Digest Logo

რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა იქამდე, სანამ საჩუქრად სუნამოს იყიდიან

1734614945
სუნამო

მოდის სადღესასწაულო დღეები და თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრად სუნამოს შეძენა გსურთ, უნდა იცოდეთ, როგორი არომატი შეურჩიოთ. გაითვალისწინეთ, პარფიუმერიული გემოვნება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის განსხვავებულია. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მაგალითად კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები, ამჯობინებენ მდგრადი სურნელების მქონე პარფიუმერიას, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც არ ქრება. ვერძის, კირჩხიბის, თხის რქისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები, მეორე ადამიანს სწორედ მისი სურნელის მიხედვით აფასებენ; ტყუპები, ქალწულები, მშვილდოსნები და თევზები კი ამჯობინებენ ისეთ სუნამოს, რომელიც მათი ქუჩაში გავლის შემდეგ სურნელის შლეიფს ტოვებს და სხვებისთვის მკვეთრად შესამჩნევია. 

ვერძი – მკვეთრი სურნელი უყვართ. ხშირად უპირატესობას, სპორტულ ხაზს ანიჭებენ. მათთვის არომატში მთავარია იმპულსი და ინდივიდუალობა. მათი სუნამო გარშემო მყოფებისგან უნდა გამოარჩევდეს, რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სურნელი და დაინახოს, რამდენად განსხვავებული, ქალური, ძლიერი და, იმავდროულად, ნაზი არსებაა მათ წინაშე.

კურო – მოტკბო სურნელი უყვართ. უპირატესობას ანიჭებენ ყვავილების, ხილის არომატსა და ბალახების კომპოზიციას. ხშირად იციან ამოჩემება და რომელიღაც ერთ არომატს ვერ ელევიან. იზიდავთ ვანილისა და პუდრის სურნელი.

ტყუპები – ამჯობინებენ ტყის, ბალახის, სოიის სურნელს და ხშირად იცვლიან სუნამოებს. ამ მხრივ ერთფეროვნება მათ აღიზიანებთ. ძირითადად, აფასებენ ახალგაზრდულ და მოდურ ბრენდებს და ყოველთვის იციან, რა დროს რა უნდა იპკურონ, რომ გარემოებებს მოერგონ და არც გარშემო მყოფები გააღიზიანონ.

კირჩხიბი – სუნამოს არჩევისას განწყობაზეა ორიენტირებული და ამიტომ, არასდროს იცის, რა არომატი სურს. ცვალებადი გემოვნების გამო ის ბევრ სხვადასხვა პარფიუმერიას იძენს. თუმცა, უპირატესობას მაინც ბუნებრივ, უბრალო მინდვრის ყვავილების არომატს ანიჭებს.

ლომი – ყოველთვის უნდათ რაღაც განსხვავებული, ძვირფასი და დახვეწილი. ცდილობენ, არომატის მაგიური ძალით მოხიბლონ გარშემო მყოფები და ამით შეუქმნან შთაბეჭდილება. თუ მათთვის საჩუქრად გადაწყვეტთ სუნამოს ან ნებისმიერი პარფიუმერიული ნაწარმის შეძენას, ყურადღება გაამახვილეთ ფასსა და მის მოდურობაზე.

ქალწული – თუ მისთვის საჩუქრად პარფიუმერიის შეძენას გადაწყვეტთ, გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ნაზად შესაგრძნობ არომატს.

სასწორი – უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, მსუბუქ და დახვეწილ სურნელს, თუმცა, მისი შერჩევისას, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ პარფიუმის ფასი და მოდურობა.

მორიელი – ისეთი სუნამო უნდა შეურჩიოთ, რომელიც ხაზს გაუსვამს მის სექსუალურობას, მიმზიდველობასა და პიროვნულობას, რადგან ის ცდილობს, გარშემო მყოფები თავისი არომაგიის მახეში გააბას. ამიტომ, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს უნდა შეურჩიოთ მისტიკური პარფიუმი, რომელიც, აღმოსავლური არომატით გაჯერებული და გამჭოლი იქნება და იმავდროულად, ტკბილიც.

მშვილდოსანი – უყვართ სუნამოების ხშირი ცვლა. უპირატესობას ანიჭებენ ცნობილ ბრენდებსა და პრესტიჟულ პარფიუმს. ყოველთვის მზად არიან, თავიანთ სხეულზე გამოცადონ ახალი სურნელები. ასე რომ, შეგიძლიათ, მისთვის შეარჩიოთ როგორც ტკბილი, ასევე, გრილი არომატის სუნამო.

თხის რქა – დიდ ყურადღებას აქცევენ ისეთ სურნელს, რომლითაც კიდევ უფრო გამოიკვეთება მათი ქალურობა. უყვართ კლასიკური ბრენდები და არომატები. თუ თავისი არომატი აღმოაჩინეს, შესაძლოა, მას დიდხანს ვეღარც შეელიონ. უყვართ როგორც ტკბილი, ისე ზღვის სურნელის მქონე კოსმეტიკა და პარფიუმერია.

მერწყული – უყვართ მსუყე, მძიმე არომატები. ყოველთვის იციან, რა სურნელია მოდაში და პარფიუმერიულ ნაწარმსაც ამის მიხედვით ირჩევენ. ასევე, უყვართ ექსპერიმენტები და შეუძლიათ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა არომატის სუნამო იპკურონ.

თევზები – ისეთ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მათ სინაზესა და სისუსტეს უსვამს ხაზს. უყვართ ტკბილი, ყვავილოვანი, ნაზი და რბილი არომატები. შეუძლიათ, ისეთი სუნამოც კი იპკურონ, რომელიც აღარ არის მოდაში, მოძველებულია, მაგრამ მათში ტკბილ, რომანტიკულ მოგონებებს აღძრავს. ხშირად კი იმ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც რეკლამა უკეთდება, ცნობილი და მოდურია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ“ - ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილ ქმარზე

⭕„ის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ, სინამდვილეში სხვა რამეა...“ - მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება

⭕ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

წყარო: tbiliselebi.ge