• ⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ: შესაძლებელია მეტად მოგეძლოთ ფიქრი წვრილმანებზე ან გაიზარდოს ოჯახის წევრების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, რაც უნდა აკონტროლოთ და ერიდოთ, უმჯობესი იქნება ყურადღება მიაქციოთ სხვა ადამიანების მხრიდან თქვენს მიმართ მხარდაჭერისა და ურთიერთგაგების სურვილს.

• 9–10 ივლისი – კარგი პერიოდია სახლის მოწესრიგებისთვის, ოჯახურ საკითხებზე საუბრისა და ახალი გეგმების დასაწყებად; • 13 ივლისი (+/- 1 დღე) – მოერიდეთ იმპულსურ რეაქციებს ოჯახის წევრებთან ან საცხოვრებელ საკითხებთან დაკავშირებით;

• 24 ივლისი (+/- 1 დღე) – ხელსაყრელი პერიოდია შერიგებისთვის, ოჯახური შეხვედრებისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა და სახლის განახლებისთვის;

• 29 ივლისი– შეიძლება იმატოს ემოციებმა, ეცადეთ მშვიდად მოაგვაროთ ოჯახური უთანხმოებები. თუ ASC ტყუპებში გაქვს (და არა მხოლოდ მზის ნიშანი), ეს ინტერპრეტაცია კიდევ უფრო ძლიერად ვლინდება.

კირჩხიბი:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-3-ე სახლში და ეს პერიოდი დაკავშირებულია კომუნიკაციასთან, სწავლასთან, ახლო გარემოსთან და ახალი კონტაქტების დამყარებასთან. კირჩხიბისთვის ამ ტრანზიტს ხშირად უკავშირდება:

• 💬 კომუნიკაცია – მეტად გაგიადვილდებათ გრძნობებისა და აზრების მშვიდად, პრაქტიკულად და გულწრფელად გამოხატვა. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი საუბრებისა და შეთანხმებებისთვის, მოკლე მოგზაურობებისთვის, საბუთების მოსაგვარებლად და ასაღებად.

• ❤️ სიყვარული – შესაძლებელია ინტელექტუალური და გულწრფელი საუბრებიდან დაიწყოს რომანტიკული ურთიერთობები. ურთიერთობებში მნიშვნელოვანი და საყურადღებო ხდება ყოველდღიური ურთიერთგაგება.

• 📚 სწავლა და განვითარება – კარგი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად, კურსების დასაწყებად, წერისთვის, გამოცდებისთვის ან პირადი უნარების გასაუმჯობესებლად.

• 🤝 ახლობლებთან ურთიერთობა – მეტი სიახლოვეა მოსალოდნელი და-ძმებთან, მეზობლებთან ან უახლოეს გარემოცვასთან.

• 💰 საქმე და ფინანსები – ხელსაყრელი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, საბუთებთან სამუშაოდ, წარმატებულია ისეთი სახის მცირე პროექტები და საქმიანობა, სადაც კომუნიკაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ:

არ ფოკუსირდეთ წვრილმანებზე, დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს და ნუ გააკეთებთ ფუჭ ანალიზებისა და დასკვნებს.

• 9–10 ივლისი – კარგი პერიოდია ახალი სასწავლო კურსის, პროექტის ან მნიშვნელოვანი საუბრის დასაწყებად;

• 13 ივლისი (+/- 1 დღე) – მოერიდეთ ნაჩქარევ განცხადებებს, კამათს ან დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას;

• 24 ივლისი (+/- 1 დღე) – ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, ინტერვიუებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შერიგებისთვის.

• 29 ივლისი (+/- 1 დღე) – შესაძლოა თქვენი ემოციური დაძაბულობა კონფლიქტში გაიზარდოს; ეცადეთ ყურადღებით მოუსმინოთ სხვებს და არ იჩქაროთ პასუხის გაცემა. თუ ASC კირჩხიბში გყავთ, ამ ტრანზიტის გავლენა ხშირად უფრო ძლიერად ვლინდება, რადგან პირადი ჰოროსკოპის კონკრეტულ სფეროს ეხება.

ლომი:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-2-ე სახლში და ამ პერიოდში ყურადღება გადადის ფინანსებზე, პირად ღირებულებებსა და სტაბილურობის შექმნაზე. ლომისთვის ეს ტრანზიტს უკავშირდება:

• 💰 ფინანსები – ხელსაყრელი პერიოდია ბიუჯეტის მოწესრიგებისთვის, შემოსავლების ახალი გზების ძიებისა და პრაქტიკული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.

• ❤️ ურთიერთობები – სიყვარულში მნიშვნელოვანი ხდება ნდობა, საიმედოობა და ურთიერთზრუნვა, ამ პერიოდში დიდი ჟესტების ნაცვლად, ყოველდღიური ყურადღება უფრო მეტად დაფასდება.

• 🌱 თვითშეფასება – კარგი პერიოდია, რეალურად შეაფასოდ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები და გაზარდოთ თავდაჯერებულობა.

• 🎨 სილამაზე და კომფორტი – ასეთ დროს უპირატესობას მიანიჭებთ ხარისხიან და ამავდროულად პრაქტიკულ ნივთებს, მეტ ყურადღებას დაუთმობთ კანის, თმისა და სხეულის მოვლას, ახალი რუტინის დანერგვით.

• 💼 საქმე – განსაკუთრებით დაგეხმარებათ შედეგების მიღწევაში, მოთმინება, სიზუსტე და დეტალებზე ყურადღება.

• ⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ:

შესაძლოა გაძლიერდეს თვითკრიტიკა ან ფინანსურ საკითხებზე გადაჭარბებული ფიქრის ტენდენცია. გაიდიალიზირების გადამეტებულმა სურვილმა, შეიძლება შეაფერხოს გადაწყვეტილებების მიღება ან გამოიწვიოს ზედმეტი სტრესი.

• 9–10 ივლისი – კარგი პერიოდია გადახედოთ საკუთარ ბიუჯეტს და დასახოთ ფინანსური მიზნები.

• 13 ივლისი (+/- 1 დღე) – მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებსა და დაუფიქრებელ ფინანსურ გადაწყვეტილებებს;

• 24 ივლისი (+/- 1 დღე) – კარგი პერიოდია ხელფასზე, ანაზღაურებაზე, ფინანსურ შეთანხმებებსა და მნიშვნელოვან შესყიდვებზე მოლაპარაკებისთვის;

• 29 ივლისი (+/- 1 დღე) – შესაძლოა გაიზარდოს ფინანსების ხარჯვის სურვილი და ეცადეთ, ემოციებმა არ განსაზღვროს თქვენი ბიუჯეტი. თუ ASC ლომის გაქვს (და არა მხოლოდ მზის ნიშანი), ეს ტრანზიტი კიდევ უფრო მკვეთრად უკავშირდება პირად რესურსებს, შემოსავალსა და თვითშეფასებას.

ქალწული:

ვენერას ტრანზიტი, თქვენს პირველ სექტორში ხვდება და ასეთ დროს ყურადღება განსაკუთრებით თქვენს პიროვნებაზე, გარეგნობაზე, ურთიერთობებსა და თვითშეფასებაზე გადადის. ქალწულისთვის ეს ტრანზიტი უკავშირდება:

• ✨ პიროვნული მომხიბვლელობა – შეიძლება თავი უფრო თავდაჯერებულად და მიმზიდველად იგრძნოთ, მოექცევით ყურადღების ცენტრში და სხვებიც უფრო მეტად შეამჩნევენ თქვენს ხიბლსა და დახვეწილობას.

• ❤️ სიყვარული და ურთიერთობები – ხელსაყრელი პერიოდია ახალი ნაცნობობებისთვის ან არსებული ურთიერთობის გასაძლიერებლად. იზრდება ჰარმონიის, პატივისცემისა და გულწრფელი ზრუნვის სურვილი.

• 💄 გარეგნობა და სტილი – კარგი დროა იმიჯის განახლებისთვის, თმის სტილისა და ვარცხნილობის შეცვლისთვის, კანის მოვლისთვის ან გარდერობის პრაქტიკული და ხარისხიანი ნივთებით შევსებისთვის.

• 🌱 თვითშეფასება – შეძლებთ უკეთ დაინახოთ საკუთარი ძლიერი მხარეები და უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ პირად საჭიროებებს.

• 🎨 შემოქმედება და სიამოვნება – გაგიჩნდებათ სურვილი დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომელიც სიხარულს და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.

• ⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ:

შესაძლოა გაძლიერდეს პერფექციონიზმი, საკუთარი გარეგნობის ან ქცევის ზედმეტად კრიტიკული შეფასება და სურვილი, ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდეს, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება თქვენს ენერგიებზე.

