Digest Logo

🎥 „ძალიან მინდა, თქვენი ახალი წლის დღეები სითბოთი, სინათლითა და სიყვარულით აავსოს“ - ნინო ჩხეიძემ ახალი სიმღერა ჩაწერა

1765530976
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მომღერალმა გამომწერებს ახალი სიმღერა გაუზიარა, რომელიც საახალწლო თემატიკისაა:

„მეგობრებო, ახალ საახალწლო სიმღერას გიზიარებთ ❤️

ძალიან მინდა თქვენი ახალი წლის დღეები სითბოთი, სინათლით და სიყვარულით აავსოს.

მისმინეთ და მომწერეთ როგორ მოგეწონათ“, - წერს ნინო ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის ქალიშვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი კანადელ რჩეულზე დაინიშნა.

როგორც ნინომ აღნიშნა, ეს სიახლე მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„სულ ახალი ამბავია, რომ მარიამი დაინიშნა. ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა რომ ქართველი სიძე მყოლოდა. მინდოდა რომ ჩემ სიძეს ჩემით ეამაყა. პროტესტი მქონდა. მარიამი არის ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი. შენიშვნას ვერ გაბედავ.

თქმა ვერ გავბედე, მაგრამ ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ იყო ჩემი სიძე კანადელი. ძალიან მეგობრულად გამოვხატე. არ მეწყინა, მაგრამ მეგობრულად ვკითხე. დარწმუნებული იყო საკუთარ თავშიც და იმ ბიჭშიც, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი, მივხვდი, რომ არ შემცდარა ჩემი შვილი. საქსოფონზე უკრავს, გიტარაზე, მართლა კარგი ბიჭია“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nino Chkheidze (@ninochkheidze_official)

ასევე დაგაინტერესებთ:

„ზამთრის ყველაზე გავლენიანი ფაზა, სადაც მოსალოდნელია კანონმდებლობის გამკაცრება, სისტემის მცდელობა, დაამყაროს ტოტალური წესრიგი“ - რამაზ გიგაურის პროგნოზი

„შეცვლის გზას, რომლითაც 2026-ში გადადიხარ...“ - 12 დეკემბრის 12 წუთიანი პრაქტიკა ლამზირა ხაჭაპურიძისგან

🎥 „თუ ამ სექტორში გაანათებთ, პრობლემებს მოიზიდავთ ჯანმრთელობის კუთხით, განსაკუთრებით შეეხება ოჯახის უფროს მამაკაცს“ - ნაძვის ხის განათების რეკომენდაციები ეკა კვარაცხელიასგან