Digest Logo

„უკრაინა, აშშ, საფრანგეთი, გერმანია ელაპარაკებიან რუსეთს, ჰამასი - ისრაელს, და მაინცდამაინც ჩვენ ვეომოთ, ვაგინოთ და არ ველაპარაკოთ?“ - ქეთევან ტურიაშვილი

1765532842
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში იმყოფება.

მთავრობის მეთაური მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

აღნიშნულ ფორუმში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს, რამაც რადიკალური ოპოზიციის შეშფოთება გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი გამოეხმაურა:

„კარგია, მომწონს „ნაცების“ ეს ისტერიკა ირაკლი კობახიძესთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით.

ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ, უკრაინა ელაპარაკება რუსეთს, აშშ ელაპარაკება რუსეთს, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი ელაპარაკება რუსეთს, ჩინეთი ელაპარაკება რუსეთს. ალიევი ყოველ კვირას ხვდება და ფაშინიანი ყოველ შაბათს. ტრამპი მაგას უფრო ხშირად ურეკავს, ვიდრე მელანიას.

ამერიკის თავდაცვის აქტის ნახევარი პუტინის დაწყნარებას ეხება. ჰამასი ელაპარაკება ისრაელს, მოკლედ, ყველა ყველას ელაპარაკება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გადამწყვეტი ეგ ქვეყანაა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვუწესოთ სანქციები, ჩვენ ვეომოთ, ჩვენ ვაგინოთ და ჩვენ არ ველაპარაკოთ არასდროს ხომ?

კაია კალასი დაუბრუნებთ ეტყობა ტერიტორიებს, საქმე საქმეზე რომ მიდგეს.

ფორუმზე მთლიანად რეგიონის ლიდერები არიან, 50 კაცი ერთად დგას და კობახიძე და პუტინიო ფოტოებს აწერენ.

აწერეთ, დიდი ხანია ჩაიარა თქვენმა ავტობუსმა, ღმერთს მადლობა, რომ ხალხმა რეალობის გარჩევა ვიცით ზღაპრებისგან, უფრო მეტი ისტერიკაა საჭირო, ეს არ არის საკმარისი“, - წერს ქეთევან ტურიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან მინდა თქვენი ახალი წლის დღეები სითბოთი, სინათლით და სიყვარულით აავსოს“ - ნინო ჩხეიძემ ახალი სიმღერა ჩაწერა

„ზამთრის ყველაზე გავლენიანი ფაზა, სადაც მოსალოდნელია კანონმდებლობის გამკაცრება, სისტემის მცდელობა, დაამყაროს ტოტალური წესრიგი“ - რამაზ გიგაურის პროგნოზი

„შეცვლის გზას, რომლითაც 2026-ში გადადიხარ...“ - 12 დეკემბრის 12 წუთიანი პრაქტიკა ლამზირა ხაჭაპურიძისგან