Digest Logo

რა არის „ბედის მატრიცა“ და რა მნიშვნელობა აქვს კარმული ვალის ცოდნას? - ინტერვიუ ნუმეროლოგ თათია გარანიძესთან

1722259272
თათია გარანიძეთათია გარანიძე

21-ე საუკუნეში გაჯეტების და ინტერნეტის, იუთუბის ეპოქაში გამარტივდა ბევრი რამ, მათ შორის იმ ცოდნის მიღება რაც საუკუნეების მანძილზე დაფარული იყო და მხოლოდ უდიდესი ნიჭის მქონე ადამიანები ფლობდნენ მას. ჩვენ დროში კი ინტერესი გაიზარდა როგორც ასტროლოგიის, ეზოტერიკის ისე ნუმეროლოგიის მიმართ - თუ როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ეზოტერიკოსები, ნუმეროლოგები შარლატანებისგან ამის კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, მაგრამ არსებობს ის ფაქტორები და გარემოებები რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.

„დაიჯესტი“ უფრო ახლოს გაგაცნობთ ნუმეროლოგსა და ფსიქოლოგ თათია გარანიძეს, რომელსაც განათლება ბალტიისპირეთში აქვს მიღებული და ერთ-ერთი პოპულარული პრაქტიკის, „ბედის მატრიცის“ სპეციალისტია საქართველოში.

რა არის „ბედის მატრიცა“ და რა მნიშვნელობა აქვს კარმული ვალის ცოდნას? - წაიკითხეთ სტატია.

ვინ არის თათია გარანიძე?

თათია გარანიძე: მე ვარ ფსიქოლოგი და კულტურის მენეჯერი, მცირე და დიდი ბიზნესის მფლობელი, ნუმეროლოგი. ვარ ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია სულიერ განვითარებაზე, ჩემი ასაკის მიუხედავად იმდენი რამ, სწავლება გამოვიარე, საბოლოო ჯამში, რაც არის ჩემი მიზანი იმაზე ადრე მივაღწიე, ვიდრე დავისახე მიზნად. 5 წლის შემიყვანეს სკოლაში, 16 წლის უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბალტიისპირეთში. არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ადამიანებს ასე ფართოდ გავეცანი, არც რეკლამა, არც ბანერი, ეს ყველაფერი ორგანულად მოხდა, მხოლოდ ჩემს სოციალურ ქსელში ვუზიარებ ადამიანებს ცოდნას და გამოცდილებას.

როგორი ბავშვი იყავით?

თათია გარანიძე: პატარაობიდანვე, განსხვავებული ბავშვი ვიყავი. ვიყავი ცაცია, მაინტერესებდა მონასტრული ცხოვრება, სულიერი განვითარება. მე-7 კლასში მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ მონასტერში უნდა წავსულვიყავი მონაზვნად. ჩემი მეგობრის მამა იყო მეუფე დავითი, ამიტომ დიდ დროს ვატარებდი მონასტერში, ეს იყო შუამთის მონასტერი. როდესაც მიხვდნენ ჩემები, რომ ერთადერთი შვილი სასულიერო ცხოვრებას ვაპირებდი, სკოლის დამთავრების შემდეგ სასწრაფოდ გამაგზავნეს საზღვარგარეთ სასწავლებლად. ჩავაბარე კულტურის მენეჯმენტზე, იქ ავირჩიე ფსიქოლოგია და ასევე იქ ცხოვრებისას შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ნუმეროლოგია. ჩემი ცხოვრების ერთი მხარე იყო, სულიერება და მონასტრული ცხოვრების ინტერესი და მეორე მხარე გახდა, ნუმეროლოგია და ეზოტერიკა. სამყარომ შემომაბრუნა ასე ვთქვათ, ისევ და ისევ ადამიანების დახმარებისკენ.

ძირითადად ვინ მოდის თქვენთან და უმეტესად რა პრობლემების მოგვარებაში გთხოვენ დახმარებას? 

თათია გარანიძე: არის ხოლმე ძალიან აქტუალური, ფინანსები. მაგრამ უკვე მოდიან ადამიანები, თუ როგორ დადგნენ სულიერების გზაზე, ვინაიდან ჩვენი ფინანსები პირდაპირ პროპორციულია ჩვენი მისიის შესრულებასთან. ჩვენ, თუ სულიერად არ გავიზარდეთ და არ შევასრულეთ ჩვენი მისიები, არც ურთიერთობები იქნება და არც ფინანსები, არც კარიერა და არც არაფერი. რა არის მისია, რა გავაკეთო და ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში. 

