Digest Logo

რა ელოდება პუტინს? - „მას ჰყავს შამანებიც, რომლებსაც შეუძლიათ ააცილონ ცუდი მომავალი“

1647086147
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელის პროგნოზით, კოსმოსი არსებული პლანეტარული წყობა, ძველ სისტემას ჩამოშლის და ცვლილებებს გარდაუვალს ხდის. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 2022 წელს სირთულეები ელოდება. 

„სამი დიდი პლანეტა, იუპიტერი მარსი და ურანი შეუერთდა ერთმანეთს და დაიწყო ეს პროცესები. 1981 წელსაც, ერთ ნიშანში იყვნენ, ეს პლანეტები. ამის შემდეგ დაინგრა საბჭოთა კავშირი, პლანეტების ასეთი თანწყობა მიანიშნებს ძველის დაშლასა და ახლის დასაწყისზე. აბსოლუტურად ყველა თავისუფალი ასტროლოგი, მათ გარდა, ვინც რუსეთის კრემლისგან არ ფინანსდება, რუსეთის დამარცხებას იუწყება. ვვარაუდობთ, რომ მაისში რუსეთს ელოდება დეფოლტი და მაშინ რუსეთი მიიღებს შედეგებს. რუსეთს წარმატებისთვის ჰქონდა 3-დღიანი ინტერვალი, ამ დროში რომ მოესწრო, ჰქონდა შანსები. ახლა ვეღარ განვითარდება მოვლენები იმ სცენარით, რაც რუსმა ასტროლოგებმა იწინასწარმეტყველეს.

ვლადიმირ პუტინის წლევანდელ წლიურ პროგნოზში ტრანზიტული მარსისა და მზის შეერთებაა, რაც საკმაოდ რთული ასპექტია, შესაძლოა იყოს ფატალური დასასრულიც, თუმცა მას ასტროლოგებთან ერთად შამანებიც ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ ააცილონ ცუდი მომავალი. მე ვფიქრობ, რომ ეს ომის დაწყება არის კიდევ უფრო უარესის აცილების საშუალება პუტინისთვის“, - განაცხადა ხათუნა ნოელმა.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა

🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი

🔵„ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს - უჯიკეეეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს“ - ლალი მოროშკინა