Digest Logo

🎥 „ქალის უნარი გასცეს სითბო, სიხარული და ვნება, არის კაცის წარმატების უმთავრესი საწვავი“ - ენერგიის გაცვლის საიდუმლო: ვინ არის გამცემი და ვინ მიმღები?!

1759394052
მაია მომცელიძე. 

ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში ბევრი ენერგიის გაცვლის საიდუმლოზე საუბრობს. 

იგი ამბობს, რომ ქალის უნარი გასცეს სითბო, სიხარული და ვნება, არის კაცის წარმატების უმთავრესი საწვავი:

„ქალის ენერგეტიკული წვლილი მატერიალურ კეთილდღეობაში უზარმაზარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი პირადი ზრდა უნდა შეჩერდეს.

ქალის უნარი გასცეს სითბო, სიხარული და ვნება, არის მამაკაცის წარმატების უმთავრესი საწვავი. თუმცა, ამ ენერგიის შესანარჩუნებლად, ქალი თავადაც უნდა იყოს რეალიზებული (სოციალურად, პროფესიულად თუ შემოქმედებითად).

თუ ქალი გაჩერებულია განვითარებაში, მისი ენერგია იბლოკება და მამაკაცის მოტივაციაც ქვეითდება.

მამაკაცი არ არის მხოლოდ ფულის გამომუშავებელი მექანიზმი. მისი წვლილი ემოციურ სფეროში აუცილებელია ქალის რეალიზებისთვის.

მამაკაცის მიერ გაცემული სტაბილურობა და პასუხისმგებლობა ქალს უთავისუფლებს დროსა და ენერგიას საკუთარი განვითარებისთვის. მან უნდა შექმნას გარემო, სადაც ქალს არ ეშინია რისკზე წასვლისა და საკუთარი თავის გამოხატვის.

მამაკაცმა უნდა გასცეს აღტაცება, კომპლიმენტები და ქება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ემოციური საკვები ქალისთვის. თუ კაცი მხოლოდ მატერიალურს გასცემს, მაგრამ სიყვარულს არ გამოხატავს, ქალი თავს დაუფასებლად გრძნობს.

მამაკაცისგან მიღებული უპირობო სიყვარული ქალს უბიძგებს იყოს ერთგული და მოსიყვარულე“, - ამბობს მაია მომცელიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ოქტომბერში პირადი ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის

„ასობით ქორწილი წამიყვანია, მაგრამ თავად არასდროს მქონია საკუთარი... გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა ეს დღე მეც მეგრძნო“ - ემილი გოგუას ემოციური პოსტი

⭕„2 მილიარდი მაყურებელი მოისმენს 12 ქვეყანაში“ - ავთო აბესლამიძე მუსიკალურ კონკურსზე ცნობილი ყაზახური ჰიტის ქართული ვერსიას წარადგენს