თქვენს პროგრამაზეც მინდა გკითხოთ, „ბედის მატრიცა“ - უფრო რომ გავშალოთ - რა ფენომენია ეს?

თათია გარანიძე: „ბედის მატრიცა“ ეს არის, ჩვენს დაბადების თარიღში ჩადებული კოდები. ძალიან მიყვარს სამედიცინო სფეროსთან შედარება და მაგალითის მოყვანა, გვაინტერესებს რაღაც კონკრეტული ხომ? უნდა ავიღოთ ანალიზი, რომ გავარკვიოთ რა მოცემულობა გვაქვს ორგანიზმში. ასევეა ბედის მატრიცა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, რაც გვაძლევს იმას, რომ ანალიზი გავაკეთოთ ჩვენი მენტალური მოცემულობის, ენერგიების და ფსიქოლოგიური - იმას, რაც ჩვენ გვაქვს თუ სწორად გამოვიყენებთ, ყველაფერი დალაგდება. ერთგვარი კომპასია.

ჩვენი მისიის გაგებას, აქვს თუ არა კონკრეტული ვადა განსაზღვრული?

თათია გარანიძე: არასდროს არ არის გვიან. არის მომენტები, როდესაც 15, 17 წლის ბავშვები მოდიან ჩემთან. „ბედის მატრიცის“ გაკეთება და მისიის დადგენა, ადამიანი რომელ ასაკში მიიღებს ინფორმაციას, მის განვითარებაზეა დამოკიდებული, არც ერთი ასაკი არ არის გვიანი, მყოლია ქალბატონი, რომელიც 73 წელს არის გადაცილებული. თუ ადამიანი შეცდომით ცხოვრობს, სრულყოფილი ცხოვრებით ვერ იცხოვრებს. რაც არ უნდა გააკეთოს, თუ არ ასრულებს მისიას, სამყარო მას გამოუგზავნის პირიქით, განსაცდელებს რაც ამ გზამდე მიიყვანს მას. სამყარო სამ ენაზე გველაპარაკება; ჯანმრთელობა, ფინანსები და ურთიერთობები.

მაშინ, როდესაც 21-ე საუკუნეში გაჯეტების და ინტერნეტის, იუთუბის დროა, თითქოს გამარტივდა, ის რომ ვიღაცები შლიან ტაროს, არიან ეზოტერიკოსები, ნუმეროლოგები - აი როგორ გაარჩიოს ადამიანმა შარლატანთან აქვს საქმე თუ პროფესიონალთან, რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველს?

თათია გარანიძე: პირველი აუცილებლად, იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ ადამიანის ცოდნის, მიღწევების. თუ თქვენ გასწავლით ადამიანი რაღაცას, თვითონ უნდა ჰქონდეს ეს ჯერ. თუ გასწავლით ფინანსურად როგორ უნდა იყოთ მყარად, ჯერ თვითონ უნდა იყოს ამ საკითხში მყარად. ჯერ საკუთარი თავი უნდა დაანახვო ადამიანებს და ამის შემდეგ შეიძლება, ან ვენდოთ ან არა.

ყველაფერს თავისი საფასური აქვს, თქვენ ამ საქმიანობის სანაცვლოდ რისი დათმობა მოგიწიათ?

თათია გარანიძე: ჩემი საფასური გადავიხადე მაშინ, როცა ჩემს ბავშვობაში ვთქვი უარი მონასტერში ცხოვრებაზე. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი კარმული ვალით ძალიან ბევრი ადამიანი არის დაბადებული. რომის პაპსაც კი ჩემნაირი კარმული კუდი აქვს. ძალიან გული დამწყდა, რომ თურმე ჩემი ბავშვური აკვიატება კი არ ყოფილა, არამედ ზუსტად ის სწორი გზა იყო. ახლა მონასტერში წასვლა არ გამოვა, მაგრამ სხვანაირად ვეხმარები ხალხს.

უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა მისი კარმული ვალის შესახებ და უნდა იზრუნოს თუ არა მის გამოსწორებაზე?

