
„მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანშია, ეს არის პერიოდი, როცა ყველაზე მაღალ დონეზე ადის კულტურულ-გასართობი ინდუსტრია. სარესტორნო ბიზნესი, ყველა სახის კონცერტი, თეატრები, შოუ, სპექტაკლები, აი, ამის დროა. მზად იყავით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაერთოთ, ისიამოვნოთ, იმოგზაუროთ და შემდგომ შთაბეჭდილებებით დაბრუნდეთ“, - ამის შესახებ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.
ასტროლოგის თქმით, საკმაოდ დაძაბული იქნება სექტემბერ-ოქტომბერი მსოფლიოში და ეს იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი სამყაროსთვის.
„ჩემი თხოვნაა, ახალი იდეები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები მოაგვარეთ 4 აგვისტომდე. 4-ში გვაქვს ახალმთვარეობა, მძიმე დღე და უნდა მოერიდოთ ყველანაირ მნიშვნელოვან საკითხებს. 5-ში კომუნიკაციის, ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი, რეტროგრადული 29 აგვისტომდე. არავითარი ახალი საქმე, იდეა, პროექტი არ უნდა განხორციელდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია 22 რიცხვი, მზის ქალწულში გადასვლა, სადაც პრაგმატიზმი მოიმატებს. 22-მდე სიყვარულისთვის გვაქვს საუკეთესო დრო, ასევე მგზავრობა-მოგზაურობისთვის.
8 აგვისტო არის გარდამტეხი, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. ადამიანი ხდება ეგოისტი, დიქტატორი, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია მოიმატებს, ამიტომ არავითარი ნერვიულობა, გადატვირთვა. დაისვენეთ ადამიანურად, ზედმეტობების გარეშე.
4-8 აგვისტოს შემდეგ მოიმატებს ეკოლოგიური და ტექნოგენური კატასტროფების ტენდენცია. ნუ დაგავიწყდებათ შოვის ტრაგედია, რომელიც ზუსტად ამ პერიოდში მოხდა“, - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.
ვერძი - თქვენს ცხოვრებაში სიყვარულის დროა. ყოველ დღე ხდებით უფრო აქტიური. შესაძლებლობები გაქვთ არ ნახული. იმოგზაურეთ, იაქტიურეთ, შეძლებთ დასვენებასაც და მუშაობასაც.
კურო - გადადით მშვიდი ცხოვრების რიტმზე, თქვენი ენერგოტონუსი მცირდება და იგრძნობთ, რომ გჭირდებათ დასვენება.
ტყუპები - ხართ ზე-აქტიური, ენერგიული, მრავალფეროვანი. ყველაფერი გამოგდით, ამიტომ ყველაფერი რაც გიყვართ აკეთეთ. იქნებით საქმეში წარმატებული და პირად ურთიერთობებშიც იქნებით კარგები.
კირჩხიბი - უნდა დაისვენოთ, ენერგოტონუსი აშკარად მცირდება, კარგი იქნება ზღვასთან ურთიერთობა 25 რიცხვამდე. ძველი პროექტებიდან მიიღებთ დივიდენდებს. ნუ გადაიღლებით.
ლომი - მთავარი ფავორიტი ხართ. ქარიზმატული, მიმზიდველი, კარგი ლიდერი და ორგანიზატორი ხართ. წარმატების მიღწევის შანსები გაქვთ, მაგრამ ნუ გაგეზრდებათ ამბიცია.
ქალწული - ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ, ყოველდღე შემცირდება თქვენი ენერგოტონუსი, დაასვენეთ თქვენი თავი მაქსიმალურად. არავითარი კრიტიკა, ჭორები, ინტრიგები. პერიოდი გაქვთ უიღბლო.
სასწორი - თქვენ გემატებათ ენერგოტონუსი, აქტიური კონტაქტი გჭირდებათ ინტერნეტთან. კარგი იქნება თუ იმიჯს შეიცვლით, ახალი ტანსაცმელი, რაც მეტი სიახლე იქნება თქვენს ცხოვრებაში, უფრო კარგი ენერგიები გექნებათ.
მორიელი - ენერგოტონუსი ეცემა, აგვისტოსკენ იგრძნობთ ამას, დაიღლებით და მოგინდებათ ადამიანურად დასვენება. კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისთვის, პროფესიული წინსვლისთვის, მაგრამ აგვისტოს 20-მდე ჯობს დაისვენოთ. წლის მეორე ნახევარში დიდი საქმეები გელოდებათ.
მშვილდოსანი - კარგი იქნება მოგზაურობები, მივლინებები, საინტერესო ურთიერთობები, დივიდენდები. ხართ ოპტიმისტი, რაც წარმატების მოტანის ერთ-ერთი ფაქტორია. ხართ ენერგიულები.
თხის რქა - დაისვენეთ 1-იდან 20 აგვისტომდე, რადგან ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ჯიუტდებით, რაც კონფლიქტის საფუძველი ხდება განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობისთვის.
მერწყული - გაქვთ ძალიან კარგი პერიოდი, აქტიური, ენერგიული ხართ. შესაძლებლობებიც გაქვთ ძალიან მაღალი. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი. სასიყვარულო ურთიერთობების ჩამოყალიბების საშუალება მოგეცემათ.
თევზები - ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ კარგად დაისვენეთ. ეს ის პერიოდია, როცა თქვენი აზრები დალაგდება, საქმეები მოწესრიგდება და მოემზადეთ სექტემბრისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ: