Digest Logo

9 რამ, რასაც მშიერ კუჭზე უნდა მოერიდოთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

1795709702
გიორგი ღოღობერიძე

ბიოქიმიისა და ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს იმ პროდუქტებსა და ჩვევებზე, რომლებმაც უზმოზე შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს.

მისი რეკომენდაციები განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს.

1. ცხარე საკვები

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ, სასურველია, ცხარე საკვების მიღება შეზღუდოთ. თუმცა, თუ მისი მირთმევის შემდეგ დისკომფორტს არ განიცდით, უზმოზე მიღებაც დასაშვებია.

2. ტკბილეული და შაქრიანი სასმელები

უზმოზე დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებამ შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის სწრაფი ცვლილება გამოიწვიოს, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში სისუსტე და თავის ტკივილი ახლავს.

3. გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელების მიღებამ შესაძლოა კუჭის შებერილობა, გულძმარვა და დისკომფორტი გამოიწვიოს.

4. ძალიან ცივი სასმელები

ზედმეტად ცივი სასმელი ზოგიერთ ადამიანში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, ოთახის ტემპერატურის სასმელი მიირთვათ.

5. ციტრუსი

ფორთოხალმა, მანდარინმა და სხვა მჟავე ხილმა შესაძლოა გულძმარვის სიმპტომები გაამწვავოს.

6. ყავა

კოფეინმა შესაძლოა კუჭის მჟავას გამოყოფა გააძლიეროს. თუ გულძმარვა გაწუხებთ, უმჯობესია, ყავის უზმოზე მიღებას მოერიდოთ.

7. ზოგიერთი მედიკამენტი

ასპირინმა, იბუპროფენმა, ნაპროქსენმა და სხვა მსგავსმა პრეპარატებმა შესაძლოა კუჭის ლორწოვანი გარსი დააზიანოს. მათი მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაცია და მედიკამენტის ინსტრუქცია.

8. ალკოჰოლი

ცარიელ კუჭზე ალკოჰოლი უფრო სწრაფად შეიწოვება, რის გამოც მისი ზემოქმედებაც უფრო სწრაფად ვლინდება.

9. საყიდლებზე წასვლა

სასურველია, პროდუქტების შესაძენად მაღაზიაში მშიერი არ წახვიდეთ. შიმშილის დროს შესაძლოა იმაზე მეტი საკვები შეიძინოთ, ვიდრე რეალურად გჭირდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როდის არ ღირს ფსიქოლოგთან მისვლა? - „თუ ჯადოსნურ აბს ელოდები, თუ გინდა, სხვა შეცვალო...“

🎥 რა უნდა იცოდეს ქალმა მენოპაუზაზე და როგორ შეხვდეს პროცესს? - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევები

⭕„შესაძლოა შემოსავლის მატება, დაწინაურება ან ახალი სამსახურებრივი შემოთავაზება“ - დეკემბრის ასტროპროგნოზი თევზებისთვის ხატია ბედოშვილისგან

✕