ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ეშმაკის ყველაზე დიდი გამოგონებაა, ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ იგი არ არსებობს,
გამარჯვებულია ამასოფლის სული,
და ძალიან უყვარხარ – თუ ხმას არ ამოიღებ,
მაგრამ საკმარისია ხმა ამოიღო,
და შენი სიტყვით დაამოწმო, რომ ქრისტე ჭეშმარიტებაა – იმ წამსვე აგიბობოქრდება და ამბოხებას მოგიწყობს ის, ვისაც ძალიან უყვარხარ,
ამიტომ ნუ გვიკვირს, როცა უფალი ამბობს, რომ სულიერი ნათესაობა აღმატებულია ხორციელ ნათესაობაზე,
– ეს რას ნიშნავს, ხორციელი ნათესავები უარვყოთ?!
– არა,
ვინატროთ,
ვისურვოთ,
უფალს ვევედროთ,
რომ ხორციელი ნათესავები, გახდნენ სულიერი ნათესავები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: