Digest Logo

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება - თაკო მელიქიშვილი 12 დეკემბრის ენერგიებზე

1765533983
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 12 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:

„2 დეკემბერი სიყვარულის, სილამაზისა და წარმატების დღე:

დღის საერთო ენერგია - ციფრი 6.

სიყვარული და ბედნიერება დღეს მაქსიმალურ ძალაშია.

რა არის რეკომენდებული:

გიყვარდეს, ქმნიდე, გრძნობდე

იმუშაო და გადაწყვეტილებები მიიღო სიყვარულითა და სიამოვნებით

ხელი მოაწერო ხელშეკრულებებს, განახორციელო მნიშვნელოვანი შესყიდვები, დააკანონო ურთიერთობა

დაიწყო დიდი პროექტები და სივრცე გაავსო სილამაზითა და სიუხვით

მოაწყო რომანტიკული შეხვედრები, დაკავდე შემოქმედებით და საკუთარ თავზე ზრუნვით

ეწვიო სპას, სილამაზის სალონს ან დახვეწილ რესტორანს

რისგან ჯობს თავის შეკავება:

სიზარმაცისა და გადაჭარბებული კომფორტისგან

შურისძიების სურვილისგან — ემოციები კონტროლში გქონდეს

კამათისა და დაპირისპირებისგან

გადამეტებისგან — ზომიერების არ ქონამ შეიძლება, გაამწვავოს ქრონიკული პრობლემები.

ასევე დღეს პარასკევია და განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც დაბადებულია: 6, 15, 24 რიცხვებში (თქვენი ფერები: ვარდისფერი, ცისფერი) და 7, 16, 25 რიცხვებში (თქვენი ფერები: მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი)“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„უკრაინა, აშშ, საფრანგეთი, გერმანია ელაპარაკებიან რუსეთს, ჰამასი - ისრაელს, და მაინცდამაინც ჩვენ ვეომოთ, ვაგინოთ და არ ველაპარაკოთ?“ - ქეთევან ტურიაშვილი

🎥 „ძალიან მინდა თქვენი ახალი წლის დღეები სითბოთი, სინათლით და სიყვარულით აავსოს“ - ნინო ჩხეიძემ ახალი სიმღერა ჩაწერა

„ზამთრის ყველაზე გავლენიანი ფაზა, სადაც მოსალოდნელია კანონმდებლობის გამკაცრება, სისტემის მცდელობა, დაამყაროს ტოტალური წესრიგი“ - რამაზ გიგაურის პროგნოზი