თათია გარანიძე: კარმული ვალი არის ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები. სელინ დიონი გამახსენდა, ამ ცხოვრებაში მუდამ ფიზიკურ გამოვლინებაზე იყო ორიენტირებული და ფინანსურზე გადართული. იგი წინა ცხოვრებაში იყო შშმ პირი და შესაბამისად, თუ არ ასრულებს კარმულ ვალს ადამიანი ამ ცხოვრებაში, მას ექნება აუცილებლად მინიშნებები, სად უნდა იყოს ის. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ნუმეროლოგია ბედის მატრიცა (@tatiii.tg)

რა გვეტყოდით სოცქსელში უარყოფით კომენტარებსა და შეფასებებზე, რასაც უცნობი ადამიანები ერთმანეთის მიმართ აფრქვევენ და რას ვიღებთ ამ ნეგატივისგან?

თათია გარანიძე: ყველას გვჭირდება კვება, ეს არის ენერგეტიკული კვება. ზოგი ვერ აცნობიერებს, რომ პოზიტივით ვიკვებოთ, ამიტომ ვარდებიან უმეტესობა ადამიანები დაბალ ვიბრაციულ ენერგიებში. ზოგს ბავშვობის დროინდელი ბლოკები აქვს მოსახსნელი და ვისაც ნეგატივი ამოძრავებს, არ აქვს ცოდნა და განათლება. მე რასაც ვხედავ შენში, ეს არის ყველაზე დიდი დოზით ჩემში. ცოტა მეტი ცოდნა რომ გვქონდეს, ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.

რა გაძლევთ მოტივაციას თქვენს საქმიანობაში?

თათია გარანიძე: როცა ადამიანები მოდიან ჩემთან, ვეკითხები მხოლოდ სახელ, გვარს და დაბადების თარიღს და ვიწყებ მე საუბარს და ახსნას, მოდის აღფრთოვანება, უდიდესი პოზიტივი და მადლიერება.

რას ვერ აპატიებდით ადამიანს?

თათია გარანიძე: ადამიანს ვაპატიებ ყველაფერს, მაგრამ მასთან გვერდით არ ვიქნები. ღალატად მივიჩნევ ტყუილს.

თქვენზე თუ უცდიათ ჯადოს გაკეთება?

თათია გარანიძე: ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე რაღაც, მაგრამ იმდენად დიდი დაცვა მაქვს, რომ განეიტრალდა. მყავს ნათელმხილველი მეგობრები და შესაბამისად, აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს დაცვა წინაპრებიდან, ოჯახიდან, სწორად ცხოვრობდეს და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, უბრალოდ შურის მომენტი ჰქონოდა.

რომ არა საქართველო და ქართველი, ვინ იქნებოდით და რატომ?

თათია გარანიძე: არ მიფიქრია, მაგრამ სადაც არ უნდა დავბადებულიყავი, მაინც ისე მოვიქცეოდი, როგორც საქართველოში. ერთადერთი, სადაც კომფორტულად ვერ ვიგრძენი თავი ეს იყო ეგვიპტე. ისრაელში ვიგრძენი, რომ დღე ნელა გადიოდა, დრო იწელებოდა თითქოს, შეიძლება იქაც ვიცხოვრებდი. მიყვარს მოგზაურობა, სულ მოგზაურობაში ვარ. 2,3 წელია შევყოვნდი საქართველოში. 

როდესაც ადამიანი ხედავს იდენტურ ნომრებს, ციფრებს ქუჩაში, ბანერზე, საათზე, ტელეფონზე რას ნიშნავს?

თათია გარანიძე: ეს ნიშნავს, იმას რომ შენ ხარ სწორ გზაზე. შენ ხედავ იმაზე მეტს, ვიდრე არის. სულიერი ცხოვრების სწორ გზაზე არის ამ დროს ადამიანი.

და ბოლოს, რჩევა რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რა იქნება ის?

თათია გარანიძე: აუცილებლად უნდა მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას. 

თქვენც გსურთ „ბედის მატრიცის“ გაგება - დაუკავშირდით ნუმეროლოგს ინსტაგრამის მოცემულ ლინკზე👇

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ნუმეროლოგია ბედის მატრიცა (@tatiii.tg)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დალიე ბევრი წყალი და მალე მოკვდი...შეწყვიტეთ ბევრი წყლის დალევა!“ - არუნ ხათრი წყლის დალევის შესახებ მითებსა და რეალობაზე

🎥 თუ ნუშს ასე მიირთმევთ, არასოდეს გახდებით ავად - არუნ ხათრის რეკომენდაციები საზოგადოებას

🎥 „მოიშორეთ მეჭეჭები და პაპილომები ერთ დღეში“ - არუნ ხათრის რეკომენდაციები საზოგადოებას