• 9–10 ივლისი – კარგი პერიოდია საკუთარი თავის, იმიჯისა და პირადი მიზნების განახლებისთვის;

• 13 ივლისი (+/- 1 დღე) – მოერიდე იმპულსურ გადაწყვეტილებებს სიყვარულსა და ფინანსებში, გადაამოწმეთ ყველა დეტალი;

• 24 ივლისი (+/- 1 დღე) – ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ახალი ნაცნობობებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

• 29 ივლისი (+/- 1 დღე) – შესაძლოა იმატოს ვნებამ, ემოციებმა და მოუთმენლობამ, ეცადეთ მშვიდ ფონზე მიიღოთ გადაწყვეტილებები.

თუ ASC ქალწულის გაქვთ, ეს ტრანზიტი, კიდევ უფრო შესამჩნევად იმოქმედებს, რადგან პირველ სახლს უკავშირდება “მე“-ს, ინდივიდს, თვითგამოხატვასა და შთაბეჭდილებას, რომელსაც სხვებზე ვახდენთ. ზოგადად, ასტროლოგიაში ვენერა ქალწულში ქალწულისთვის ხშირად განიხილება როგორც პერიოდი, როდესაც შეგიძლია ყურადღება გადაიტანო საკუთარ განვითარებაზე, ჯანსაღ ჩვევებზე, ურთიერთობების დახვეწასა და იმაზე, რომ შენი ბუნებრივი თვისებები უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გამოხატო.

სასწორი:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე -12-ე სახლში და ეს პერიოდი უფრო შინაგან სამყაროს, დასვენებას, წარსულის დასრულებასა და ემოციურ გათავისუფლებას უკავშირდება. რადგან ვენერა სასწორის მმართველი პლანეტაა, მისი ტრანზიტი სასწორებზე ხშირად უფრო შესამჩნევ გავლენად ითვლება.

• ❤️ სიყვარული – გრძნობები და ემოციები უფრო დაფარული ან მშვიდი ხდება. გაგახსენდებათ და გადაფასდება წარსული ურთიერთობები, ახლა მოგინდებათ გრძნობების საქმით და ზრუნვით გამოხატვა.

• 💼 სამუშაო – კარგი იქნება თუ ამ პერიოში გამოეყოფით და განმარტოვდებით კოლექტივისგან, გადახვალთ ონლაინ სამუშაოზე ან მოიწყობთ ცალკე სივრცეს, მანამ, სანამ არ დაასრულებთ ძველ პროექტებს და არ დაიწყებთ მომავალი გეგმებისთვის ხმაურიანი მზადებას.

• 💰 ფინანსები – აუცილებელია გადახედოთ თქვენს ხარჯებს, მოაწესრიგეთ ვალები და ფინანსური ვალდებულებები და საჭიროა ისწავლოთ ფულის უფრო გონივრული მართვა.

• 🌿 ჯანმრთელობა – სასარგებლოა დასვენება, ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, სტრესის შემცირება და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.

• ⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ – შესაძლოა მოიმატოს მელანქოლიამ, მარტო დარჩენის სურვილმა, გადაჭარბებულმა თვითკრიტიკამ ან წარსულზე ფიქრმა. ძალიან მნიშვნელოვანია, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და არ წაუყენოთ საკუთარ თავს ზედმეტი მოთხოვნები.

9–10 ივლისი – მოსალოდნელია ენერგიის მატება და სურვილი, საკუთარ თავში ან გარეგნობაში რაღაც განაახლოთ;

13 ივლისი (+/- 1დღე) – შესაძლოა გაჩნდეს მოულოდნელი ცვლილებების პერიოდი ურთიერთობებში ან ფინანსურ საკითხებში და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას;

24 ივლისი (+/-1დღე) – ძალიან კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი ნაცნობობებისთვის;

29 ივლისი (+/- 1 დღე) – შესაძლოა გაძლიერდეს ვნება და ემოციები, მაგრამ ასევე მოიმატოს მოუთმენლობამ. ეცადეთ, არ გადააყოლოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ემოციებს.

თუ ASC სასწორში გაქვთ (და არა მხოლოდ მზის ნიშანი), ეს ტრანზიტი კიდევ უფრო ძლიერად შეიძლება აისახოს ქვეცნობიერ პროცესებზე, შინაგან განკურნებასა და ცხოვრების ერთი ეტაპის მშვიდად დასრულებაზე, რათა შემდეგი ციკლი უფრო თავდაჯერებულად დაიწყოთ.

მორიელი:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-11-ე სახლში და ეს პერიოდი ხშირად მეგობრებს, სოციალურ წრეს, სამომავლო გეგმებსა, სურვილების განხორციელებას, ახალ ნაცნობობებს, მხარდაჭერას, გუნდურ საქმიანობასა და მიზნების რეალიზაციას უკავშირდება.

