
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში 2021 წლის 18 აპრილს ნაწინასწარმეტყველებ ამბავს იხსენებს და წერს, ქართველებსა და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ რუსებს შორის დამოკიდებულებაზე.
„2021 წელი, 18 აპრილი
არ მინდა არაფრის დანახვა, იმდენად დაძაბულია დედამიწა, მთელი პლანეტა და არა მარტო საქართველო.
საქართველო ყველაზე მსუბუქად გამოძვრება ამ ქაოსური პოლიტიკური, არეული და დაქცეული პერიოდიდან.
ჩვენს ქვეყანას, როგორც ყოველთვის ვამბობდი, დიდი ძალა იცავს და დაიცავს ბოლომდე. ყველაფერი გადალაგდება ისე, როგორც მე, ქართველმა წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ ვიწინასწარმეტყველე.
ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით!
ამიტომ იმისთვის, რაც მოდის, ანგარიში მაინც გაუწიეთ და წაიკითხეთ ჩემი წინასწარმეტყველებები, რომლებიც მსოფლიო გლობალურ პოლიტიკას მოიცავს.
საქართველო გადარჩება, სხვა ქვეყნებისა კი, რა გითხრათ. ძალიან გაუჭირდებათ ისეთ წამყვან სახელმწიფოებსაც კი, როგორებიცაა ევროპის ქვეყნები, ამერიკა და ა.შ.
რუსეთმა ძალიან რთული თამაში წამოიწყო. რუსეთის პოლიტიკა ფაქტობრივად განწირულია ევროპაშიც, ამერიკაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც. კრემლი თითქოს დიდ პოლიტიკას ატარებს ახლო აღმოსავლეთის ხაზით, მაგრამ დიდს კი არა, წაგებიან პოლიტიკას ატარებს. იმიტომ რომ თურქეთი რუსეთს არ გაჰყვება! მიჰყვება იქამდე, სადამდეც თავად თურქეთის პოლიტიკას სჭირდება.
თუ რუსეთს ფეხი დაუცდა იმაში, რასაც აკეთებს, თურქეთი ომს გამოუცხადებს — ეს ასეა. და პირველი დარტყმები იქნება შავ ზღვასთან დაკავშირებით. მე ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე — შავი ზღვის ომი დავარქვი.
საქართველო კი მაყურებლის როლში იქნება.
საქართველოში პოლიტიკური პარტიები იცვლებიან. წარსულიდან წამოსულ პარტიებს, ფაქტობრივად, არ აქვთ მყარი ბაზა და ვერც ექნებათ, იმიტომ რომ იქ არ დგანან ის ახალგაზრდები — ჩემი პატარა ქართველები, რომლებიც მე ვიწინასწარმეტყველე და გზა გავუხსენი. თუმცა მათ ხელის შემშლელებს კოსმოსი ისე გაგწევთ გვერდზე, რომ ვერასდროს ვეღარ მოხვალთ პოლიტიკაში.
და კიდევ: ვის რა ელის და როგორ დაამთავრებს, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამას არ გავახმოვანებ. მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რაც საქართველოს ეხება — და ელოდეთ მათ ასრულებას!
შადიმანებო, გაფრთხილებთ: ფეხსაც ნუ გააფაფხურებთ! სჯობს ჩაიკეტოთ თქვენთვის და თვალყური ადევნოთ ახალი საქართველოს შენებას, ქვეყნის მიღწევებს. საქართველო ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანა იქნება–მეთქი, ბევრჯერ აღვნიშნე და კავკასიის მარგალიტიც ვუწოდე.
უკრაინასთან ურთიერთობები უფრო გამყარდება.
ნუ გიხარიათ, შადიმანებო — უფრო გამყარდება! უკრაინა დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს.
მოვლენები, რაც უკრაინა–რუსეთს შორის დატრიალდა და რაც პუტინმა დაატრიალა, საქართველოს ცეცხლზე წყალს ასხამს და ბევრ რთულ მომენტს აქრობს, რათა საქართველო მართლა არ განადგურდეს. უკრაინის პოლიტიკა იცავს საქართველოსა და ქართველებს და დაიცავს ბოლომდე.
ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, შადიმანებო! საქართველო არ არის უბრალოს საკურორტო, დასასვენებელი ზონა.
გაიგეთ ბოლოს და ბოლოს: საქართველო არის უფლის სამოთხე და უფალი ნებას არ მოგცემთ, რომ ეს სამოთხე თქვენ გაანადგუროთ.
ვხედავ, ნატოს მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი ორად იყოფა: ერთი ნაწილი მიდის უკრაინაში და მეორე მოდის საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. შეიძლება ეს ინფორმაცია არ უნდა გახმაურდეს, მაგრამ როგორ არ უნდა გახმაურდეს?! ყველაფერიც უნდა გახმოვანდეს: ნატო ამარაგებს საქართველოს.
ვხედავ, ყველა გარბის, ფულს მარხავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი „ბობოლების“, მაღალჩინოსნებისა და მილიონერ–მილიარდერების ყველა ანგარიში გაიყინება. მოკლედ და კონკრეტულად: გაიყინება! და ამ ყინულს ვერავინ ვერ გაალღობს, გარდა რუსეთის ახალი, მომავალი მთავრობისა. თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
თქვენ წარმოიდგინეთ, თვითონ რუსი ხალხი უარყოფითად არ არის განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ. ხალხი ერთმანეთს პატივს სცემს, ეს ორ კინკილა იდიოტს უნდა მსოფლიო გადაატრიალოს. მაგრამ ეგრე არ არის ბატონებო!
ვხედავ, ხალხი ისევ ერთად დგას და რუსები უფრო მორბიან საქართველოში, ვიდრე უცხოელები. და აი ასე ვიცხოვრებთ: ხალხი — ტკბილად და მეგობრულად, მთავრობები კი ერთმანეთს გადაჭამენ.
რაც შეეხება გაზსადენის რუსულ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2–ს“, რაზედაც ახლა დიდი ჭიდილი მიდის, ბოლომდე არ მივა. ეს პროექტი დაშლილია. ეს გაზსადენი აქამდეც უნდა ამუშავებულიყო — თითქმის დამთავრებულს ვხედავ ყველაფერს, მაგრამ დიდი „არა“ წერია კოსმოსიდან.
კოსმოსს კიდევ ვერ დაეჭიდებით, ბატონებო. საქართველოს გზა უფრო მოგებიანი იქნება, ვიდრე რუსეთის ეს გზა. აი, ნახავთ!“,- ამბობს კაკულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით“ - თინა კანდელაკი
🔵პუტინზე სიძულვილის ენით საუბარი დროებით ნებადართული ხდება - Facebook