• ❤️ სიყვარული – პირადი ურთიერთობები შესაძლოა დაიწყოთ ისეთ ადამიანთან, ვისთანაც გაკავშირებთ მეგობრობა ან გაქვთ საერთო ინტერესები. თუ უკვე იმყოფებით ურთიერთობაში, კარგი იქნება პარტნიორთან ერთად დასახოთ საერთო, სამომავლო გეგმები. მარტოხელა მორიელებს, მეგობრების, პროფესიული წრის ან ონლაინ სივრცის საშუალებით, ეძლევათ შანსი შეხვდნენ საინტერესო ადამიანს.

• 💼 სამუშაო – კარგი პერიოდია თანამშრომლობისთვის, ახალი კონტაქტების შესაქმნელად, გუნდურ პროექტებში მონაწილეობისა და პროფესიული წრის გაფართოებისთვის.

• 💰 ფინანსები – დამატებითი შემოსავლები დამოკიდებულია კოლექტიურ საქმიანობაზე, რომელსაც რეკომენდაციებით ან ძველი კონტაქტების დახმარებით მიიღებთ. ასევე კარგი იქნება დაგეგმოთ გრძელვადიანი ფინანსური მიზნები.

• 🌿 პიროვნული განვითარება – გაიზრდება თქვენი მოტივაცია ჩაერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, გააფართოვოთ ნაცნობების წრე და იმუშაოთ იმ ოცნებების განხორციელებაზე, რომლებიც დიდი ხანია გაქვთ.

• ⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ: არ აურიო მეგობრობა და მოლოდინები, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, მოერიდე ზედმეტ კრიტიკას, ფრთხილად აირჩიე, ვის ენდობით და წერილობით გააფორმეთ ფინანსური შეთანხმებები.

9–10 ივლისი – შეიძლება გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობა მეგობრული ან პროფესიული კავშირების საშუალებით;

13 ივლისი (+/- 1 დღე) – შესაძლოა წარმოიშვას გაუგებრობები მეგობრებთან ან კოლეგებთან, ეცადეთ არ გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები და მართოთ ემოციები;

24 ივლისის (+/- 1 დღე) – ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია შეთანხმებების, ახალი ნაცნობობებისა და შერიგებისთვის.

29 ივლისის გარშემო – შესაძლოა კონკურენცია ან განსხვავებული ინტერესები გამოიკვეთოს. სასურველია დიპლომატიურობა და მოქნილობა.

მშვილდოსანი:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-10-ე სახლში და ეს პერიოდი კარიერას, საზოგადოებრივ რეპუტაციას, პროფესიულ ურთიერთობებს, წინსვლას, აღიარებას, პროფესიულ შესაძლებლობებსა და მიღწევებს უკავშირდება. 

❤️ სიყვარული – პროფესიულ გარემოცვაში შესაძლოა გაიცნოთ საინტერესო ადამიანი ან თქვენს პირად ურთიერთობაზე დიდი გავლენა იქონიოს სამსახურმა და არსებულმა პასუხისმგებლობებმა. იმ მშვილდოსნებისთვის, ვისაც აქვს პირადი ურთიერთობები, კარიერული მიზნების განსახორციელებლად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორის მხარდაჭერა .

💼 სამუშაო – ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ახალი პასუხისმგებლობების მისაღებად და დაწინაურების შანსის გამოსაყენებლად.

💰 ფინანსები – შესაძლოა გაიზარდოს თქვენი შემოსავლები სამსახურის ან ახალი პროექტების დახმარებით. წარმატებული პერიოდია გრძელვადიანი ფინანსური გეგმების დასახვისთვის.

🌿 პიროვნული განვითარება – მოგემატებათ მოტივაცია ავტორიტეტისა და პროფესიული იმიჯის გასაძლიერებლად. კარგი იქნება თუ დასახავთ ამ პერიოდში ახალი მიზნებს.

⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ:

ნუ იჩქარებ კარიერული გადაწყვეტილებების მიღებას, შეინარჩუნეთ პროფესიონალიზმი, ფრთხილად მოეკიდეთ ფინანსურ ვალდებულებებს და ისწავლეთ მიიღოთ კონსტრუქციული კრიტიკა.

• 9–10 ივლისი – შესაძლოა გამოჩნდეს ახალი პროფესიული შესაძლებლობა ან საინტერესო შეთავაზება;

• 13 ივლისი (+/- 1 დღე) – სამსახურში ან ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას;

• 24 ივლისი (+/- 1დღე) – კარგი პერიოდია თუ დაგეგმავთ მოლაპარაკებებს, განაახლებთ ხელშეკრულებებს, გადადებულ საქმიან შეხვედრებს ან გასაუბრებებს;

• 29 ივლისი (+/- 1 დღე) – მოსალოდნელია დატვირთვის ან პასუხისმგებლობების ზრდა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი, პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის.

თხის რქა:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-9-ე სახლში და ეს პერიოდი უკავშირდება მოგზაურობას, განათლებას, პიროვნულ ზრდას, უცხოეთთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და ცხოვრებისეული ხედვის გაფართოებას, ახალ ცოდნას, შთაგონებას, მოგზაურობასა და პერსპექტივების გაფართოებას.

• ❤️ სიყვარული –მოგზაურობის, უცხოეთში სწავლის ან ზოგადად სხვა ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, შესაძლოა გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი, ხოლო ისინი, ვისაც უკვე ჰყავს მეორე ნახევარი, დადებით როლს ითამაშებს თქვენს ურთიერთობაში საერთო გეგმების, მოგზაურობის ან ახალი გამოცდილების დასახვა და გაზიარება;

• 💼 სამუშაო – ხელსაყრელი პერიოდია კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ახალი უნარების შესასწავლად, საერთაშორისო პროექტებისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად ან საქმიანი მოგზაურობების დასასახად.

• 💰 ფინანსები – შემოსავალების ზრდა მოსალოდნელია განათლების, უცხოეთთან, ონლაინ საქმიანობის ან პროფესიულ განვითარების საშუალებით. კარგი პერიოდია გრძელვადიანი ინვესტიციის საკუთარ ცოდნაში ჩასადებად.

• 🌿 პიროვნული განვითარება – გაიზრდება ცნობისმოყვარეობა, ოპტიმიზმი და სურვილი, გაიფართოვოთ ჰორიზონტი. ეს კარგი პერიოდია ახალი იდეების, ფილოსოფიისა და გამოცდილების მისაღებად.

⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ:

ნუ შეგეშინდება სიახლეების, გადაამოწმეთ მოგზაურობისა და სხვა მნიშვნელოვანი საბუთების დეტალები, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა, გააკეთეთ ინვესტიცია საკუთარ განვითარებაში, პატივი ეცით განსხვავებულ შეხედულებებს და შეინარჩუნეთ რეალისტური მოლოდინები.

• 9–10 ივლისი – შესაძლოა გამოჩნდეს საინტერესო სასწავლო, სამოგზაურო ან პროფესიული შესაძლებლობა;

• 13 ივლისი (+/- 1 დღე) – მოგზაურობასთან, საბუთებთან ან სწავლასთან დაკავშირებით მოერიდე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს;

• 24 ივლისის (+/-1დღე) – ეს პერიოდი კარგია გამოცდებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი შეთანხმებებისთვის;

• 29 ივლისის გარშემო – მოსალოდნელია გეგმების ცვილება ან დამატებითი პასუხისმგებლობების გაჩენა;

ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია ადაპტირება არსებულ რეალობასთან.

მერწყული:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-8-ე სახლში და ეს პერიოდი უკავშირდება ღრმა ემოციურ კავშირებს, საერთო ფინანსებს, ტრანსფორმაციას, ნდობასა და შინაგან ცვლილებებს, ურთიერთობების გაღრმავებას, ფინანსური საკითხების მოწესრიგებასა და ემოციურ განახლებას.

• ❤️ სიყვარული – ზედაპირული ურთიერთობები ნაკლებად დაგაკმაყოფილებთ. გაიზრდება სურვილი, უფრო ღრმა და გულწრფელი კავშირი დაამყაროთ ადამიანებთან. თუ ურთიერთობაში ხარ, შეიძლება უფრო მეტად წამოიწიოს ნდობის, ერთგულებისა და საერთო მომავლის თემებმა.

• 💼 სამუშაო – კარგი პერიოდია პარტნიორული პროექტებისთვის, რესურსების გაზიარებისთვის და იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც აქამდე გაურკვევლობას იწვევდა.

• 💰 ფინანსები – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საერთო ფინანსებს, სესხებს, ვალებს, დაზღვევას, გადასახადებს ან პარტნიორთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებს. კარგი პერიოდია ფინანსური სტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

• 🌿 პიროვნული განვითარება – შეიძლება მეტად დაინტერესდეთ ფსიქოლოგიით, თვითშემეცნებით ან იმ ემოციური საკითხებით, რომლებიც დიდი ხანია ყურადღებას მოითხოვს.

⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ:

ნუ მოერიდებით რთულ, მაგრამ აუცილებელ საუბრებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიზუსტე და გამჭვირვალობა ფინანსურ საკითხებში, ეცადეთ ღიად განიხილოთ და არ ააგოთ ვარაუდებზე ნდობასთან დაკავშირებული საკითხები და მოერიდეთ სპონტანურ ფინანსურ ვალდებულებებს ან სარისკო გადაწყვეტილებებს.

• 9–10 ივლისი – მოსალოდნელია შედგეს მნიშვნელოვანი საუბარი ან მოხდეს ნდობის ხარისხის გაცნობიერება რაც პირად ურთიერთობებთან არის დაკავშირებული.

• 13 ივლისი (+/-1დღე) – ერიდეთ ფინანსურ რისკებს და ემოციურ უკიდურესობებს. კარგად გადაამოწმეთ თქვენი გადაწყვეტილებები;

• 24 ივლისი (+/-1დღე) – ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, შერიგებისთვის და გულწრფელი დიალოგისთვის;

• 29 ივლისი (+/-1დღე) – შესაძლოა გაძლიერდეს ვნება, ეჭვიანობა ან კონტროლის სურვილი, ეცადეთ თქვენს ემოციებს მისცეთ კონსტრუქციული მიმართულება.

თევზები:

ვენერას ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-7-ე სახლში და ეს პერიოდი უკავშირდება პარტნიორულ ურთიერთობებს, ქორწინებას, თანამშრომლობას, მნიშვნელოვან შეთანხმებებს, ურთიერთობების გაძლიერებას, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ჰარმონიული კავშირების შექმნას.

• ❤️ სიყვარული – ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობებისთვის. თუ უკვე გყავთ თქვენი მეორე ნახევარი, საჭიროა მეტი სითბო, ურთიერთგაგება და საერთო გადაწყვეტილებების მიღების სურვილი გამოიჩინოთ. თუ ჯერ კიდევ ძიებაში ხართ, არსებობს დიდი ალბათობა, გაიცნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელთანაც სტაბილურ ურთიერთობებს დაალაგებთ.

• 💼 სამუშაო – კარგი პერიოდია ახალი თანამშრომლობების, ხელშეკრულებების, პარტნიორული პროექტებისა და მოლაპარაკებებისთვის, განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება კოლექტიური მუშაობა.

• 💰 ფინანსები – ფინანსური სარგებელის მიღებას შეძლებთ პარტნიორობის, კლიენტების ან ერთობლივი პროექტების საშუალებით. ხელსაყრელია შეთანხმებების გაფორმება და საერთო ფინანსური გეგმების დასახვა.

• 🌿 პიროვნული განვითარება – ეს ტრანზიტი გასწავლით კომპრომისს, ურთიერთპატივისცემასა და სხვების საჭიროებების უკეთ გააზრებას.

ურთიერთობები შეიძლება თქვენი პიროვნული ზრდის მთავარი წყარო გახდეს.

⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ: მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ ყველა შეთანხმება, მოუსმინეთ პარტნიორის პოზიციას, ნუ გააიდეალებთ ახალ ადამიანებს და შეინარჩუნეთ ბალანსი საკუთარი და სხვის საჭიროებების შორის.

• 9–10 ივლისი – შესაძლოა მნიშვნელოვანი შეხვედრა, ახალი პარტნიორობა ან ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყება.

• 13 ივლისი (+/-1დღე) – პარტნიორთან ან სხვა საქმიან მოლაპარაკებებში მოერიდეთ იმპულსურ რეაქციებს.

• 24 ივლისი (+/-1დღე) – ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის, შერიგებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისა და გულწრფელი საუბრებისთვის.

• 29 ივლისი (+/-1დღე) – მოსალოდნელია ემოციების გამძაფრება, ეცადეთ, მშვიდი დიალოგით მოაგვაროთ უთანხმოებები.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეშმაკის ყველაზე დიდი გამოგონებაა, ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ იგი არ არსებობს“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ქრონიკული შფოთვა, პანიკური შეტევები, აუხსნელი აგრესია რომ გვაქვს, ეგ სხეულის „კვამლის დეტექტორებია“ - რას წერს მეტაფიზიკოსი

რატომ არის წიგნი ჩვენი ყველაზე იაფი თერაპია?